უაკ: 744.43
მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ II რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 737
სახელმძღვანელოში განხილულია ფერდობების მდგრადობის პირობები მეწყრული სხეულის ფიქსირებული და არაფიქსირებული ცოცვის ზედაპირიანი ნაირსახეობებისათვის. მოცემულია ფერდობების მდგრადობის შეფასება ჰიდროსტატიკური წნევისა და სეისმურობის გათვალისწინებით, წყალსაცავის სანაპიროს გადამუშავების სქემა, ფერდობების მდგრადობის რაოდენობრივი შეფასება საანგარიშო მაგალითებით. სახელმძღვანელო საშუალებას იძლევა შევაფასოთ ფერდობების მდგრადობის ხარისხი რაოდენობრივ გამოსახულებაში, რაც წარმოადგენს ტერიტორიების საერთო საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
უაკ: 515.681.3
მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ I რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 327.56
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის. მასში თანმიმდევრულად არის გაანალიზებული რუსეთის მიერ საქართველოს ძარცვისა და ეროვნული ჩაგვრის კოლონიური პოლიტიკა, ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლის ხასიათი, მისი მამოძრავებელი ძალები და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის განვითარების საკვანძო საკითხები.
მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ საგამოცდო სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 008
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ბრენდინგის ტექნოლოგიები. მოცემულია სავაჭრო მარკის, ბრენდის, ბრენდინგის, რებრენდინგის განმარტებები. ყურადღება ექცევა ბრენდის იდენტურობას და ბრენდის ღირებულებას. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბრენდის შექმნის, ბაზარზე წინ წაწევის პროცესებს, თანამედროვე მედია- და ბრენდინგ- კომუნიკაციის გამოყენების საშუალებებს. ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები ბრენდის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერების, იმიჯის გაუმჯობესებისა და რეკლამირების ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ავტორი განიხილავს მერჩანდაიზინგის ტექნოლოგიებს, ბრენდსახელმწიფოსა და ბრენდადამიანის შექმნის ხერხებს. მოცემულია რეკომენდაციები რებრენდინგის ჩატარების შესახებ. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისათვის, მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტებისათვის და ამ საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
უაკ: 65
განხილულია კომპანიის (ფირმის) მართვის საკვანძო საკითხები, მისი სახეები საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კონკრეტულად, სამშენებლო ფირმის ფუნქციონირების არსი, მისი ეკონომიკური განვითარების მართვის და დაგეგმვის საფუძვლები, ბიზნეს-გეგმის დამუშავების წესი და მოგების ზრდის ძირითადი ფაქტორები, ფირმის საწარმოო და ფინანსური რესურსები და მისი მუშაობის სამეურნეო შედეგების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები.განკუთვნილია არა მარტო სტუდენტთა ფართო სპექტრისთვის, არამედ დამწყები და უკვე მოქმედი მეწარმეებისთვის, ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული ფართო წრისთვისთვის.
უაკ: 2(02)
წინამდებარე წიგნში განხილულია თანამედროვე ქრისტიანთა სხვადასხვა აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები, როგორ უნდა გადალახოს მორწმუნე ადამიანმა თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევები და დარჩეს თანამედროვედ, ამასთან, შესაბამისობაში იყოს ქრისტეს მცნებებთან. წიგნი განკუთვნილია ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 621.311
ლაბორატორიული სამუშაოები მოიცავს „ელექტრული სადგურებისა და ქვესადგურების ელექტრული ნაწილის“ კურსის ძირითად საკითხებს: სინქრონული გენერატორების მუშაობის რეჟიმებს, კერძოდ, სტატორის დენის აგზნების დენის სიდიდეზე დამოკიდებულებას გენერატორის აქტიური დატვირთვის სხვადასხვა მნიშვნელობის დროს, შიშველი გამტარების გახურების პროცესს ნორმალურ რეჟიმში, გენერატორის სინქრონიზაციის საკითხებს, ტრანსფორმატორის გრაგნილების შეერთების ჯგუფების შესწავლას, დნობადი მცველების მახასიათებლებს და მანაწილებელ მოწყობილობებში ოპერატიული გადართვების საკითხებს. ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების კრებული შექმნილია პროგრამა Visual Basic-ის გამოყენებით, რომელიც იძლევა სამუშაოების ჩატარების საშუალებას, როგორც საუნივერსიტეტო კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ასევე დამოუკიდებლად საკუთარ პერსონალურ კომპიუტერზე. განკუთვნილია ბაკალავრიატისა და უმაღლესი სპეციალური განათლების ელექტროენერგეტიკული მიმართულების სტუდენტებისთვის.