უაკ: 661.92
სახელმძღვანელოში განხილულია ატმოსფერული ჰაერის გამაჭუჭყიანებელი წყაროები, ნივთიერებები და მათგან დაცვის მეთოდები. მოცემულია სამრეწველო აეროზოლების მტვრისაგან, მავნე აირადი კომპონენტებისაგან და ნისლისაგან გამწმენდი პროცესების მექანიზმი და ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები.სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოს დაცვითი ინჟინერიისა და უსაფრთხოების საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერ-თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში.
უაკ: 621.313
განხილულია ელექტრული მანქანების წარმოების ტექნოლოგიური პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო სიმძლავრის ფართო დანიშნულების ელექტრულ მანქანებს, რომლებიც გამოშვების მასშტაბურობის მიხედვით ატარებს მსხვილსერიული და მასიური წარმოების ხასიათს, ამავდროულად მოითხოვს ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციას და ავტომატიზაციას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლებიც დამახასიათებელია ელექტრული მანქანებისათვის. შედგენილია ელექტრული მანქანების წარმოების ტექნოლოგიის ახალი სასწავლო პროგრამის მიხედვით და როგორც სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი პროფესიული განათლების, ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმოებსა და ენერგეტიკაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 651.74
არაფერია იმაზე ადვილი და ამავდროულად რთული, ვიდრე ადამიანების ურთიერთობის პროცესი. მასშია წარმატებებისა და წარუმატებლობის უმთავრესი წყარო. არ არსებობს ისეთი პროფესია, რომელიც არ მოითხოვდეს ურთიერთობას, საქმიან ურთიერთობას. ურთიერთობის პრობლემა ერთ-ერთი ურთულესი და მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიაშიც, საზოგადოდ, იგი მრავალი ასპექტით განიხილება. წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთი ცდაა ამ ურთულესი საკითხის სისტემატიზაციისა და სტუდენტისათვის მისაღები ფორმით გადმოცემისა. საქმიანი ურთიერთობების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა, რომელზედაც აქ არის საუბარი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტებსა და ამ პრობლემატიკით დაინტერესებულ მკითხველებს სწორად დაგეგმონ და გაიაზრონ პარტნიორებთან და კონკურენტებთან საქმიანი კონტაქტების სქემები და სცენარები, მიაღწიონ რაც შეიძლება მეტ ეფექტს მოლაპარაკებებში. შეძლონ უნარიანად მოამზადონ საჯარო გამოსვლები, ადვილად მიიტანონ აუდიტორიამდე სათქმელი. წინამდებარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც საქმიანი ურთიერთობების კურსს შეისწავლიან.
უაკ: 54
წინამდებარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობების სტუდენტებისთვის. მასში გადმოცემულია თანამედროვე შეხედულებები ატომის აღნაგობის, ქიმიური ბმების, ქიმიური თერმოდინამიკის ძირითადი დებულებების, ქიმიური რეაქციების, ენერგეტიკის, ხსნარების ჟანგვა-აღდგენის, გალვანური ელემენტის და კოროზიის შესახებ.
უაკ: 54.03
განხილულია ტემპერატურის, ელექტრული ველის და სინათლის მოქმედება ნემატურ, ქოლესტერულ და სმექტიკურ თხევად კრისტალთა ფიზიკურ თვისებებზე, ასევე თხევადი კრისტალების გამოყენება ინფორმაციის ოპტიკური დამუშავების სისტემებში (თხევადკრისტალური ინდიკატორები, დისპლეები, ულტრაიისფერი გამოსხივების დოზიმეტრები, მიკროლაზერები და სხვა ოპტიკური ხელსაწყოები). მოცემულია მოკლე ცნებები ფიზიკური ოპტიკიდან, კრისტალოგრაფიიდან და ორგანული ქიმიიდან. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელო არის პირველი წიგნი ქართულ ენაზე თხევად კრისტალებზე და სასარგებლო იქნება სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.
უაკ: 651.4/.8
განხილულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულება, ტერმინოლოგია და ძირითადი ცნებები, დოკუმენტების ფუნქციები და დანიშნულება.განკუთვნილია ბიზნესის ორგანიზაციის მართვის, ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის და საბანკო საქმიანობით დაინტერესებული და ზოგადად საჯარო და კერძო საწარმოებში მომუშავე პირთათვის. ახსნილია მთლიანად საქმის წარმოება და მენეჯერული საქმიანობა თანამედროვე ეტაპზე. ის წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს ზემოთ აღნიშნულ სპეციალისტთა საქმიანობისათვის (თუ, როგორ აწარმოონ საქმიანი მიმოწერა). სახელმძღვანელოში მოცემულია აღნიშნული საქმის ნიმუშები.
უაკ: 008
სახელმძღვანელოში გაშუქებულია დიპლომატიური და ბიზნესურთიერთობების მრავალი პრობლემური საკითხი, რომელთა შესწავლა და პრაქტიკულად განხორციელება ჩვენ პიროვნულ ღირსებებს კიდევ უფრო აამაღლებს, ხოლო სამსახურებრივ საქმიანობას შესამჩნევად წარმატებულს გახდის.განსაკუთრებით საყურადღებოა ამ სფეროს ცნობილი სპეციალისტების პრაქტიკული რჩევები, რომელიც ითვალისწინებს სადისკუსიო თემატიკას, ფსიქოლოგიურ ტესტებს, დამოუკიდებლად შესასრულებელ დავალებებს, საკომენტარო და გასაანალიზებელ სიტუაციებს, გამოცდილებათა გაზიარებასა და სხვა საკითხებს.განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, კერძოდ, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკური და იურიდიული სპეციალობის სტუდენტებისათვის და ამ პრობლემით დაინტერესებული პრაქტიკოსი მუშაკებისათვის.
უაკ: 681.3
განხილულია პროექტების მართვის ინფორმაციული სისტემებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა Ms Project.სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, აღნიშნულ სფეროში მომუშავე სპეცილისტებისა და პროექტების მართვის სისტემებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 620.9+33
The textbook introduces the basic concepts of energy economics and explains how simple economic tools can be used to analyse contemporary energy issues. Energy Economics is organised into 15 chapter that give the reader a thorough grounding in various key aspects of the subject: Fixed and variable assets of power engineering companies; Electricity tariff calculation methodology; Power, electricity and aggregate balances calculation; Energy safety and regulatory and governance issues. Energy Economics is textbook for students of energy economics as well as for a wider interdisciplinary audience. It provides readers with the skills required to understand and analyse complex energy issues from an economic perspective.