უაკ: 65.012.12
დამხმარე სახელმძღვანელოში „ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბუნებრივი ობიექტების მონიტორინგში“ განხილულია: ატმსფეროში გაბნეული მავნე კომპონენტების და მტვრის მონიტორინგი, ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების სინჯის აღებისა და ანალიზის მეთოდები, ასევე ნიადაგის დამუშავებისა და შედგენილობის განსაზღვრის მეთოდები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიის, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 76:741/744
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საინჟინრო გრაფიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემის – ზედაპირების თანაკვეთის წირის აგების მეთოდები, რაც ახსნილია სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მაგალითებით, თან ერთვის ამოცანების ვარიანტები. წინამდებარე ნაშრომი დაეხმარება სტუდენტებს ამ თემის საფუძვლიანად შესწავლაში, აგრეთვე საკონტროლო სამუშაოების შესრულებაში როგორც საინჟინრო გრაფიკაში, ისე მანქანათსაშენ ხაზვაში. წიგნი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა ტექნიკური სასწავლებლების, მათ შორის პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისათვის.
უაკ: 72
მეთოდურ მითითებებში მოცემულია საკურსო პროექტების მოცემულობები და მასთან დაკავშირებული განმარტებები. განკუთვნილია ლანდშაფტის არქიტექტურის სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის და, კერძოდ, პროექტირების სწორად წარმართვისათვის.
უაკ: 681.3
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ლაბორატორიული სამუშაოების კურსი საგანში „მართვის თეორია 1“, რომელშიც შესწავლილია მართვის თანამედროვე სისტემის ანალიზისა და სინთეზის მეთოდები, განხილულია როგორც გახსნილი, ისე შეკრული წრფივი სისტემები; მოცემულია მათი შედარებითი ანალიზი; გამოყენებულია ასეთი ობიექტების ავტომატური კვლევის კომპიუტერული სისტემა Matlab/Simulink-ი. განხილულია მდგრადობის და თვისებრიობის საკითხები.წიგნი გათვლილია მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის. ის საჭირო დახმარებას გაუწევს მართვის სპეციალისტებს: სტუდენტებს, ინჟინრებს, მაგისტრანტებს და სხვებს, ვისაც სურვილი გაუჩნდება დაეუფლოს მართვის თანამედროვე თეორიას.
უაკ: 621.384
დამხმარე სახელმძღვანელო „ელექტრონული კომუნიკაციის ლინგვისტური თავისებურებანი“ განეკუთვნება ინგლისური ენის მასალაზე ურთიერთობის ახალ ფორმას – ელექტრონული დისკურსის შესწავლას. თემა აქტუალურია, რადგან ვერბალური კომუნიკაცია, ზოგადად ინტერნეტში, კერძოდ ჩატში, სულ უფრო მასობრივ ხასიათს იძენს და სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფს მოიცავს. კვლევის მასალად აღებულია ინგლისურენოვანი ინტერნეტ-საიტებიდან კოპირებული ჩატების ფრაგმენტები. ელექტრონული კომუნიკაციისა და ვერბალური კომუნიკაციის ტრადიციულ ფორმებს შორის, ხშირად შეინიშნება ურთიერთქმედება და ურთიერთშეღწევა. წიგნში აღწერილია ინგლისურ ენაზე ელექტრონული დისკურსის ინსტრალინგვისტური სპეციფიკა; ასევე, იმ ენობრივი თავისებურებების გამოვლენა, რომელიც როგორც მეტყველების განხორციელების ხერხით, ისე ინგლისური ენის სისტემის სპეციფიკით არის განპირობებული. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც ინგლისური ენის სპეციალიტებს, ისე ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 656.13.02
დამხმარე სახელმძღვანელოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე განხილულია მსოფლიოსა და საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობა, ასევე მისი ამაღლების გზები და საშუალებები.განკუთვნილია როგორც საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისათვის, ისე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
Microsoft Visual Studio C# პროგრამული გარემო კომპიუტერული პროგრამების დამუშავების საკმაოდ პოპულარული საშუალებაა. დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა შინაარსის მაგალითები, რომლებიც შედარებით უფრო ხშირად გვხვდება პრაქტიკაში. აღწერილია ფორმის მართვის ელემენტები: დიალოგური ფანჯარა, ტექსტური ველი, მონიშვნა, ღილაკები, მზა კომპონენტების ვიზუალური შესაძლებლობები, მონაცემთა შეტანა/გამოტანის უზრუნველყოფა, გრაფიკული მონაცემების რედაქტირება და სხვა. ნაშრომში განხილული მასალა მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ენითაა დაწერილი. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამწყები პროგრამისტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მაგალითები და ამოცანები Microsoft Visual Studio C/C++ გარემოში შესასრულებლად. ამოცანების მნიშვნელოვან ნაწილს თან ერთვის ამოხსნა და მითითებები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ნაშრომი გარკვეულ სარგებლობას მოუტანს დაპროგრამების შესწავლის ნებისმიერ მსურველს.
უაკ: 65.015.13
სახელმძღვანელოში განხილულია წყლიანი გამონაცემები და ნახარშები, როგორც წამლის გარკვეული ფორმა, რომელიც წარმოადგენს მცენარეული ნედლეულისაგან მიღებულ წყლიან გამონაწვლილს. ისინი მიღებიან მცენარის სხვადასხვა ნაწილებიდან მოქმედ ნივთიერებათა წყლის გამოწვლილვით.სამედიცინო მიზნებისათვის მათ უძველეს დროიდან იყენებენ, ამასთან ხალხურ მედნიცინაში გამოყენებული ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. წყლიანი გამონაცემები გამოიყენება, როგორც შიგნით მისაღებად, ასევე გარეგანი მოხმარებისთვის. ხშირად წამლის ეს ფორმა გამოიწერება, რთული შედგენილობის მიხედვით, რომელიც თავსებადია სხვა სამკურნალწამლო ნივთიერებებთან (მიქსტურებში, გამოსავლები და საფენების სახით და სხვა).წყლიან გამონაცემებს და ნახარშებს ექსტემპორალურ რეცეპტურაში (სააფთიაქო პირობებში) უჭირავს 10%-ი.წყლიანი გამონაცემების დასამზადებლად, საწყის ნედლეულად გამოყენებულია მცენარის სხვადასხვა ორგანოები (ფესვი, ფესურა, ქერქი, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი და სხვა).ამჟამად მოქმედი სახელმწიფო ფარმაკოპეიების X და XI გამოცემების მიხედვით, ზოგიერთი წყლიანი გამონაცემი შეიძლება მომზადდეს, სპეციალურად ამ მიზნით დამზადებული სქელი და მშრალი გამონაწვლილების წყალში გახსნით.სახელმძღვანელო შედგენილია ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამისა და სახელმწიფო ფარმაკოპეის მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი №1).წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სააფთიაქო დარგის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის.