უაკ: 697.4(075)
სახელმძღვანელო ეძღვნება წყლით გათბობის ენერგოეფექტური სისტემების დაპროექტების, მუშაობის და მომსახურების საკითხებს. ის შედგენილია წამყვანი დასავლური კომპანიების ტექნოლოგილიური ნოვაციებისა და გამოცდილების საფუძველზე; განკუთვნილია ენერგეტიკული პროფილის სტუდენტების, პრაქტიკოსი ინჟინრებისა და გათბობის სისტემების მომსახურე პერსონალისთვის.
უაკ: 657.1+657.3](075.8)
საქართველოს ეკონომიკის საბაზრო ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად და ბიზნესის მართვის ფუნქციების წარმატებით შესრულებისათვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად საბუღალტრო საქმის შემდგომი სრულყოფა და მეწარმეობის პრაქტიკაში მისი ცივილიზებული განვითარება-დამკვიდრება გვევლინება, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის აღორძინებისათვის.ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი სრულყოფა კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში არსებით როლს შეასრულებს წინამდებარე სახელმძღვანელო.სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირების ფუძემდებლური პრინციპები, ფინანსურ მენეჯმენტში ეკონომიკური ინფორმაციების მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები.სახელმძღვანელო ორიენტირებულია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. ასევე სასარგებლო იქნება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის ეფექტიანი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
უაკ: 621. 56/57
წარმოდგენილ სახელმძღვანელოში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია იმ თანამედროვე სამაცივრო მოწყობილობების სახეებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში და მზადდება ამ სფეროში მსოფლიოს წამყვანი ფირმების მიერ. მესამე თავში სხვადასხვა სამაცივრო ციკლების თერმოდინამიკური უზრუნველყოფის პარამეტრების განხილვისას მოყვანილია ცნება „გარდაქმნის კოეფიციენტი“ - COP (coefficient of performans), რომელიც ბოლო წლებში გამოყენებულია მსოფლიო ტექნიკურ ლიტერატურაში. სწორედ ამ ცნების საფუძველზეა განხილული სამაცივრო ციკლები, რომელიც უფრო ხშირად რეალიზდება სამაცივრო მოწყობილობებში. მეოთხე თავში აღწერილია თანამედროვე საოჯახო მაცივრებისა და საყინულეების კონსტრუქციების დიდი კლასი, რომელიც შეიცავს ისეთ სისტემებს, როგორებიცაა NO FROST და SUPER რეჟიმები. ცალკეული პარაგრაფების სახითაა განხილული ამ მოწყობილობების ელექტრომომარაგება და ავტომატიზაცია. აგრეთვე განხილულია ენერგეტიკული ეფექტურობის ამაღლების საკითხები, რაც წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბის სერიოზულ პრობლემას. მეხუთე თავში (სავაჭრო სამაცივრო მოწყობილობები) ტრადიციული ვიტრინების, დახლებისა და კარადების გვერდით მოყვანილია აგრეთვე ამ სახის თანამედროვე მოწყობილობები: ყინულის გენერატორები, წვენის გამაცივებლები, რბილი ნაყინის მწარმოებელი აპარატები, ღვინის სადემონსტრაციო და სავაჭრო კარადები, სკივრის ტიპის მაცივრები, ბონეტები, ლარები და ა.შ. თავის ბოლოს განხილულია ასაწყობი სამაცივრო კამერები, მათი თბური გაანგარიშება და კამერის საჭირო მოცულობის ანგარიში. ეს თავი ფართოდაა ილუსტრირებული. მეექვსე თავში შეტანილია კლიმატური კამერები და ჩილერები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში (საგამოცდო ცენტრები, ფიტოტრონები), ჰაერის კონდიცირებისთვის (სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, საზღვაო ტრანსპორტი), კვების მრეწველობის გადამამუშავებელ საწარმოებში და ა.შ. აგროსამრეწველო კომპლექსში სიცივის მოხმარების ცალკეული საკითხი განხილულია მეშვიდე თავში. აქ მოცემულია ტექნოლოგიური პროცესები და სხვადასხვა ეტაპზე დაბალი ტემპერატურის გამოყენების საკითხი ნაყინისა და პელმენის წარმოების მიხედვით და ფრინველის ფაბრიკის მაგალითებზე. აქვე მოცემულია სამაცივრო მოწყობილობების შესარჩევად საჭირო გაანგარიშების მაგალითები. სახელმძღვანელოს ბოლოს ახლავს დანართები, რომლებიც მოიცავს ალტერნატიული სამაცივრო აგენტების მახასიათებლებს, ასევე სამაცივრო სქემების შესადგენად საჭირო თანამედროვე პირობით აღნიშვნებს. განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე ამ სფეროში მოღვაწე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.
