უაკ: 620.9:303
The manual discusses the public, social, political, economic and geographic environment of Georgian energy companies. Consumer rights protection and ensure their safety and the awareness through the media, press releases and hot line. Public defender's relationship with customers, companies, NGOs and state institutions.The manual is prepared for Master and Doctoral students of the Power Engineering and Telecommunication faculty and wide range of readers interested in the subject.
უაკ: 620.9:502.7
The manual discusses demand side management programs; Developed countries experience in energy resources savings; Modern methods of economic analysis and energy saving potential; Energy audit of buildings and technology tools of energy audit; Implementation of energy efficient technologies and Prospects for the use of renewable sources in Georgia; Tasks and examples of economic analysis.The manual is designed for Master and Doctoral students of the Power Engineering and Telecommunication faculty and wide range of readers interested in the subject.
უაკ: 621:311.1
The manual discusses climate change and Clean Development Mechanism (CDM) projects related to energy, transport, construction, agriculture and municipal waste processing. The manual is prepared for Master and Doctoral students of the Power Engineering and Telecommunication faculty and wide range of readers interested in the subject.
უაკ: 004 8:681.3.06 (075.8)
განხილულია სისტემური ანალიზის თეორია და მის საფუძველზე გადაწყვეტილი თანამედროვეობის აქტუალური პრობლემები. ამასთან, აღწერილია სისტემური ანალიზის მეთოდის წარმოშობის და განვითარების ძირითადი მომენტები და ეტაპები.პირველ თავში აღწერილია მოკლე ისტორიული ცნობები და რთული ობიექტების განსაზღვრა, ამ ობიექტების მოდელირების მეთოდები და ალგორითმები.შემდეგ თავებში მოცემულია სისტემური ანალიზის გამოყენების კონკრეტული მაგალითები და მათთვის შემუშავებული მათემატიკური აპარატი. ეს ობიექტებია:1.რესურსების განაწილების პრობლემა;2.ტრანსპორტირების (გადაზიდვების) ამოცანა;3.თამაშთა თეორია (გადაწყვეტილების მიღება კონკურენტულ გარემოში);4.ქსელური დაგეგმვა (სამუშაოთა შესრულების განრიგის შედგენა);5.მასობრივი მომსახურების სისტემები (მმს).ყოველი თავის ბოლოში მოცემულია კითხვარი განვლილი მასალის განმეორების და მიღებული ცოდნის შეფასებისათვის.სახელმძღვანელო განკუთვნილია (ადაპტირებულია) დაბალი კურსის ბაკალავრიატისათვის, მაგრამ ის სასარგებლო იქნება ნებისმიერი კურსის სტუდენტებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი განათლების საწყისი ცოდნა წრფივ ალგებრაში, შემთხვევითი პროცესების თეორიაში, გრაფების თეორიაში.
უაკ: 621.313(075.8)
განხილულია ასინქრონული მანქანების კონსტრუქციები, გამოყენების სფეროები და დანიშნულება. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ელექტრომექანიკური, ელექტროტექნიკური და ენერგეტიკული სპეციალობების სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. დაეხმარება ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებსაც, რომლებიც დაკავებული არიან ელექტრული მანქანების დაპროექტებით, წარმოებითა და ექსპლუატაციით.
განხილულია ელექტრული მანქანების საერთო კურსის მეოთხე ნაწილი. მოცემულია სინქრონული მანქანების ზოგადი კურსი დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ელექტრომექანიკური, ელექტროტექნიკური და ენერგეტიკული სპეციალობების სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. დაეხმარება ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებსაც, რომლებიც დაკავებული არიან ელექტრული მანქანების დაპროექტებით, წარმოებით და ექსპლუატაციით.
უაკ: 556.3
განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული წყალშემცველი კომპლექსები, ჰორიზონტები, ზონები; გამოყოფილია და დახასიათებულია ჰიდროგეოლოგიური რაიონები და ჰიდროგეოქიმიური ზონები; დადგენილია მიწისქვეშა წყლების რაოდენობის, შედგენილობის, ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებანი; შეფასებულია მიწისქვეშა წყლების მნიშვნელობა სასმელ-სამეურნეო, სასმელ-სამკურნალო და ბალნეოლოგიური, თბოენერგეტიკული, ეკოლოგიური თვალსაზრისით. გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიური სპეციალობის მაგისტრანტებისათვის, ამასთან ის გარკვეულ დახმარებას გაუწევს ჰიდროგეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.
უაკ: 624.131.31
განხილულია მიწისქვეშა წყლების დინამიკის, როგორც ჰიდროგეოლოგიური მეცნიერების სპეციალური განხრის, თეორიული საფუძვლები, სხვადასხვა დანიშნულების ჰიდროდინამიკური გაანგარიშების მათემატიკური ხერხები და მეთოდები, რომელთა გამოყენება აუცილებელია მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა: საინჟინრო გეოლოგია, მელიორაცია, ჰიდროტექნიკური მშენებლობა, მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაცია, სამთო საწარმოების გეოლოგიური მომსახურება და ა.შ. მიწისქვეშა წყლების მოძრაობის კანონზომიერებათა უკეთ აღქმის მიზნით, სახელმძღვანელოს თეორიული კურსი გამყარებულია პრაქტიკული მაგალითებით და ამოცანებით. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის მაგისტრატურის და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. აგრეთვე, დაეხმარება აღნიშნული დარგის ახალგაზრდა სპეციალისტებს პრაქტიკულ საქმიანობაში.
უაკ: 622.7
სახელმძღვანელოში განხილულია მყარი სასარგებლო წიაღისეულის დამსხვრევა-კლასიფიკაციის კლასიკური და თანამედროვე მეთოდები, მათი თეორიული საფუძვლები, პროცესში გამოყენებული მანქანა-დანადგარები, მუშაობის პრინციპები, გამოყენების სფერო და ტექნოლოგიური სქემები. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამთო და გეოინჟინერიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. აგრეთვე გარკვეულ დახმარებას გაუწევს გეოლოგიური და მეტალურგიული პროფილის ბაკალავრიატის, „სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტის“ პროფესიული განათლების სტუდენტებს და სამთო დარგში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.