უაკ: 621.757(075.8)
სახელმძღვანელოში მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგია განხილულია მანქანების სახასიათო, ძირითადი დეტალების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების აგებისა და მოთხოვნილი ვარიანტის შერჩევის ანალიზური მიდგომა, ტექნიკური მოთხოვნების, ნაკეთის კონსტრუქციის თავისებურებებისა და წარმოების ხასიათის გათვალისწინებით. მოცემულია აღწერილი ტექნოლოგიური პროცესების ყოველმხრივი ანალიზი, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სამანქანათმშენებლო წარმოებაში, შესაბამისი ეკონომიური დასაბუთებით. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და მანქანათმშენებელი საწარმოების სპეციალისტებისათვის.
უაკ: 624.05: 744
Учебник предназначен для студентов строительных специальностей Грузинского технического университета и слушателей центра подготовки преподователей графических дисциплин высшей школы. Он окажет также помощь всем желающим ознакомиться с основами проекционного и строительного черчения. Основная педагогическая концепция учебника разработана и апробирована в департаменте инженерной графики и технической механики Грузинского технического университета.
უაკ: 628.84:621.565.2
სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ჰაერის კონდიცირების და სიცივით მომარაგების თეორიის და ტექნიკის საფუძვლები; განხილულია ტენიანი ჰაერის თვისებები და მისი მდგომარეობის ცვლილებების პროცესები; მოცემულია ჰაერის კონდიცირების სისტემების სტრუქტურული სქემები და კლასიფიკაცია; მოცემულია აგრეთვე ჰაერის კონდიცირების სისტემების გაანგარიშების, მუშაობის რეჟიმის და რეგულირების მეთოდები; ნაჩვენებია ჰაერის კონდიცირების სისტემების სითბო-სიცივით მომარაგების მეთოდები, ენერგიის ხარჯვის შემცირების, სითბოს და სიცივის უტილიზაციის გზები.განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება და დიდ დახმარებას გაუწევს საპროექტო ორგანიზაციებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე საინჟინრო-ტექნიკურ და სამეცნიერო პერსონალს.
უაკ: 691.32
სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტს გააცნოს ბეტონის ტექნოლოგიის თანამედროვე თეორია და პრაქტიკა, შეასწავლოს სხვადასხვა სახეობის ბეტონის შედგენილობის დაპროექტება მათემატიკური მეთოდების გათვალისწინებით, სწორად აირჩიოს, დაამზადოს და გამოიყენოს ბეტონის უამრავი სახესხვაობა. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგებათ მაგისტრებს, დოქტორანტებს და მშენებლობის ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 631. 3: 33(075)
ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლებისა და პერსონალური გამოყენების სისტემების კურსში აღწერილია თანამედროვე საოფისე პაკეტ Microsoft Office 2013-ის პროგრამები: ტექსტური რედაქტორი Microsoft Word, საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft PowerPoint და ელექტრონული ცხრილები Microsoft Excel.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.წიგნი გამოადგება თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილ ოფისში მომუშავე პერსონალს. სახელმძღვანელოში მოცემული ილუსტრაციები გათვალისწინებულია საოფისე პროგრამების დამოუკიდებლად შესწავლისათვის.
უაკ: 657.1+657.3](075.8)
Для ускорения рыночной трансформации грузинской экономики и для успешного выполнения функции управления бизнесом одним из узловых направлений является дальнейшее усовершенствование бухгалтерского дела и его цивилизованное развитие-внедрение в практику предпринимательства, что является важнейшим для роста предпринимательской деятельности в стране.Внедрение международных стандартов в финансовых учетах и их дальнейшее усовершенствование из-за нехватки квалифицированных кадров было связано с трудностями. Именно для устранения этих недостатков и подготовки высоко-квалифицированных специалистов существенная роль принадлежит учебнику.В учебнике представлены основные принципы теории бухгалтерского учета и финансовых отчетностей, а также методологические и практические аспекты добычи, разработки и анализа экономической информации в финансовом менеджменте.Учебник ориентирован для программ бакалавров и магистрантов с профилем администрирования экономики и бизнеса, а также будет полезным для работников современного финансового менеджмента для обеспечения эффективной предпринимательской работы.
უაკ: 621.81
მოცემულია მანქანათა ნაწილებისა და მანქანის შემადგენელი კონსტრუქციების გაანგარიშების თანამედროვე მეთოდები სიმტკიცეზე, ხანგამძლეობაზე, ცვეთამედეგობაზე, საიმედოობასა და დინამიკური მდგრადობის სხვა მახასიათებლებზე, რაც მანქანის დაპროექტებისა და გამოცდის პროცესის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. საკითხები განხილულია მანქანათა ნაწილების კურსთან კავშირში და განკუთვნილია მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 008.4
სახელმძღვანელოში განხილულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების არსი, საავტორო უფლებების დაცვა, ქონებრივი უფლებები კომპიუტერულ პროგრამებსა და ბაზებზე, სასაქონლო ნიშანი, მისი დანიშნულება, დაცვა, რეგისტრაცია, მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, მოქმედი კანონებისა და რეგლამენტების განხილვა. ნაშრომი საჭირო სამსახურს გაუწევს, როგორც სტუდენტებს, ისე გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ შეხება ინტელექტუალური საკუთრების საკითხების გადაწყვეტასთან სამეცნიერო ან საწარმოო კუთხით. წიგნი განკუთვნილია საინჟინრო და საინჟინროეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
სახელმძღვანელოში განხილულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების არსი, საავტორო უფლებების დაცვა, ქონებრივი უფლებები კომპიუტერულ პროგრამებსა და ბაზებზე, სასაქონლო ნიშანი, მისი დანიშნულება, დაცვა, რეგისტრაცია, მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, მოქმედი კანონებისა და რეგლამენტების განხილვა. ნაშრომი საჭირო სამსახურს გაუწევს, როგორც სტუდენტებს, ისე გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ შეხება ინტელექტუალური საკუთრების საკითხების გადაწყვეტასთან სამეცნიერო ან საწარმოო კუთხით. წიგნი განკუთვნილია საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.