უაკ: 543.06;543.21.9
უაკ: 519.4(075.8)
სახელმძღვანელოში მოცემულია ორნიშნა ბულის ალგებრის ელემენტები, მისი თეორემების გამოყენება და ბულის გამოსახულებათა გამარტივება კარნოს რუკების საშუალებით, აგრეთვე ლოგიკური სქემები და ძირითადი ლოგიკური ვენტილები.დაწვრილებითაა განხილული მულტიპლექსერის ტიპები, მულტიპლექსერის ფუნქციონირების სიმბოლური აღწერა,
მულტიპლექსერებზე კომბინაციური ლოგიკური სქემის დაპროექტება და დემულტიპლექსერები.
განკუთვნილია ინფორმატიკით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 621.6
სახელმძღვანელოში ასახულია დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების სისტემების გაანგარიშების ძირითადი საკითხები. განხილულია იდეალური და ბუნებრივი გაზის თვისებები და შედგენილობა. მოყვანილია გაზის წვის თეორიული საკითხები, გაზსადენების კლასიფიკაცია, ჰიდრავლიკური გაანგარიშებისა და გაზის ხარჯის განსაზღვრის მეთოდები. აღწერილია გაზმომარაგების სისტემების, დანადგარებისა და აღჭურვილობის შერჩევის ძირითადი საკითხები, გაზის ქსელებისა და დანადგარების მუშაობის რეჟიმები, გაზის სანთურების და წნევის რეგულატორების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და კლასიფიკაცია
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენ-ტებისათვის.
უაკ: 6293.113
სახელმძღვანელოში განხილულია როგორც საერთო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზოგადი მოწყობილობა და კლასიფიკაცია, ისე სპეციალიზებული მოძრავი შემადგენლობების სახეები და ზოგადი კონსტრუქციები. იმავდროულად, სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ალტერნატიულ ენერგიაზე (ეთილის სპირტი, წყალბადი, ჰიბრიდული, ელექტრობა) მომუშავე ავტომობილების მოკლე აღწერილობა, მუშაობის პრინციპი და თავისებურებანი.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო სპეციალობის სტუდენტებისთვის. იგი საავტომობილო ტრანსპორტის დარგის მუშაკებსაც გაუწევს დიდ დახმრებას.
უაკ: 65.012.8
სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოებში სანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ცნებები, სამრეწველო საწარმოების, სათავსებისა და მოწყობილობების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, როგორიცაა: ნედლეულისა და მასალების ტრანსპორტი, სასაწყობო მეურნეობა; საწარმოო სათავსები და მოწყობილობა.
სანიტარიული უსაფრთხოების ძირითადი პრაქტიკული ღონისძიებებია: საწარმოო სათავსების რაციონალური დაგეგმარება-განთავსება; სამუშაო ადგილების ორგანიზაცია; სავენტილაციო, განათების, წყალმომარაგების, გაზმომარაგების, გათბობის, საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და მათი უავარიო ფუნქციონირება; მომუშავეების უზრუნველყოფა საყოფაცხოვრებო-სანიტარიული მოწყობილობებით.
მოცემულია კონკრეტული საწარმოების სათავსებში გამოყენებული სავენტილაციო სისტემები, მათი სპეციფიკა, მავნე გამონაბოლქვიდან ჰაერის გაწმენდის საშუალებები და მეთოდები, საწარმოო სათავსების განათების თავისებურებები, განათების როლი ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაში.
აღწერილია საწარმოებში რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო სანიტარიული წესები, გამოსხივების წყაროებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანიტარიულ-ტექნიკური სისტემები, ნარჩენების ჩამარხვის მეთოდები, ასევე სხვადასხვა პროფესიული პათოლოგიის წარმოქმნის მიზეზი, კლინიკური სურათი და თავიდან აცილების პროფილაქტიკური ღონისძიებები.სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, საწარმოო უსაფრთხოების დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 541.64
სახელმძღვანელო მოიცავს მაკრომოლეკულების ფიზიკისა და ქიმიის სასწავლო პროგრამით (სილაბუსით) გათვალისწინებულ ყველა საკითხს. მაკრომოლეკულების სტრუქტურების ფორმირება გავლენას ახდენს მაკრომოლეკულური ნაერთების თვისებებზე, ამიტომ აღნიშნული კურსის მთავარი თეორიული და პრაქტიკული ამოცანაა პოლიმერების ფუნდამენტურ მახასიათებლებსა და თვისებებს შორის კავშირების გამოვლენა, მათი მართვის უნარი პოლიმერების სინთეზისა და გადამუშავების პირობებში, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრული თვისებების მქონე პოლიმერების მიზანმიმართული სინთეზი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, ასევე დახმარებას გაუწევს როგორც ქიმიური, ისე ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სპეციალობის ყველა საფეხურის სტუდენტს, ასევე ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებსა და მეცნიერ-მკვლევრებს, რომლებიც პოლიმერებისა და პოლიმერული მასალების სფეროში მუშაობენ.
უაკ: 502/504
სახელმძღვანელოში განხილულია გარემოს ინჟინერიის ძირითადი თემები, რომლებიც ეყრდნობა ფუნდამენტურ სამეცნიერო და საინჟინრო პრინციპებს. აღწერილია თითოეული თემის თეორიული ასპექტები, გარემოს დაცვასთნ დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები და მეთოდები. ფართოდ არის წარმოდგენილი ვიზუალური მასალა.
დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის საქმიანობის შედეგს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის სისუფთავის ხარისხზე. მოყვანილია უარყოფითი ზემოქმედების შემცირების გზები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, ამ და მომიჯნავე სფეროში მომუშავე სპეციალისტებისა და მეცნიერთათვის.
სახელმძღვანელოში განხილულია დიფუზური წყაროებით გამოწვეული წყლის დაბინძურების მონიტორინგი. აღწერილია მონიტორინგის სისტემების დაპროექტების ხერხები. დიდი ყურადღება ეთმობა მონი-ტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზის მეთოდებს.
განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის განხრით. დიდ დახმარებას გაუწევს წყლის რესურსების მართვისა და მონიტორინგის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებსა და მეცნიერებს.
უაკ: 577
სახელმძღვანელოში განხილულია ბიო- და სამედიცინო სფეროში კვლევის ძირითადი მეთოდების ფართო სპექტრი. ის მოიცავს ორგანიზმის ცხოველქმედების მექანიკური გამოვლენის, სითბოს წარმოქმნისა და თბოცვლის პროცესების, ორგანოების და ბიოლოგიური ქსოვილების ელექტროგამტარობის, ბიოპოტენციალების გამოკვლევის ასპექტებს.
მოცემულია ულტრაბგერითი, მაგნიტოგრაფიული, ფოტომეტრიული, რენტგენული, რადიოიზოტოპური, რადიონუკლიდური კვლევებისა და თერაპიის მეთოდები. განხილულ საკითხთა შეგნებული და გაიოლებული შესწავლის მიზნით, მრავლადაა წარმოდგენილი თემატური ცხრილური მონაცემები, ნახაზები და სურათები.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და სამედიცინო ფიზიკის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.