უაკ: 667
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სტუდენტთა პრაქტიკის ერთგვარი ანგარიში იმ ობიექტის შესახებ, სადაც პრაქტიკის პერიოდში მრავალმხრივი და ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, ძირითადი კორპუსის რკინაბეტონის მონოლითური კარკასის აგების პარალელურად ხდებოდა კინო და ტელე გადაღების პავილიონის მონტაჟი ლითონის ასაწყობი კონსტრუქციებისგან. ამან სტუდენტებს საშუალება მისცა უფრო ღრმად გაცნობოდნენ მონოლითური, რკინაბეტონის და ლითონის კონსტრუქციების სამუშაოების წარმოებას.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო სფეროს სპეციალისტებისათვის.
უაკ: 621.81
მოცემულია მანქანათა ნაწილებისა და მანქანის შემადგენელი კონსტრუქციების გაანგარიშების თანამედროვე მეთოდები სიმტკიცეზე, ხანგამძლეობაზე, ცვეთამედეგობაზე, საიმედოობასა და დინამიკური მდგრადობის სხვა მახასიათებლებზე, რაც მანქანის დაპროექტებისა და გამოცდის პროცესის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.
განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.143
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების მრეწველობის საწარმოთა ნაკადური ხაზების აგების თეორიული საფუძვლები, ხაზების კლასიფიკაცია და სტრუქტურა, ტექნოლოგიური ხაზების განვითარების მეცნიერული საფუძვლები, ნაკადური ხაზების შემადგენელი ელემენტები და მათი თეორიული დასაბუთება.
განკუთვნილია კვების მრეწველობის პროფილის სპეციალობების მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე დარგის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და სპეციალისტებისათვის.
უაკ: 621.31
სალექციო კურსში განხილულია ენერგიის ელექტრომექანიკური გარდამქმნელების ფიზიკური და თეორიული საფუძვლები. მოცემულია: ელექტრომექანიკის ძირითადი კანონები და პრინციპები; ელექტრული მანქანების კლასიფიკაცია; სტრუქტურული მოდელი და მუშაობის ძირითადი რეჟიმები. ასევე ელექტრული მანქანების და ტრანსფორმატორების ძირითდი სახეები, მათი კონსტრუქციული შესრულება, მართვის პრინციპები, გრაგნილების ძირითდი სახეობები, ელექტრომექანიკურ გარდამქმნელებში გამოყენებული მასალები.
გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 662
უაკ: 513.8;621.01
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საკურსო სამუშა-ოები შემდეგ საგნებში: მანქანათა ნაწილები, ტექნიკური მექანიკა, მმთ და მანქანათა ნაწილების საფუძვლები და მანქანათა კონსტრუირების საფუძვლები.
განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის.
უაკ: 629.45/46(075)
მეთოდურ მითითებაში აღწერილია საკურსო პროექტის სტრუქტურა და შინაარსი, წარმოდგენილია დასაპროექტებელი ვაგონების კვანძებისა და დეტალების მასისა და ზომების ძირითადი საცნობარო მონაცემები, ასევე მოცემულია სათანადო რეკომენდაციები საკურსო პროექტის შესასრულებლად და გაანგარიშებების ჩატარების თანამიმდევრობა, გაანგარიშებებში თანამდეროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა და გრაფიკული ნაწილის შესრულება AutoCAD-ში. ცხრილის სახით მოცემულია ინდივიდუალური დავალებების ვარიანტები (ვაგონების კონსტრუქციების მიხედვით).
საკურსო პროექტის შესრულება სტუდენტს დაეხმარება შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ვაგონებისა და მისი კვანძების დაპროექტებისა და მშენებლობის სფეროში, შეისწავლოს მათი მოწყობილობა და მუშაობა, ასევე აითვისოს ვაგონების ცალკეული კვანძების სიმტკიცეზე გაანგარიშების ძირითადი მეთოდები.
გამოცემა განკუთვნილია „ტრანსპორტის“ ინჟინერიის (კონცენტრაცია - „სარკინიგზო ტრანსპორტის“ ინჟინერია) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 030.8:624
ლექსიკონი შეიცავს ტერმინებსა და ცნებებს, რომლებიც ეხება მშენებლობასა და მის მონათესავე მიმართულებებს: არქიტექტურა, ხუროთმოძღვრება, საკულტო და საერო ნაგებობები, წყლის ინჟინერია, მენეჯმენტი, ეკონომიკა, უსაფრთხოება, სეისმომედეგობა, საგანგებო სიტუაციები, სამშენებლო მანქანები და სხვ.
ლექსიკონი საცნობარო ხასიათისაა და განკუთვნილია სამშენებლო სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისა და სტუდენტთა ფართო წრისათვის.
უაკ: 72.017
В данной работе последовательно передаётся краткая история развития науки о цвете. А также теоретические вопросы, необходимые для анализа концептуальных теорий цвета: основные закономерности восприятия цвета; физиологическое, психологическое и оптическое воздействие цвета на человека; физическая природа цвета и т.д. Описана теория цвета по времени года и приведены примеры ее применения на практике.
В ходе лекций большое внимание уделяется типологии цветовой гармонии, принципам ее использования в дизайне и роли цвета в композиции различных предметов дизайна - вопросам цветового решения, как в интерьере, так и в городской среде.
Издание предназначено для студентов, изучающих архитектуру и дизайн, а также для всех тех, кто интересуется вопросами цвета.