image-1
†ა. შავგულიძე, ზ. კვინიკაძე, ნ. ნოზაძე, გ. ჩიტაიშვილი

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა

უაკ: 22.151.3

მოცემულია გრაფიკული სამუშაოები, რომლებიც მსმენელს მიეწოდება პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, როგორც პროგრამული პროდუქტი – AutoCAD.  გეომეტრიული მოდელირებისა და ნახაზის შედგენის ტექნოლოგიის გამოყენებით, მსმენელი ითვისებს კომპიუტერული გრაფიკის მეთოდებსა და საშუალებებს; შეიძენს კონკრეტული დარგობრივი პროგრამების პაკეტებთან მუშაობისა და დეტალის სამუშაო ნახაზების, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციების გასაფორმებლად საჭირო გამოცდილებასა და ცოდნას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრის მსმენელებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მოსამზადებელი სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ინჟინრებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ ათვისებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

 

 

image-1
ა. სოხაძე, ლ. კახიანი, ლ. ავალიშვილი, ლ. ბალანჩივაძე, მ. ჭანტურია, გ. გურეშიძე

რკინაბეტონის კონსტრუქციები I ნაწილი

უაკ: 624.012.35.46

ნაშრომში მოცემულია ზოგადი ცნობები სამრეწველო და სამოქალაქო შენობების რკინაბეტონის სამშენებლო კონსტრუქციების შესახებ, რკინაბეტონის წინაღობის თეორიის, ჩვეულებრივი და წინასწარდაძაბული ელემენტების კონსტრუქციული გადაწყვეტებისა და გაანგარიშების საფუძვლები. შედგენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. სუთიძე

სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობები ბეტონშემრევი მანქანები და დანადგარები II ნაწილი

უაკ: 621.869

ნაშრომში წარმოდგენილია სასწავლო კურსის „სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობები“ მეორე ნაწილი. კერძოდ, განხილულია მანქანები და დანადგარები სამშენებლო მასალების შესარევად და მათი ტრანსპორტირებისათვის. მოცემულია ძირითადი სამშენებლო მასალების – ბეტონისა და სამშენებლო ხსნარების, აგრეთვე მინერალური შემკვრელების წარმოებაში შლამებისა და სუსპენზიების მოსამზადებელი მანქანებისა და დანადგარების კონსტრუქციები, მათი მუშაობის პრინციპი და ძირითადი პარამეტრების გაანგარიშების საფუძვლები. განხილულია აგრეთვე მასალების დოზირებისა და ტრანსპორტირების საშუალებები და დამხმარე მოწყობილობები, ბეტონისა და სამშენებლო ხსნარების ქარხნები.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების „ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოდ. იგი გამოადგებათ, აგრეთვე, ამავე სპეციალობის მაგისტრანტებს და განხილული მანქანა-დანადგარების პროექტირებითა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
ლ. სუთიძე

სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობები სამსხვრევ-სახარისხებელი მანქანები და დანადგარები I ნაწილი

უაკ: 621.869

ნაშრომში წარმოდგენილია სასწავლო კურსის „სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობების“ ერთი ნაწილი, კერძოდ, სამსხვრევ-სახარისხებელი მანქანები და დანადგარები. განხილულია მათი კონსტრუქციები, მუშაობის პრინციპი და გაანგარიშების საფუძვლები. საცნობარო მონაცემები და გაანგარიშების მაგალითები აქ არ არის მოტანილი, რადგან არსებობს შესაბამისი მეთოდური ლიტერატურა.
ნაშრომი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების „ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის. იგი ასევე გამოადგებათ მაგისტრანტებს და ამ მანქანა-დანადგარების დაპროექტირებისა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
რ. კანაშვილი, ო. მიქაძე, მ. მჭედლიშვილი

ოქროს და ვერცხლის მეტალურგია

უაკ: 669. 21/23 (075.8)

სახელმძღვანელოში მოცემული ცნობები ახასიათებს ოქროსა და ვერცხლის თანამედროვე მეტალურგიულ წარმოებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბოლო 20-30 წლის მანძილზე რეალიზებულ პროცესებს და ზოგიერთ თეორიულ საკითხს, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ოქროსა და ვერცხლის გახსნასა და ხსნარებიდან მათ გამოყოფასთან.
მოცემულია ისტორიული ცნობები ოქროსა და ვერცხლის მეტალურგიის წარმოშობისა და განვითარების, მსოფლიოში მათი წარმოების მასშტაბების, მოხმარების სტრუქტურის, სავალუტო ფუნქციისა და გამოყენების სფეროების შესახებ. აღწერილია ოქროსა და ვერცხლის შემცველი ნედლეულების მოსამზადებელი და გამამდიდრებელი ოპერაციები; ამოწვლილვის ტექნოლოგიები ქვიშრობებიდან და ძირეული საბადოებიდან; განხილულია თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები; საზღვარგარეთის მეტალურგიული და აფინაჟის ქარხნების პრაქტიკა. 
მოცემულია ცნობები კეთილშობილი ლითონების მეორეული მეტალურგიის შესახებ, რომელიც მოიცავს ნედლეულის კლასიფიკაციას და მახასიათებლებს, მათი გამდიდრების და მეტალურგიულად გადამუშავების მეთოდებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სწავლების ყველა დონის სტუდენტებისთვის, რომლებიც ეუფლებიან კეთილშობილი ლითონების მეტალურგიას და ამ სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.

