უაკ: 621.313(075.8)
განხილულია ელექტრული მანქანების საერთო კურსის მეოთხე ნაწილი. მოცემულია სინქრონული მანქანების ზოგადი კურსი დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ელექტრომექანიკური, ელექტროტექნიკური და ენერგეტიკული სპეციალობების სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. დაეხმარება ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებსაც, რომლებიც დაკავებული არიან ელექტრული მანქანების დაპროექტებით, წარმოებით და ექსპლუატაციით.
უაკ: 556.3
განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული წყალშემცველი კომპლექსები, ჰორიზონტები, ზონები; გამოყოფილია და დახასიათებულია ჰიდროგეოლოგიური რაიონები და ჰიდროგეოქიმიური ზონები; დადგენილია მიწისქვეშა წყლების რაოდენობის, შედგენილობის, ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებანი; შეფასებულია მიწისქვეშა წყლების მნიშვნელობა სასმელ-სამეურნეო, სასმელ-სამკურნალო და ბალნეოლოგიური, თბოენერგეტიკული, ეკოლოგიური თვალსაზრისით. გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიური სპეციალობის მაგისტრანტებისათვის, ამასთან ის გარკვეულ დახმარებას გაუწევს ჰიდროგეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.
უაკ: 624.131.31
განხილულია მიწისქვეშა წყლების დინამიკის, როგორც ჰიდროგეოლოგიური მეცნიერების სპეციალური განხრის, თეორიული საფუძვლები, სხვადასხვა დანიშნულების ჰიდროდინამიკური გაანგარიშების მათემატიკური ხერხები და მეთოდები, რომელთა გამოყენება აუცილებელია მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა: საინჟინრო გეოლოგია, მელიორაცია, ჰიდროტექნიკური მშენებლობა, მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაცია, სამთო საწარმოების გეოლოგიური მომსახურება და ა.შ. მიწისქვეშა წყლების მოძრაობის კანონზომიერებათა უკეთ აღქმის მიზნით, სახელმძღვანელოს თეორიული კურსი გამყარებულია პრაქტიკული მაგალითებით და ამოცანებით. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის მაგისტრატურის და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. აგრეთვე, დაეხმარება აღნიშნული დარგის ახალგაზრდა სპეციალისტებს პრაქტიკულ საქმიანობაში.
უაკ: 622.7
სახელმძღვანელოში განხილულია მყარი სასარგებლო წიაღისეულის დამსხვრევა-კლასიფიკაციის კლასიკური და თანამედროვე მეთოდები, მათი თეორიული საფუძვლები, პროცესში გამოყენებული მანქანა-დანადგარები, მუშაობის პრინციპები, გამოყენების სფერო და ტექნოლოგიური სქემები. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამთო და გეოინჟინერიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. აგრეთვე გარკვეულ დახმარებას გაუწევს გეოლოგიური და მეტალურგიული პროფილის ბაკალავრიატის, „სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტის“ პროფესიული განათლების სტუდენტებს და სამთო დარგში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.
უაკ: 681.3
გადმოცემულია ბიზნეს-პროექტების მართვის სისტემის ტექნოლოგიური პროცესის მოდელირებისა და ავტომატიზაციის თეორიული საკითხები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზაზე. განხილულია ბიზნეს-პროექტების მართვის სისტემის პრაქტიკული რეალიზაცია პროექტების მართვისთვის შემუშავებული სპეციალური საპროექტო სტანდარტის PMBOK (Project Management Body of Knowlege) მიხედვით.დეტალურადაა განხილული საინფორმაციო სისტემების მოდელირების, ინფორმაციული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროგრამული პაკეტების (BI, CASE, MDA, RAD UML1/2, BPMN, WFMS C#, ASP.NET, XML და MSSQL Server) საფუძველზე და შემოთავაზებულია ბიზნეს-პროექტების მართვის ინტეგრირებული სისტემის რეალიზებული საინტერფეისო ფორმები.მონოგრაფია განკუთვნილია პრაქტიკული და გამოყენებითი ინფორმატიკის დარგის სპეციალისტებისთვის. იგი საინტერესო იქნება აგრეთვე დოქტორანტების, მაგისტრანტების, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ ორგანიზაციული სისტემების ბიზნეს-პროცესების მოდელირებისა და პროგრამული დეველოპმენტის სფეროში.
უაკ: 341.23
ნაშრომში, შედარებითი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, გაშუქებულია სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი და განსაკუთრებული ხასიათის პრობლემური და პრაქტიკული თვალსაზრისით დღეისათვის აქტუალური საკითხები. ნაშრომი მესამე გადამუშავებული გამოცემაა და შედგენილია 2010 წელს არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ამ პერიოდისთვის დაგროვილი პრაქტიკული გამოცემების საფუძველზე. განკუთვნილია იურიდიული და ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისათვის და ზოგადად სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ნოვატორული საკითხებით დაინტერესებული იურისტებისა და ეკონომისტებისათვის.
უაკ: 519.92
სახელმძღვანელოში განხილულია ალგორითმების თეორიის ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა ალგორითმის ცნების დაზუსტების აუცილებლობა, გამოთვლადი და რეკურსიული ალგორითმები, ტიურინგისა და URM - მანქანები, ალგორითმის სირთულის ცნება, ალგორითმულად ამოუხსნადი ამოცანები და სხვა.სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ინფორმატიკის, მათემატიკის, ფიზიკის, საინჟინრო და ეკონომიკური მიმართულების სტუდენტებისათვის.
უაკ: 091.5
The Reader, compiled and commented by Prof. T.Mebuke, collects the most important and up to date information on Discourse Analysis and Text Linguistics for students and young scholars making their first attempts in individual studies of a text.
უაკ: 681.2
წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია: ტემპერატურის; წნევის; ნივთიერების ხარჯისა და რაოდენობის; სითხისა და ფხვიერი ნივთიერების დონის; აირის, მყარი და ფხვიერი ნივთიერების ტენიანობის; აირის შედგენილობისა და სხვადასხვა ნივთიერების წყალხსნარის კონცენტრაციის გაზომვის მეთოდები და შესაბამისი ხელსაწყოების მოქმედების პრინციპები. ნაშრომში მოცემულია გაზომვის შემთხვევითი, სისტემატური, დინამიკური და უხეშ ცდომილებათა შეფასების მეთოდები პირდაპირი და ირიბი გაზომვის შემთხვევაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოენერ-გეტიკული პროფილის სტუდენტებისთვის. წიგნი დახმარებას გაუწევს ტექნოლოგიური პროცესების კონტროლისა და მართვის საკითხებით დაინტერესებულ პრაქტიკოს ინჟინრებს.