image-1
M. Aslanishvili

ENGLISH TESTS

უაკ: 42

„English tests“ presents an additional material for high school graduates, who are going to take national entance exams in English. The testbook offers modern and informative texts which make the preparatory process more interesting. The book contains the execises connected with logic. It is designed for teachers and graduate students from high school. It can also be used as an additional material in English for students and school children.

 

 

image-1
ნ. ბუცხრიკიძე, თ. ბუაჩიძე , ლ. თოფურია , ს. კოპალეიშვილი, მ. სიდამონ-ერისთავი

მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის საკითხები

უაკ: 576:8

დამხმარე სახელმძღვანელოში მოკლედ და მარტივად არის გადმოცემული მიკროორგანიზმთა მორფოლოგია, ფიზიოლოგია, გამრავლება, ფუნქცია და როლი ცოცხალ სამყაროში, ასევე ზოგადი ეპიდემიოლოგიის ცნებები. მასში გასაგები ენითაა წარმოდგენილი სამედიცინო და კვებითი უსაფრთხოების პრაქტიკაში გამოყენებული ზოგადი ლაბორატორიული მიკრობიოლოგიური მეთოდიკა, რაც სტუდენტს დაეხმარება თეორიული ცოდნის უფრო ეფექტურად ათვისებასა და ლაბორატორიაში მუშაობის ჩვევების გამომუშავებაში. აღნიშნული დამხმარე სახელმძღვანელო ძირითადად დაფუძნებულია ბიოტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის წაკითხული ლექციების კურსსა და ინტერნეტიდან მოძიებულ მასალაზე. 
განკუთვნილია სტუ-ის ბიოტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების,  მაგისტრანტებისა  და  დოქტორანტებისათვის.

ავტორები: ნ. ბუცხრიკიძე (შესავალი, მიკროორგანიზმთა ზოგადი დახასიათება, მიკრობული მეტაბოლიზმი), თ. ბუაჩიძე (მიკრობიოლოგიის განვითარების ისტორიული მიმოხილვა, მიკრობთა გენეტიკა, მიკრობიოლოგია პრაქტიკაში, მიკროორგანიზმების მორფოლოგია), ლ. თოფურია (მიკროორგანიზმების გავრცელება და ეკოლოგია, ვირუსებისა და ბაქტერიოფაგების ზოგადი დახასიათება), ს. კოპალეიშვილი (ძირითადი ეპიდემიოლოგიური ცნებები), მ. სიდამონ-ერისთავი (სწავლება ინფექციების შესახებ).

 

 

image-1
ნ. ბაღათურია, ნ. ბეგიაშვილი, გ. გოლეთიანი, ზ. ჯაფარიძე, ზ. ლაზარიშვილი, თ. რევიშვილი, ლ. ქაჯაია, ა. ნეჩაევი, ნ. შებერშნიოვა, ვ. შერბაკოვი, ვ. შიხინა, ი. შუბი, გ. მელკინა, ო. ანოშინა

კვების პროდუქტების ტექნოლოგია

უაკ: 641.1:664

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მეცნიერული საფუძვლები. აღწერილია კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ძირითად დარგებში მცენარეული ნედლეულისგან ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კვების პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარ-მოწყობილობები და მათში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

ავტორები: ნ. ბაღათურია (ნაწ. I - თავი 1, 2; ნაწ. II – თავი 7, 8, 12, 14, 15, 17, 19); ნ. ბეგიაშვილი (ნაწ. II – თავი 16, 17); გ. გოლეთიანი (ნაწ. II – თავი 17); ზ. ჯაფარიძე (ნაწ. II – თავი 17, 19); ზ. ლაზარიშვილი (ნაწ. II – თავი 1); თ. რევიშვილი (ნაწ. II _ თავი 18); ლ. ქაჯაია (ნაწ. II – თავი 7); ა. ნეჩაევი (ნაწ. II – თავი 7); ნ. შებერშნიოვა (ნაწ. II – თავი 2, 3); ვ. შერბაკოვი (ნაწ. II _ თავი 7); ვ. შიხინა (ნაწ. II – თავი 13); ი. შუბი (ნაწ. II – თავი 6, 9, 11); გ. მელკინა (ნაწ. II – თავი 4, 5); ო. ანოშინა (ნაწ. II – თავი 10).

