უაკ: 621.8
სახელმძღვანელოში განხილულია კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესებისათვის განკუთვნილი მექანიზაციის საშუალებები; აღწერილია ელევატორები, ხრახნული და გორგოლაჭიანი კონვეიერები, ჩამოსაშვები ღარები, თვითდინებითი მილსადენები და ხრახნული ჩამოსაშვებები. მოცემულია პნევმატიკური, აეროზოლური, ჰიდრავლიკური და აეროგრავიტაციული სატრანსპორტო სისტემები, აგრეთვე ცალობითი და ფხვიერი ტვირთის ჩასატვირთავ-განმტვირთავი სატრანსპორტო საშუალებები. წიგნი განკუთვნილია კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის „კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 621.56
სახელმძღვანელოში განხილულია მაცივარი მანქანისა და დანადგარის ავტომატიზაციის ხელსაწყოების და საშუალებების პრინციპული სქემები; აღწერილია მათი მოქმედების პრინციპები და გამოყენების ადგილი; წარმოდგენილია ავტომატიზაციის ხელსაწყოებისა და საშუალებების მაცივარ მანქანასა და დანადგარზე დამონტაჟებისა და მომსახურების მეთოდები. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის ინჟინერიის და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, გამოადგებათ ამავე პროგრამის შემსწავლელ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
უაკ: 624.011.78
სახელმძღვანელოში განხილულია ხის კონსტრუქციების განვითარების ტენდენციის საკითხები, მათი მშენებლობაში გამოყენების აქტუალურობა, ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები. აღწერილია საქართველოში არსებული მერქნის ბაზის დინამიკა, გავრცელებული ჯიშები, მერქნის, როგორც კონსტრუქციული საშენი მასალის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, ცეცხლისა და ბიოლოგიური მავნებლებისაგან დაცვის გზები. გადმოცემულია ხის კონსტრუქციების, დეტალების და შეერთებების გაანგარიშების კონსტრუირების საფუძვლები. აღწერილია ხის სიბრტყითი და სივრცითი კონსტრუქციების ძირითადი სახეობები, აგრეთვე მათი დამზადების ტექნოლოგია, ექსპლუატაცია და ეკონომიკური ასპექტები. მოცემულია კონსტრუქციების პრაქტიკული გაანგარიშების მაგალითები. დანართის სახით წიგნს თან ერთვის გაანგარიშებისათვის საჭირო ნორმატიული მასალა. სახელმძღვანელო განკუთვნილია „სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის“ სპეციალობის სტუდენტების, დოქტორანტების, ინჟინრების, დამპროექტებლების, მეცნიერი თანამშრომლებისა და ამ საქმით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
უაკ: 658.26:621.311
სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრომომარაგების და ელექტროამძრავის სისტემებში შემავალი ელექტროდანადგარების და ელექტრომოწყობილობების (ძალური ტრანსფორმატორები, საკაბელო ხაზები, საკაბელო ქუროები, კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობა, ელეაირული ამომრთველები, ვაკუუმური ამომრთველი და სხვ.) დამონტაჟების, გაწყობის და ტექნიკური ექსპლუატაციის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხები. განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის მიმართულების ელექტრომომარაგების, ელექტროამძრავისა და ელექტრომექანიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.577
სახელმძღვანელოში მოცემულია თბური ტუმბოს თეორიული საფუძვლები. განხილულია მისი მუშაობის პრინციპი, თბურ ტუმბოში გამოყენებული სამაცივრო ციკლები და მათი განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები, მუშა სხეულები და მასალები. აღწერილია თბური ტუმბოს მართვის ხელსაწყოები; მისი შეზეთვის საკითხები და ხმაურის პრობლემები; განხილულია მისი საიმედოობისა და მომსახურების საკითხები. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ენერგეტიკის (თბოენერგეტიკა), კვების ინდუსტრიის (სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკა) და სამშენებლო ინჟინერიის (თბო-აირმომარაგება) სფეროს ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 664.012
სახელმღვანელოში განხილულია კვების საწარმოების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების პრინციპული სქემები, აღწერილია მათი მოქმედების პრინციპი და გამოყენების ადგილი, მოცემულია ავტომატიზაციის ხელსაწყოებისა და საშუალებების კვების საწარმოთა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე დამონტაჟებისა და მართვის სქემები. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის, კვების ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შეიძლება აგრეთვე გამოიყენონ ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.
უაკ: 681.3.001:621.396.6
სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული აპარატურის ავტომატიზებული დაპროექტებისათვის გამოყენებული ორი პროგრამა Multisim-ი და Ultiboard-ი, აგრეთვე მოყვანილია ზოგადი ცნებები ავტომატიზებული დაპროექტების შესახებ. ელექტრონული მოწყობილობების სქემების დასახაზად და მუშაობის სიმულირებისათვის გამოყენებული პროგრამა Multisim-ის აღწერისას ნაჩვენებია როგორ ხდება ფორმატის (ფურცლის) ზომების, პარამეტრების და ოფციების შერჩევა, ძირითადი წარწერების სხვადასხვა ენაზე და ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად გაფორმება, კომპონენტების მონაცემთა ბაზებით სარგებლობა. განხილულია კომპონენტების ძირითადი სახეობები და პარამეტრები, სქემის შედგენის ზოგადი წესები. Electronics Workbench-ში შექმნილი ელექტული სქემების ხაზვის პროგრამებთან ინტეგრირებული სამონტაჟო ფირფიტების კონსტრუქტორი პროგრამის Ultiboard-ის აღწერისას განხილულია ელექტრონული კომპონენტების ჯგუფები, ელექტრონული ანაწყობების შესაძლო სტრუქტურები, ციფრული მიკროსქემების ტიპები და ზომები, ნაბეჭდი სამონტაჟო ფირფიტის სახეები, ზომები, მასალები. ნაჩვენებია როგორ ხდება სამონტაჟო ფირფიტის გამოტანა ნახაზზე, აკრძალვის ზონის გამოყოფა, ელემენტების გადაადგილება და ორიენტირება, ტრასირება, სამონტაჟო ფირფიტის პროექტის ფენების ამობეჭდვა, სხვადასხვა ელემენტის შექმნა, რომლებიც არ შედის მონაცემთა ბაზაში, აგრეთვე პროექტის ექსპორტი Gerber ფაილების სახით.
უაკ: 620.9:502.7
სახელმძღვანელოში განხილულია ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნილებათა მართვის პროგრამები; ენერგორესურსების დაზოგვის გამოცდილება განვითარებულ ქვეყნებში; თანამედროვე ეკონომიკური ანალიზის მეთოდები და ენერგიის დაზოგვის პოტენციალი; შენობების ენერგოაუდიტი და ენერგოაუდიტის ხელსაწყოთა ტექნიკა; ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების პერსპექტივები საქართველოში; ეკონომიკური ანალიზის მაგალითები და ამოცანები. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 620.9:301
წიგნში განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების საზოგადოებრივი, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული გარემო, ასევე მომხმარებლების უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხოებისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მედიის, პრესრელიზების და ცხელი ხაზის საშუალებით. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტების და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.