უაკ: 664.1
ნაშრომში განხილულია შაქრების ქიმია, შაქრის წარმოების ლაბორატორიებში გამოყენებული აპარატების აღწერილობა, მათთან მუშაობის წესები და ანალიზის მეთოდები. შაქრის წარმოებისათვის გამოყენებული ნედლეულის, შაქრის ნახევარფაბრიკატის წარმოებისას გამოყენებული დამხმარე ნივთიერებებისა და მზა შაქრის ხარისხის განსაზღვრის მეთოდები. წარმოდგენილია ქიმიურ ლაბორატორიებში მუშაობის უსაფრთხოების და პირველადი დახმარების წესები.
ნაშრომი განკუთვნილია სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე შაქრის წარმოების სპეციალისტებისათვის.
უაკ: 008
განხილულია Atmega 328 მიკროკონტროლერის არქიტექტურა, მისი ძირითადი სტრუქტურა და შინაარსი. ტერმინი „მიკროპროცესორული სისტემა“ გამოიყენება მიკროპროცესორის ან მიკროკონ-ტროლერის ბაზაზე აგებული გამოთვლითი სისტემის აღსანიშნავად. თითოეული აგებულია ნახევრადგამტარიანი კომპონენტების ინტეგრალურ სქემებზე, განსხვავებული ფუნქციითა და არქიტექტურით. ეს არქიტექტურული განსხვავება ზემოქმედებს მიკროპროცესორისა და მიკროკონტროლერის ფუნქციონირების თავისებურებებზე. მიკროპროცესორის ინტეგრალური კორპუსი არ შეიცავს სხვადასხვა პერიფერიას, ისინი კორპუსის გარეთაა. მიკროკონტროლერის შემთხვევაში პერიფერიული მოწყობილობები ჩაშენებულია მოდულის კორპუსში და მათი კავშირი პროცესორთან ხორციელდება შიგა სალტეებით.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის. მასში ჩართულია ცნებები, რომლებიც აუცილებელია კომპიუტერული სისტემების შესასწავლად.
უაკ: 539.3(075.8)
ამოცანების კრებული „მასალათა გამძლეობის“ კურსში შედგება დავალებებისაგან საანგარიშო-გრაფიკული სამუშაოებისთვის ამოხსნილი მაგალითებით და იმ საცნობარო მასალისაგან, რაც აუცილებელია ამოცანების ამოუხსნელად.
კრებული განკუთვნილია სამშენებლო და მანქანათმშენებლობის სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
უაკ: 573.21
მეთოდიკურ მითითებაში განხილულია კომპიუტერთან მუშაობისა და LabVIEW პროგრამის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებელია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად, ელექტრული კაბელის პირველადი პარამეტრებისა და დაზიანებამდე მანძილის გასაზომად. აღნიშნულ პროგრამაში M... მოდულების სახით წინასწარ აგებულია შესაბამისი ვირტუალური ხელსაწყოები. ამ მოდულებიდან სტუდენტი იმ მოდულს ხსნის, რომლის შესაბამისი დავალებაც მისცა მასწავლებელმა და ინსტრუქციის მიხედვით ვირტუალურად ატარებს გაზომვებს. მოყვანილია 10 სამუშაოს მოკლე თეორიული აღწერა, სამუშაოს ვირტუალურად ჩატარების თანამიმდევრობა, სამუშაოს საწყისი მონაცემების 10 ვარიანტი და სამუშაოს ჩატარების შემდეგ შესაბამისი ოქმის გაფორმების წესი.
განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ტელეკომუნიკაციის დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 621.3.078
დამხმარე სახელმძღვანელოში მიმოხილულია ლოკალური მართვის სისტემები; მათი დანიშნულება და კლასიფიკაციის ნიშნები; მიმყოლი ავტომატური რეგულირების სისტემის დაგეგმარებისთვის აუცილებელი აპარატურა და ტექნიკური მოწყობილობები, მოქმედების პრინციპი, მათემატიკური მოდელები, სტატიკური მახასიათებლები და სხვა; ავტომატური რეგულირების სისტემის აგების პრინციპები; მართვის სისტემის მდგარადობის და სინთეზის ამოცანები, მათი გადაჭრის ხერხები. მოიცავს ავტომატური რეგულირების სისტემის დაგეგმარებისთვის აუცილებელ ეტაპებსა და შესაბამისს გამოთვლებს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ავტომატური მიმყოლი სისტემის დაგეგმარებისა და შესაბამისი საკურსო პროექტის შემუშავებითვის.
უაკ: 646.7/687.55
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კოსმეტიკა და მის წინაშე არსებული გამოწვევები, თანამედროვე კოსმეტიკის მიღწევები, სხვადასხვა მეთოდი, მათი მოქმედება და შესაძლო რისკები. განკუთვნილია სხვადასხვა საგანმანათლებლო ეტაპის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის. გარდა ამისა, საინტერესო და ინფორმაციულია მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კოსმეტიკით და მასთან დაკავშირებული პრობლემებით.
უაკ: 638.244
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა სტრატეგიული მენეჯმენტი, სტრატეგიული დაგეგმვა და მარკეტინგი. მასში განხილულია: კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, კონკურენტული გარემოს შეფასება, ბაზრის კვლევა, სტრატეგიული პრიორიტეტების ფორმირება, პერსონალის მენეჯმენტი, კორპორატიული ეთიკა და ა.შ.
ჩამოყალიბებულია ფირმის შიგა და გარე გარემოზე მოქმედი ფაქტორები და მათი გავლენა საწარმოს ფუნქციონირებაზე, ასევე სტრატეგიული ამოცანების პროგნოზირების მეთოდები; დარგობრივი და კონკურენტული გარემოს ანალიზი; სტრატეგიული გეგმების შემუშავების, კონტროლისა და რელიზაციის მეთოდები; სტრატეგიული გეგმების ცვლილებათა ანალიზისა და კორექტირების საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო პასუხობს „სამეწარმეო ბიზნესის“ პროგრამაში შეტანილი საგნის „სტრატეგიული მენეჯმენტი“ სილაბუსის საკითხებს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
უაკ: 621.33
დამხმარე სახელმძღვანელოს მიზანია ელექტრული წევის საკითხებთან დაკავშირებული სასწავლო კურსის შესწავლისას მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება.
შემოთავაზებულია მარტივი ანალიზური მეთოდი. წევის და სამუხრუჭო არაწრფივი მახასიათებლები აპროქსიმაციის საშუალებით შეგვიძლია შევცვალოთ ოპტიმალური ანალიზური გამოსახულებებით. შედეგად მიღებული ანალიზური გამოსახულებები შევიტანოთ კომპიუტერში და ვიპოვოთ ნებისმიერი ჩვენთვის საინტერესო სიდიდე.
დამხმარე სახელმძღვანელო ითვალისწინებს სატვირთო მატარებლისათვის წევის გაანგარიშების სრული მოცულობის შესრულებას მუდმივი და ცვლადი დენის ელექტრომავლებით წევაში. გაანგარიშებას ექვემდებარება ელექტრომავლის წევითი მახასიათებლები, მატარებლის მასა, მოძრაობის სიჩქარე და დრო, ელექტროენერგიის ხარჯი მატარებლის წევაზე, წევის ძრავების გახურების ხარისხი. მატარებლის მოძრაობის მრუდები სტუდენტმა ორჯერ უნდა ააგოს რკინიგზის შუალედურ სადგურებში გაჩერების გათვალისწინებით.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა „ტრანსპორტის“ მაგისტრანტებისათვის, ასევე ხელს შეუწყობს მატარებელთა წევის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 681
განხილულია კვების საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის ხელსაწყოების პრინციპული სქემები. აღწერილია მათი მოქმედების პრინციპი და გამოყენების ადგილი; წარმოდგენილია ავტომატიზაციის ხელსაწყოებისა და საშუალებების კვების საწარმოთა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე დამონტაჟების და მართვის სქემები.
წიგნი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის, საკვები პროდუქტების წარმოება-გადამუშავებისა და სამაცივრო მოწყობილობების საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; ის შეიძლება აგრეთვე გამოიყენოს ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტმა და დოქტორანტმა.