 

 

image-1
მ. თევზაძე, მ. მესხი

გამოყენებითი გეოდეზიის კურსი გეოდეზიური სამუშაოები საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობისას II ნაწილი

უაკ: 528.48(075.8)

წიგნში განხილულია სატრანსპორტო საინჟინრო ნაგებობათა, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური, პრეციზიული და სხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობისას ჩასატარებელი საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები – მიმოკვლევის, გეოდეზიურ სამუშაოთა დაპროექტების, დაკვალვის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის სტადიებში.
დეტალურადაა განხილული საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს საგზაო მშენებლობის, ხიდებისა და გვირაბების გეოდეზიური უზრუნველყოფის, შემხვედრი გვირაბების გაყვანისა და მიწისქვეშა გეოდეზიური საფუძვლის ორიენტირების ხერხების გამოყენების, პრეციზიულ ნაგებობათა მშენებლობის დროს და სხვა.
განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
მ. თევზაძე, მ. მესხი

გამოყენებითი გეოდეზიის კურსი
საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების ძირითადი მეთოდები და პრინციპები I ნაწილი

უაკ: 528.48 (075.8)

მოცემულია გეოდეზიური საყრდენი ქსელების სახეები, მათი პროექტების შედგენისა და სიზუსტის შეფასების მეთოდები, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური მიმოკვლევები, წრფივ ნაგებობათა ტრასირების საკითხები, დაკვალვითი სამუშაოების მეთოდები, მშენებლობისას გეომეტრიული პარამეტრების დაცვის კონტროლი და საინჟინრო ნაგებობათა დეფორმაციებზე გეოდეზიური დაკვირვებები.
ყურადღება გამახვილებულია გეოდეზიური საფუძვლის გეგმური და სასიმაღლო ქსელების პროექტების სიზუსტის შეფასების, ასევე გეოდეზიურ სამუშაოთა წარმოების პროექტების შედგენასა და საინჟინრო ნაგებობათა დაწევებსა და ძვრებზე გეოდეზიური დაკვირვების მეთოდებზე.
განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

 

 

image
მ. ზუბიაშვილი, ა. მარუაშვილი, ა. მღვდელაძე

მენეჯმენტი ლექსიკონი-ცნობარი

უაკ: 801.32

განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ეფექტურად ფუნქციონირებს მენეჯმენტი, ანუ მართვის თეორია, მაგრამ  საქართველოს ეკონომიკაში იგი შედარებით ახალი მიმართულებაა.
საქართველოში მენეჯმენტის თეორიის ფორმირება დაიწყო ახალ სამეურნეო მექანიზმზე გადასვლასთან  დაკავშირებით: ტარდებოდა სამეცნიერო გამოკვლევები, მუშავდებოდა სასწავლო−მეთოდური ლიტერატურა. ამ მიმართულებით  მუშაობა ამჟამადაც გრძელდება, მაგრამ დღემდე გარკვეულ დეფიციტს წარმოადგენს მენეჯმენტის ტერმინოლოგიის საცნობარო ლექსიკონის არსებობა. სწორედ ამ დეფიციტის შევსების მცდელობაა წინამდებარე „მენეჯმენტის ლექსიკონი−ცნობარი“.
მენეჯმენტის ლექსიკონი−ცნობარი განკუთვნილია სპეციალისტების,  სტუდნტებისა და დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.

 

 

image-1
გ. ყურაშვილი, თ. ბერიძე, რ. ქინქლაძე

ბიზნესის ეთიკა და საქმიანი ეტიკეტი

უაკ: 339.15

წიგნი შედგება 3 ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ბიზნესის ეთიკის არსს და სპეციფიკას, მორალის ნორმებს, პრინციპებს და ფუნქციებს.  ამ ნაწილში განხილულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები. მეორე ნაწილში გადმოცემულია საქმიანი ადამიანების ქცევის ნორმები და ეტიკეტი, საქმიანი კორესპოდენციის შედგენის ზოგადი წესები. მესამე ნაწილი მთლიანად ეთმობა ბიზნესმოლაპარაკების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს ასევე ბიზნესურთიერთობათა ფსიქოლოგიურ ასპექტებს და კონფლიქტის გადაწყვეტის ხერხებს. გათვალისწინებულია ეკონომიკისა და ბიზნესის პროფილის სტუდენტებისათვის, იგი აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს დამწყებ ბიზნესმენებს და ყველა დაინტერესებულ პირს.
გამოსაცემად მომზადებულია მოცემული თემების შესაბამისი ტესტების, სიტუაციური ამოცანების (კეისების) და საქმიანი თამაშების კრებული.