 

 

image-1


ავტოსატრანსპორტო ტერმინოლოგიის ცნობარი

უაკ: 656.13(083)

„ავტოსატრანსპორტო ტერმინოლოგიის ცნობარი“ მოიცავს ამ დარგის ყველა ტერმინს. შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან: ავტომობილების მოწყობილობა და საექსპლუატაციო თვისებები, საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ავტომობილების ეკოლოგიური უსაფრთხოება და სერვისი, ავტოსატრანსპორტო ლოგისტიკა და მენეჯმენტი.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის, მოცემული დარგის მეცნიერი-მუშაკების და სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1


ალგორითმების პაკეტი წინასწარდასახული ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობის მქონე კლინკერების მისაღები ნედლეულთა ნარევების გაანგარიშებისათვის მეთოდიკური მითითებები

უაკ: 62-5:620.1

მეთოდიკური მითითება წარმოადგენს სტუ-ის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების და მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტების თანამშრომელთა ერთობლივი ნაშრომია. მასში მოყვანილია წინასაწარდასახული ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობის მქონე კლინკერის მისაღები ნედლეულთა 2-, 3- და 4- კომპონენტიანი ნარევების გამოანგარიშებისათვის საჭირო ალგორითმების პაკეტი, რომელიც დამუშავებულია MS Excel - ში.  ალგორითმებში გათვალისწინებულია კლინკერის გამოწვის პროცესში გამოყენებული სათბობის სახეობის გავლენა გამოანგარიშების მსვლელობაზე. ალგორითმი არსებითად აუმჯობესებს და აადვილებს გამოანგარიშების პროცედურას, ამასთან უფრო ხელმისაწვდომი და სწრაფი ხდება გამოანგარიშებების შედეგების გათვალისწინება უშუალოდ ტექნოლოგიურ პროცესში. მეთოდიკურ მითითებას გამოიყენებენ როგორც სამშენებლო და ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის  ფაკულტეტების სტუდენტები, ისე ცემენტის ტექნოლოგიასა და მონათესავე დარგებში მომუშავე სპეციალისტები.

 

 

