უაკ: 66
ეკოლოგიური უსაფრთხოება და უნარჩენო ტექნოლოგია, დედამიწაზე მიმდინარე პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება სტუდენტების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მთელ რიგ საკითხებში.
დამხმარე სახელმძღვანელოში, „სამრეწველო წარმოებების უნარჩენო ტექნოლოგია“, განხილულია სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნისა და მათი გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების საფუძვლები. კერძოთ, მყარი ნარჩენების გადამუშავების ჰიდროდინამიკური პროცესები, თბომცვლელი პროცესები, თერმული მეთოდები, დიფუზიური პროცესები, ქიმიური და ბიოქიმიური პროცესები. აგრეთვე, ზოგიერთი თხევადი ნარჩენის გადამუშავების ხერხი, ბიოგაზის მიღების და გამოყენების ხერხი. მსოფლიო პრაქტიკაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ტენდენციები.
დამხმარე სახელმძღვანელო, დაეხმარება, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს და ინჟინრებს, აგრეთვე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს და მაგისტრანტებს - ნარჩენების მართვის, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების და წარმოების განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლასა და გამოყენებაში.
უაკ: 62/53
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია გავლილ სალექციო მასალასთან დაკავ-შირებული საკითხები, და საშუალებას იძლევა, შეჯამდეს მიღებული ცოდნის ის მინიმუმი, რომელიც საჭიროა დასმული ამოცანის გადასაწყვეტად. განხილულია ასევე ისეთი საკითხებიც, რომელიც ეხება ზოგადი, ატომური, ოპტიკური, ქვანტური, მყარი სხეულებისა და დიფრაქციულ ფიზიკას. თეორიული ამოცანების გარდა, მოცემულია ლაბორატორიაში ჩასატარებელი პრაქტიკული სამუშაოებიც.
განკუთვნილია საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. ასევე გამოადგება, მასალათმცოდნობითა და მასალათა ინჟინერიით დაინტერესებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 551.343
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მეწყრული ფერდობების მდგრადობის გაანგარიშების სხვადასხვა მეთოდი პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე.
ისეთი მთაგორიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ფერდობების მდგრადობის სწორად შეფასების საკითხი რაციონალურ მიდგომას მოითხოვს, რამდენადაც საინჟინრო ნაგებობების მეტი ნაწილი დანაწევრებული რელიეფის პირობებში შენდება. საქართველოს ტერიტორია აქტიური მეწყრული მოვლენების გავრცელების რეგიონია. მეწყრების გააქტიურებასთანაა დაკავშირებული ეკომიგრანტების დიდი რაოდენობა ისეთი მთიანი რაიონებიდან, როგორიცაა სვანეთი, რაჭა, აჭარა. ფერდობების მდგრადობის შეფასების მეთოდები ობიექტების მაგალითზე უზრუნველყოფს ანგარიშის მაღალ სიზუსტეს და პროცესის განვითარების პროგნოზის შესაძლებლობას. მოცემულია მასალა ემყარება სადღეისოდ ამ დარგში არსებულ სამამულო და უცხოურ გამოცდილებას.
განხილულია მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა საინჟინრო გეოდინამიკის განხრით კარგ სამსახურს გაუწევს როგორც სტუდენტებს, ისე ამ ხაზით მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 007.62
უაკ: 693.9.624.042.7
წარმოდგენილ ნაშრომში მოცემულია რკინაბეტონის კარკასული შენობის გაანგარიშების მაგალითი სეისმურ ზემოქმედებაზე; დადგენილია ჩარჩოზე მოქმედი სეისმური ძალა; განსაზღვრულია სვეტში აღძრული ძალვები (M, N) სეისმური ძალის გათვალისწინებით; შერჩეულია სვეტის გრძივი მუშა არმატურის კვეთი. მოყვანილია დანართები მოქმედი სამშენებლო ნორმატივებიდან სეისმური რაიონებისათვის.
ნაშრომი განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტე-ბისათვის; ასევე დახმარებას გაუწევს ინჟინერ-დამპროექტებლებსა და ინჟინერ-პრაქტიკოსებს.
უაკ: 664.7
სალექციო კურსში წარმოდგენილია მარცვლეულის გადამამუშავებელი მრეწველობის თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგია. განხილულია ამ საწარმოებში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები, მოწინავე ტექნოლოგიური მოწყობილობები, მათი ეფექტურად მუშაობის და ექსპლუატაციის მეთოდები.
ნაშრომი განკუთვნილია საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებსაც. გარდა ამისა, წარმოდგენილი სალექციო კურსით შესაძლებლია ისარგებლონ სასურსათო ტექნოლოგიის სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებმა და დარგის სპეციალისტებმა.
უაკ: 664.143
სალექციო კურსში წარმოდგენილია სასურსათო ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობები, მათი კლასიფიკაციები ფუნქციური ნიშნით. განხილულია მოწყობილობათა სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები, აგრეთვე ცალკეული მუშა ორგანოების კონსტრუქციები, მოწყობილობათა კინემატიკური, ძალოვანი და თბური გაანგარიშების საფუძვლები.
ნაშრომი განკუთვნილია საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის მაგისტრატურისა და პროფესიული განათლების სტუდენტებს. საინტერესო იქნება კვების მრეწველობის შესაბამისი დარგის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და სპეციალისტებისათვის.
უაკ: 656.21(075)
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სამგზავრო და სამგზავრო-ტექნიკური სადგურების კლასიფიკაცია და ძირითადი ტექნიკური აღჭურვილობის განლაგების პრინციპები. მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი სადგურების სალიანდაგო განვითარების სქემებს, მათი მუშაობის ტექნოლოგიებს, ლიანდაგთა პარკების ყელების თანამედროვე კონსტრუქციების შემუშავებას.
განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის სპეციალობის ბაკალავრებისათვის. ასევე გამოადგება რკინიგზის სადგურებისა და კვანძების დაპროექტების დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს და სარკინიგზო სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებს.
უაკ: 69.057.7
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია შიგასაწარმოო ტრანსპორტის სისტემები, უწყვეტი და პერიოდული ქმედების, ასევე სპეციალური დანიშნულების შიგასაწარმოო სატრანსპორტო მანქანები და მოწყობილობები.
მოცემულია პნევმატიკური სატრანსპორტო დანადგარების მუშაობის თეორიის საფუძვლები, პნევმატიკურ დანადგართა ტიპური ელემენტები, უნივერსალური ბურბუშელას გამწოვი პნევმატიკური სატრანსპორტო დანადგარი მუდმივი კვეთის მაგისტრალური მილით და უნივერსალური კოლექტორ-შემკრე-ბით. მოცემულია გაანგარიშების მაგალითები.
განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.