უაკ: 628.741:621.643.038
სახელმძღვანელოში მოცემულია ნავთობაირის კვლევების, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების, ტრანსპორტირებისა და შენახვის, ჭაბურღილის ბურღვის, სარეწაო გეოფიზიკური უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები. ჩამოყალიბებულია სითხისა და აირის მოძრაობის აღწერის ძირითადი პრინციპები, გაანალიზებულია მოსალოდნელი უბედური შემთხვევების თავიდან აცილების გზები ნავთობსარეწი მექანიკის ამოცანების თავისებურებათა გათვალისწინებით (კერძოდ, ნავთობსადენების ჰიდრავლიკური გაანგარიშებებისა). მოიცავს ცნობებს დინამიკური და მოცულობითი ჰიდრომანქანების-ტურბობურღების, ტუმბოების, ჰიდროამძრავების, დგუშიანი, როტორული და დინამიკური კომპრესორების შესახებ. სახელმძღვანელო შედგენილია ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ბურღვის ტექნოლოგიის, ნავთობისა და აირის საბადოების დამუშავება და ექსპლუატაცია და ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების დაპროექტება და ექსპლუატაციის სპეციალობათა სტუდენტებისათვის. ასევე ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის. წინამდებარე სახელმძღვანელო ზემოთ აღნიშნული სპეციალობებისათვის პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე, ამდენად იგი არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან. ყოველგვარი საქმიანი შენიშვნა და რჩევა დიდი მადლიერების გრძნობით მიიღება ავტორების მიერ და გაითვალისწინება შემდგომ გამოცემაში.
უაკ: 338.45:622
სახელმძღვანელოში განხილულია ახალ ეკონომიკურ პირობებში სამთო საწარმოთა მენეჯმენტის არსი, მათი მართვის თანამედროვე პრინციპები, მეთოდები და ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების თავისებურებანი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში; გაანალიზებულია ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ საწარმოს სამეურნეო საქმიანობასა და მართვის ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე; გადმოცემულია საწარმოო მენეჯმენტის მეთოდური საფუძვლები და მისი პრაქტიკული გამოყენების რეკომენდაციები. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სამთო-გეოლოგიური და მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისათვის, დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 539. 3
შედგენილია იმ სილაბუსის მიხედვით, რომელიც შეიცავს ამ საგნის ძირითად საკითხებს. უხვადაა ილუსტრირებული, რაც მკითხველს საკითხების უფრო ნათლად წარმოდგენის საშუალებას აძლევს. შესაბამისი თემების შეუცდომლად აღქმისათვის და მასალის სწორად გააზრების მიზნით ყოველი თავის დასასრულს დართულია კითხვა-პასუხები. შედგება შვიდი თავისაგან. განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის.
უაკ: 330.1
სახელმძღვანელოში საუბარია ეკონომიკის არსსა და მის ძირითად მნიშვნელობაზე, რაც დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ცხოვრებისა და უმუშევრობის დონეზე, ეროვნულ შემოსავალზე, ფულად-საკრედიტო სისტემის სიმყარესა და ჯამში ქვეყნის სიძლიერეზე. სახელმძღვანელოს მიზანია დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკის ძირითადი პრინციპები. წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 82.03
The textbook Theory and Practice of Translation represents a course of lectures and texts for translation for post-graduate students at the Department of Informatics. This textbook was written on the basis of the material gathered by the author during many years of work at the Department of Informatics at Georgian State Technical University. The first part of the textbook–Theory of Translation–consists of 15 lectures on the issues essential for the theory of translation teaching translation principles and methodology. The course of lectures is based on Peter Newmark`s A Textbook of Translation written for post-graduate students. The theoretical part of the textbook may be used for post-graduate students of all departments while teaching the theory of translation. In the second part of the textbook–Practical Course in Translation–are given texts for translation at the Department of Informatics (for 15 practical studies). The texts for translation have been selected together with post-graduate students during several years of work. All texts are followed by three–language vocabulary and a list of essential for translation definitions. The third part of the textbook consists of English–Georgian–Russian Vocabulary of special terms and necessary for the translation list of acronyms and definitions. Finding Georgian and Russian equivalents for special English terms in one of the fastest developing fields of science represented one of the main goals for the author. The vocabulary consists of 623 words. The author is especially thankful to the post-graduate students at the Department of Informatics George Piriashvili, Irakli Shalikashvili, Dmitri Gasparian, Lasha Tsomaia, Zurab Dadiani and Tariel Mchedlishvili for their help and cooperation in finding Georgian and Russian equivalents for special terms and their specification.
უაკ: 621.565
სახელმძღვანელოში განხილულია სამაცივრო დანადგარის დასაპროექტებლად საჭირო საწყისი მონაცემები; აღწერილია მისი სამშენებლო-საიზოლაციო კონსტრუქციები და თბოიზოლაციის გაანგარიშება, სივრცითი დაგეგმარების პირობები; მაცივრისათვის კომპრესორის, საორთქლებლის, კონდენსატორისა და დამხმარე მოწყობილობების შერჩევის მეთოდიკა; სამაცივრო დანადგარის სქემის შერჩევისა და დაპროექტების საფუძვლები. წიგნი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, სამაცივრო დანადგარების, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სისტემების სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; გამოადგებათ ამავე პროგრამის შემსწავლელ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.