image-1
†ნ. ბოჭორიშვილი, ა. ფრანგიშვილი, ლ. ჩხეიძე

საინჟინრო უსაფრთხოება განმარტებითი ლექსიკონი

უაკ: 008.331.82

განმარტებით ლექსიკონში განხილულია ინჟინერიასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგში გამოყენებული ტერმინები და ცნებები, ყურადღება გამახვილებულია ტექნიკური სისტემებისა და ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საორიენტაციო,  ტექნიკურ, ორგანიზაციულ და მმართველობით პრინციპებზე, საინჟინრო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მეთოდებსა და საშუალებებზე. მოცემულია განმარტებები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ამწე-სატრანსპორტო საშუალებების, წნევაზე მომუშავე ქვაბებისა და ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლუატაციის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, აგრეთვე ხანძარსაშიში და ფეთქებადსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფასთან. მოცემულია საწარმოებში გამოყენებული ნედლეულის, თანაური, საბოლოო პროდუქტებისა და საწარმოო ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და მათი ჰიგიენური მაჩვენებლები; ტოქსიკური ნივთიერების წარმოქმნის სავარაუდო ადგილი, ადამიანის მოქმედებისას ტოქსიკური გამოვლენის ნიშნები, მათი გაუვნებლების მეთოდები და ნარჩენების გამოყენების შესაძლებლობები; სამუშაო ზონის ჰაერში ზღვრული დასაშვები კონცენტრაციები; ადამიანის ორგანიზმზე მათი მავნე მოქმედების თავიდან აცილების ღონისძიებები; დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის რეკომენდაციები, პირადი და კოლექტიური დაცვის საშუალებები; საწარმოების უსაფრთხოდ და მდგრადად განვითარების, მომუშავეზე საწარმოო მავნე და საშიში ფაქტორების ზემოქმედების პოტენციური შესაძლებლობა, შრომის პირობების გაუმჯობესების, მუშათა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საჭირო პრევენციული ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები.
რამდენადაც ტექნოგენური უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისტემები, ჯანმრთელობის შენარჩუნება მოითხოვს მრავალდისციპლინურ მიდგომას, საინჟინრო უსაფრთხოების განმარტებითი ლექსიკონი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების გარდა მოიცავს შრომის ჰიგიენის, საწარმოო მედიცინის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების, საწარმოო გარემოს კონტროლის, ერგონომიკისა და საწარმოო ფსიქოლოგიის ძირითადი ტერმინების განმარტებებს.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის, აგრეთვე საინჟინრო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის. ლექსიკონში მოცემული მასალა დაეხმარება წარმოების მუშაკებს, ჰიგიენური და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს, ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე მომუშავე სპეციალისტებს საწარმოო მავნე და საშიში ფაქტორების იდენტიფიკაციასა და ზემოქმედების თავიდან აცილებაში.

 

 

 

image-1


მეთოდური მითითებები რკინაბეტონის კარკასული შენობების გასაანგარიშებლად სეისმურ ზემოქმედებაზე

უაკ: 693.9:624.042.7

განხილულია ხიდურამწიანი ერთსართულიანი სამრეწველო კარკასული შენობის გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე. დადგენილია სეისმური დატვირთვა განივ ჩარჩოზე და გათვალისწინებულია არმატურის კვეთის შესარჩევად სვეტების სეისმური ძალვები. მოყვანილია დანართები მოქმედი სამშენებლო ნორმატივებიდან  სეისმური რაიონებისთვის.
განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგებათ ინჟინერ-მშენებლებს კარკასული შენობის დაპროექტებისას.

 

 

image-1
ვ. კეკელია, გ. კოტრიკაძე

კრიპტოგრაფიის სიმეტრიული სისტემის მეთოდები და მოდელები I ნაწილი

უაკ: 681.142.001

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ინფორმაციის დაცვის მეთოდები, კერძოდ, შესრულებულია კრიპტოგრაფიის პრაქტიკული ამოცანების Microsoft Visual Studio 2010  გარემოში დაპროგრამების ენა C#-ის ბაზაზე ფუნქციონირებადი პროგრამული მოდულების (ალგორითმების) კომპიუტერული რეალიზაცია და შემოთავაზებულია მათი პრაქტიკული გამოყენების ძირითადი ასპექტები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ასწავლიან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგანს: ბაკალავრებს-„ინფორმაციის დაცვის მეთოდებსა და სისტემებს“, ხოლო მაგისტრანტებს - „ინფორმაციის უსაფრთხოებას“, აგრეთვე მათთვის ვინც დაინტერესებულია მიიღოს საწყისი, მაგრამ ამომწურავი ცოდნა კრიპტოგრაფიის კვლევის საკითხებში.

 

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, მ. ფოლადაშვილი

LabVIEW: მიკროპროცესორული და საზომი სისტემების ანალოგური ელემენტები და კვანძები (ლაბორატორიული პრაქტიკუმი)

უაკ: 621. 38

ლაბორატორიული სამუშაოები დამუშავებულია ვირტუალური ხელსაწყოების ტექნოლოგიით. პრაქტიკული რეალიზაცია განხორციელებულია LabVIEW პროგრამულ გარემოში National Instruments კომპანიის ხელსაწყოთა დახმარებით.
განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების“ დეპარტამენტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის. შეიძლება გამოიყენონ იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც, რომლებიც ელექტრონიკას და მიკროპროცესორულ ტექნიკას სწავლობენ.