უაკ: 65.012.8
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო და ორგანიზაციული, საწარმოო სანიტარიისა და შრომის ჰიგიენის, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების საკითხები.
დიდი მოცულობითაა მოცემული უსაფრთხოების საკითხები სამშენებლო ტექნოლოგიის საწარმოებში და უშუალოდ სამშენებლო მოედანზე. თითოეული სამშენებლო სამუშაოს უსაფრთხოება წარმოდგენილია ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტთათვის. სასარგებლო იქნება ასევე სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პირებისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.
უაკ: 679.7
სახელმძღვანელოში განხილულია ტელეკომუნიკაციის სიმეტრიული კაბელების კონსტრუქციული ელემენტები, მათი გადაცემის და გავლენის პარამეტრები, ურთიერთგავლენისა და გარე გავლენებისგან დაცვის ღონისძიებები. მოყვანილია ბოჭკოვან-ოპტიკურ კაბელებზე აგებული ხაზების ძირითადი შემადგენელი კომპონენტების - ოპტიკური კაბელების, ელექტროოპტიკური და ოპტოელექტრული მოდულების, რეგენერატორების, მაძლიერებლების - აგებულება და ფუნქციონირების პრინციპები. განხილულია ოპტიკური შუქგამტარების ნაირსახეობები, მათი პარამეტრები და მახასიათებლები, პასიური ოპტიკური კომპონენტები, საკაბელო ტრასის მშენებლობის საკითხები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებისთვის. აგრეთვე ის სარგებლობას მოუტანს ინჟინრებს, რომლებიც მუშაობენ ბოჭკოვან-ოპტიკური ხაზების პროექტირებისა და ექსპლუატირების სფეროში.
უაკ: 621.3
სახელმძღვანელოში განხილულია თეორიული ბაზა სპეციალური ელექტროტექნიკური დისციპლინების კომპლექსის შესწავლისათვის. კურსის პირველი ნაწილი მოიცავს წრფივი ელექტრული წრედების თეორიას, რომელშიც მოცემულია მუდმივი და ცვლადი დენის წრედებში გამოყენებული ცნებები, კანონები და ელექტრულ წრედებში მიმდინარე ელექტრომაგნიტური პროცესების კანონზომიერებები. მოყვანილია თანამედროვე ელექტროტექნიკური მოწყობილობების ფართო კლასში გამოყენებული გაანგარიშების ინჟინრული მეთოდები, ასევე რეზონანსული მოვლენები ელექტრულ წრედებში, ინდუქციურად დაკავშირებული ელექტრული წრედების თეორია.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების შესწავლის მსურველებს.
უაკ: 622.528 (075.8)
სახელმძღვანელოში წარმოდგენლია შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების სამედიცინო-ბიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური საფუძვლები, საწარმოებში შრომის პირობების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების სისტემა, ტრავმატიზმის ძირითადი წყაროები, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები საწარმოებში გეოდეზიური, საკადასტრო და მარკშაიდერული სამუშაოების წარმოების დროს, ელექტრული ენერგიის მომხმარებელი ხელსაწყო-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის პირობები. ჩამოყალიბებულია საწარმოო ხმაურისა და ვიბრაციების მავნე ზემოქმედების საწინააღმდეგო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, საწარმოო ჰაერის დამტვერიანებისა და საწარმოო მიკროკლიმატის შემადგენელი პარამეტრების მომუშავეებზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი საშუალებები, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოების საფუძვლები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „საინჟინრო გეოდეზიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 711.142:711.14
სახელმძღვანელო შედგენილია უცხოური და სამამულო ლიტერატურის შესწავლისა და გაანალიზების შედეგად და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. მიწის, როგორც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებული რესურსის, სწორად მართვისათვის, ამ დარგში არსებული საკანონმდებლო ბაზის ათვისების, მიწის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების პრინციპების ცოდნისათვის აუცილებელია თანამედროვე სპეციალისტის მომზადება. საქართველოში იბეჭდება პირველად.
ვიმედოვნებთ, სახელმძღვანელო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დარგისათვის მომავალი სპეციალისტების მომზადების საქმეში.განკუთვნილია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრონომიულის, საინჟინრო გეოდეზიის, სატყეო და მელიორაციის სპეციალობების სტუდენტებისთვის, დიდ დახმარებას გაუწევს სახელმწიფო მოხელეებს, მიწის მართვის სპეციალისტებს, იურისტებს და ეკოლოგებს.
უაკ: 519.6
წიგნი დაწერილია რიცხვითი ანალიზის საკითხებისადმი მიძღვნილი მოქმედი სი-ლაბუსების მიხედვით. იგი დაფუძნებულია იმ ლექციების ნაწილზე, რომელსაც ავტორი წლების განმავლობაში კითხულობდა და კითხულობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის, ილიასა და კავკასიის უნივერსიტეტებში.
სახელმძღვანელო გამოადგებათ გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკის, ინფორმატიკის, მართვის თეორიის, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და სხვა სპეციალობების სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და მეცნიერ-თანამშრომლებს. იგი ასევე სასარგებლო იქნება სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა იმ წრისთვისაც, რომელთაც ბუნებრივად უწევთ რიცხვითი ანალიზის საკითხების გამოყენება.
უაკ: 626/627
წიგნში განხილულია ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც გვხვდება სამდინარო ჰიდროტექნიკური და ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის დროს, ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობათა მშენებლობის ორგანიზაციის და წარმოების საერთო საკითხები; მიწის სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება; ბეტონი და ბეტონის სამუშაოები. სპეციალური სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება.
განკუთნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენოს სამშენებლო ფაკულტეტის სხვა სპეციალობის სტუდენტებმაც, ასევე საპროექტო და სამშენებლო დარგის სპეციალისტებმა, რომლებიც ჰიდროსაინჟინრო ან ჰიდროენერგეტიკულ სფეროში მოღვაწეობენ.
წიგნში განხილულია ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა ის ძირითადი მიმართულებები, რომ-ლებიც გვხვდება სამდინარო ჰიდროტექნიკური და ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის დროს, ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობათა მშენებლობის ორგანიზაციის და წარმოების საერთო საკითხები; მიწის სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება; ბეტონი და ბეტონის სამუშაოები. სპეციალური სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება.
განკუთნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენოს სამშენებლო ფაკულტეტის სხვა სპეციალობის სტუდენტებმაც, ასევე საპროექტო და სამშენებლო დარგის სპეციალისტებმა, რომლებიც ჰიდროსაინჟინრო ან ჰიდროენერგეტიკულ სფეროში მოღვაწეობენ.
უაკ: 004.9
В данном учебнике рассматриваются основные вопросы, которые позволят студентам первого курса приобрести необходимые навыки для работы с компьютером. Представленный учебник позволит студентам изучить новый интерфейс операционной системы Winsows 10, инструменты популярных приложений Microsoft Office 2019, таких как Word, Excel, PowerPoint, Visio, а также ознакомиться с различными сервисами Google. Кроме того, студенты овладеют основами академического письма, ознакомятся с правилами оформления курсовых работ, проектов, докладов. В учебнике также затронуты этические вопросы в научно-исследовательской деятельности, рассмотрены принципы работы антиплагиатных программ.
Учебник предназначен для студентов факультета информатики и систем управления Грузинского технического университета. Также он будет полезен любым читателям, желающим овладеть навыками работы с популярными прикладными программами.