უაკ: 621.577
სახელმძღვანელოში მოცემულია თბური ტუმბოს თეორიული საფუძვლები. განხილულია მისი მუშაობის პრინციპი, თბურ ტუმბოში გამოყენებული სამაცივრო ციკლები და მათი განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები, მუშა სხეულები და მასალები. აღწერილია თბური ტუმბოს მართვის ხელსაწყოები; მისი შეზეთვის საკითხები და ხმაურის პრობლემები; განხილულია მისი საიმედოობისა და მომსახურების საკითხები. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ენერგეტიკის (თბოენერგეტიკა), კვების ინდუსტრიის (სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკა) და სამშენებლო ინჟინერიის (თბო-აირმომარაგება) სფეროს ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 664.012
სახელმღვანელოში განხილულია კვების საწარმოების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების პრინციპული სქემები, აღწერილია მათი მოქმედების პრინციპი და გამოყენების ადგილი, მოცემულია ავტომატიზაციის ხელსაწყოებისა და საშუალებების კვების საწარმოთა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე დამონტაჟებისა და მართვის სქემები. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის, კვების ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შეიძლება აგრეთვე გამოიყენონ ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.
უაკ: 681.3.001:621.396.6
სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული აპარატურის ავტომატიზებული დაპროექტებისათვის გამოყენებული ორი პროგრამა Multisim-ი და Ultiboard-ი, აგრეთვე მოყვანილია ზოგადი ცნებები ავტომატიზებული დაპროექტების შესახებ. ელექტრონული მოწყობილობების სქემების დასახაზად და მუშაობის სიმულირებისათვის გამოყენებული პროგრამა Multisim-ის აღწერისას ნაჩვენებია როგორ ხდება ფორმატის (ფურცლის) ზომების, პარამეტრების და ოფციების შერჩევა, ძირითადი წარწერების სხვადასხვა ენაზე და ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად გაფორმება, კომპონენტების მონაცემთა ბაზებით სარგებლობა. განხილულია კომპონენტების ძირითადი სახეობები და პარამეტრები, სქემის შედგენის ზოგადი წესები. Electronics Workbench-ში შექმნილი ელექტული სქემების ხაზვის პროგრამებთან ინტეგრირებული სამონტაჟო ფირფიტების კონსტრუქტორი პროგრამის Ultiboard-ის აღწერისას განხილულია ელექტრონული კომპონენტების ჯგუფები, ელექტრონული ანაწყობების შესაძლო სტრუქტურები, ციფრული მიკროსქემების ტიპები და ზომები, ნაბეჭდი სამონტაჟო ფირფიტის სახეები, ზომები, მასალები. ნაჩვენებია როგორ ხდება სამონტაჟო ფირფიტის გამოტანა ნახაზზე, აკრძალვის ზონის გამოყოფა, ელემენტების გადაადგილება და ორიენტირება, ტრასირება, სამონტაჟო ფირფიტის პროექტის ფენების ამობეჭდვა, სხვადასხვა ელემენტის შექმნა, რომლებიც არ შედის მონაცემთა ბაზაში, აგრეთვე პროექტის ექსპორტი Gerber ფაილების სახით.
უაკ: 620.9:502.7
სახელმძღვანელოში განხილულია ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნილებათა მართვის პროგრამები; ენერგორესურსების დაზოგვის გამოცდილება განვითარებულ ქვეყნებში; თანამედროვე ეკონომიკური ანალიზის მეთოდები და ენერგიის დაზოგვის პოტენციალი; შენობების ენერგოაუდიტი და ენერგოაუდიტის ხელსაწყოთა ტექნიკა; ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების პერსპექტივები საქართველოში; ეკონომიკური ანალიზის მაგალითები და ამოცანები. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 620.9:301
წიგნში განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების საზოგადოებრივი, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული გარემო, ასევე მომხმარებლების უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხოებისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მედიის, პრესრელიზების და ცხელი ხაზის საშუალებით. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტების და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 620.9 : 504.7
ნაშრომში განხილულია კონვენციები მჟავური წვიმის, ბირთვული ენერგიის და ბირთვული ავარიების შესახებ, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია (UNFCCC), რადგან გარემოზე გლობალური ზემოქმედების კუთხით კლიმატის ცვლილებას აქვს პოტენციალი წარმოადგენდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველაზე სერიოზულ პრობლემას. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
უაკ: 349.3
განხილულია გარემოს დაცვის საერთაშორისო კანონმდებლობის და პოლიტიკის ასპექტები, სუფთა ტექნოლოგიების გადაცემის და დაფინანსების სამართლებრივი სისტემა, აგრეთვე ჰაერის და წყლის ხარისხის მართვის კანონმდებლობა და პრაქტიკა. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 75828
განხილულია საქართველოს ენერგორესურსები და მათი ათვისების დონე, ბუნებრივი კატასტროფები და ინციდენტები, ენერგეტიკაში სავარაუდო რისკები და მათი შემცირების ღონისძიებები არამკაფიო ინფორმაციისა და განუსაზღვრელობის პირობებში. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 551.583
წიგნში განხილულია კლიმატის ცვლილების და მასთან დაკავშირებული სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტების განხორციელების შესაძლებლობები ენერგეტიკაში, ტრანსპორტზე, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავებაში. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.