უაკ: 681.1
განხილულია მიკროპროცესორული სისტემების სტრუქტურული აგების პროგრამების და სისტემების შექმნის საკითხები. ამას გარდა, წიგნი იძლევა საწყის მონაცემებს მიკროპროცესორების გამოყენებისას, აგრეთვე ბაკალავრებს საშუალებას აძლევს როგორ გამოიმუშაონ ჩვევები მიკროპროცესორული სისტემების გამოყენების დროს, რეალურ სამრეწველო მოწყობილობებში. კერძოდ, წიგნში განხილული საკითხები საშუალებას გვაძლევს განხორციელდეს მიკროპროცესორული სისტემების შემადგენელი ელემენტების ფუნქციონირების პრონციპების შესწავლა. განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 681.3
განხილული სამუშაოები ტარდება მიკროსქემების და მიკროპროცესორების გამოსაკვლევი სასწავლო ტიპის სტენდებზე. სამუშაოს შესრულების შემდეგ ბაკალავრი დაეუფლება ლაბორატორიული დანადგარის ცალკეული კვანძების მუშაობის საფუძვლებს, მიკროპროცესორული სისტემების ძირითადი შემადგენელი ელემენტების, ოპერატიული მეხსიერების და ლოგიკური ელემენტების მუშაობის პრინციპებსა და მათი პარამეტრების გაზომვის მეთოდებს. გამოიმუშავებს ინტეგრალური სქემების პარამეტრების გაზომვის და პრაქტიკული მუშაობის ჩვევებს ციფრული ხელსაწყოებისა და ოსცილოგრაფის საშუალებით.განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 004.5
განიხილება პროგრამული აპლიკაციების დეველოპმენტის (გამოყენებითი კომპიუტერული სისტემების დაპროგრამების) საფუძვლები. კერძოდ, შემოთავაზებულია აღნიშნულ დისციპლინაში საკურსო პროექტის შესრულების მეთოდოლოგია და პროგრამული ინსტრუმენული საშუალებები. ასევე სამაგიდო (Windows) და ინტერნეტული აპლიკაციების (Web) აგების ეტაპები და პროცედურები, MsVisual Studio.NET Framework 4.0/4.5 გარემოში, C#, MsAccess, ASP.NET, ADO.NET, HTML/XML პროგრამული ენების და პლატფორმების გამოყენებით. განკუთვნილია ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ (პროგრამული ინჟინერია) სპეციალობის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტებისთვის.
უაკ: 004.9
კომპიუტერული ხედვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის წაკითხული ლექციების საფუძველზე. მასში განხილულია ორგანზომილებიანი გამოსახულებების ციფრული დამუშავებისა და ანალიზის ძირითადი საკითხები.სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ის ასევე საინტერესო იქნება კომპიუტერული ხედვის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 669.33
განხილულია სპილენძის პირომეტალურგიულად წარმოების თეორია და პრაქტიკა. აღწერილია მადნებიდან და კონცენტრატებიდან სპილენძის ამოწვლილვის ძირითადი პროცესების ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები. გადმოცემულია სპილენძის შემცველი ნედლეულების გამოწვის, შტეინებზე დნობის, შტეინების კონვერტირების, ცეცხლოვანი და ელექტროლიტური რაფინირების თანამედროვე და პერსპექტიული მეთოდები, შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების სქემებით. დიდი ყურადღება ეთმობა პირომეტალურგიული წარმოების ეკოლოგიურ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის პრაქტიკულ მეთოდებს.განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურანტურის სტუდენტებისთვის საგნებში – „მეტალურგია“, „ზოგადი მეტალურგია“ და „შესავალი სპეციალობაში-მეტალურგიული ტექნოლოგიის საფუძვლები“, აგრეთვე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალისთვის და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 629.472.7-629.4.077
განხილულია ბეჭდვითი მედიისა და ხელოვნების განვითარების ეტაპები როგორც ევროპაში, ისე საქართველოში. აღწერილია კლასიკური ბეჭდვის ნაირსახეობები და ამ ბეჭდვის მეთოდების შერჩევისას გამოყენებული თანამედროვე, უახლესი პოლიგრაფიული მოწყობილობები მათი მთავარი მექანიზმებით.განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი აგრეთვე საინტერესოა როგორც ამ დარგის მეცნიერი მუშაკებისათვის, ისე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პოლიგრაფიულ მრეწველობასთან.
უაკ: 53.082.1
განკუთვნილია დროის, ხაზოვანი და კუთხური სიდიდეების საზომი ხელსაწყოების დაპროექტების, დამუშავებისა და ექსპლუატაციის შემსწავლელი, ასევე ამ სიდიდეთა გაზომვის პრაქტიკული საქმიანობით დაკავებული მომხმარებლისათვის. განკუთვნილია სტუდენტთათვის, ხელს შეუწყობს მათ იმ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ფორმირებაში, რომელიც აუცილებელია თანამედროვე საგამოცდო სტენდების, საზომი დანადგარებისა და სისტემების არჩევის, დანერგვისა და ექსპლუატაციისათვის პროდუქციის ხარისხის მოცემულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენისას.
მოცემულია ისეთი მექანიკური სიდიდეების გაზომვა, როგორიცაა მასა, ძალა, წნევა და სიმკვრივე, ასევე ყურადღება ექცევა ამ სიდიდეების გაზომვის მეტროლოგიურ უზრუნველყოფას. განკუთვნილია ნედლეულის, მასალების, შუალედური და საბოლოო პროდუქტის ხარისხის განსაზღვრის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული სხვა მკითხველისათვის.
უაკ: 519.21
მოცემულია ავტორთა მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში წაკითხული ლექციებისა და ჩატარებული პრაქტიკული მეცადინეობების მოკლე კონსპექტი. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საგნის პრაქტიკული მასალის გადმოცემაზე. დახმარებას გაუწევს უნივერსიტეტის სტუდენტებს შემთხვევითი მოვლენების კანონზომიერებათა დადგენაში.