უაკ: 007.14;057.3
ლექციების კურსში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ოფიციალურ-საქმიანი შეხვედრების სახეები და მათი კლასიფიკაცია, სხვადასხვა ფორმატის ოფიციალურ-საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების ადმინისტრირების მეთოდები და ხერხები. ასევე შეიცავს ინფორმაციას საქმიანი ღონისძიების საინფორმაციო უზრუნველყოფის საშუალებების, შეხვედრის ტიპის მიხედვით საჭირო დოკუმენტაციის წარმოების წესების, ღონისძიების ბიუჯეტის შედგენის პარამეტრების შესახებ. განხილულია შეხვედრებისათვის ადაპტირებული გარემოს მომზადებისა და უსაფრ-თხოების უზრუნველყოფის, ოფიციალური მოწვევის ორგანიზებისა და მიღების ოქმების მოთხოვნები.
განკუთვნილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ღონისძიების ორგანიზების“ შესაბამისი მოდულის სწავლებისათვის.
უაკ: 74
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გასამართი სივრცისა და გარემოს დეკორაციული გაფორმებისადმი შემოქმედებითი მიდგომის ძირითადი სახეები სივრცის დიზაინი და არქიტექტურული თავისებურებები დეკორის ელემენტების მისადაგებისა და მხატვრული იდეების გენერირების ხერხები. ასევე შეიცავს ინფორმაციას მსოფლიო სამზარეულოს თავისებურებების, ხალხთა კვებითი კულტურის კულტურულ-რელიგიური ტრადიციების, კვებითი მომსახურების სახეების, კვებითი უსაფრთხოების ნორმების შესახებ. მოცემულია ღონისძიების მუსიკალურად გაფორმებისა და გასართობი პროგრამის შემუშავების სპეციფიკა.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამა „ღონისძიების ორგანიზების“ შესაბამისი მოდულის სწავლებისთვის.
უაკ: 55/556
სალექციო კურსში განხილულია ჰიდროგეოლოგიური კვლევის საკითხები წყალმომარაგებისათვის, მიწისქვეშა წყლების რეჟიმის და გრუნტის წყლების დონის ხელოვნური დაწევის საკითხები, მინერალური და ნავთობის წყლების კვლევა.
სალექციო კურსი განკუთვნილია ჰიდროგეოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტებისათვის და ასევე დაეხმარება გეოლოგიის დარგის სხვა სპეციალობის სტუდენტებსაც.
უაკ: 659.3
უაკ: 174
სალექციო კურსის მიზანია პროფესიული ეთიკის არსის, ბუნების, ძირითადი კატეგორიების, მორალისა და ზნეობის ნორმების დაცვის უნარ-ჩვევების შესწავლა, პროფესიულ საქმიანობაში მათი გამოყენების აუცილებლობის გაცნობიერება; საუბარია ჟურნალისტის პროფესიულ-ეთიკური პოზიციისა და პროფესიული ტაქტის, ჟურნალისტური მოღვაწეობის ზნეობრივი პრინციპების, ჟურნალისტის უფლებებისა და მოვალეობების, მედიის ეთიკური განზომილებების, მედიის თვითრეგულირების მექანიზმების, მედიის ბუნების და გავლენის, ზნეობრივი პრინციპების დაცვის აუცილებლობის შესახებ; გამორჩეული ყურადღება ეთმობა ეთიკურ კოდექსებს, რომლებიც ხელს უწყობს პროფესიული მორალის, ზნეობრივი ნორმების, უმაღლესი სტანდარტების დაცვას ჟურნალისტური მოღვაწეობის პროცესში და თეორიული სამეცნიერო ცოდნის გარდა მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც; ასევე გაანალიზებულია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების შესახებ; მოწოდებულია ცნობები პროფესიულ-ეთიკური კატეგორიების პრინციპების დაცვის მდგომარეობის შესახებ თანამედროვე ქართულ კომუნიკატივისტიკაში; საგანგებო ადგილი ეთმობა მსჯელობას დამოუკიდებელი მედიასაბჭოს და პრესომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ, რომელთა არსებობა არის გარანტი იმისა, რომ მედიის პროფესიული სტანდარტების დეკლარირებული ნორმები დაცული იქნება და რეაგირების გარეშე არ დარჩება ის ფაქტები, რომელიც ზნეობრივ-ეთიკური კანონების დარღვევასთან ასოცირდება, ასევე გარანტირებული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ახალი ტექნოლოგიების დაუფიქრებლად გამოყენებას შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოჰყვეს და მედიასაშუალება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. სიახლის შესაბამისად ეთიკური პრობლემებისადმი მიდგომაც შეიცვალა. სალექციო კურსში ამაზეც არის ყურადღება გამახვილებული.
ყოველი თემის შემდეგ, ცოდნის შემოწმების მიზნით, მოცემულია შეკითხვები. სალექციო კურსი დახმარებას გაუწევს სტუდენტებს პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისებაში, დასახული მიზნისა და შედეგის მიღწევაში.
სალექციო კურსი განკუთვნილია ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთა და ჟურნალისტიკამცოდნეობის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთათავის.
უაკ: 621.792
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების მეთოდური მითითებები შეწებილი მასალების და ფილების წარმოების საკითხებში მაგალითების ჩვენებით. აგრეთვე თანდართული არის ამ სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი მონაცემები და ტექნიკური მაჩვენებლების დანართები ცხრილების სახით.
გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 577
დამხმარე სახელმძღვანელო გაყოფილია ლაბორატორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებად. ლაბორატორიული სამუშაოების ნაწილი ბიოსამედიცინო შინაარსისაა, ხოლო ნაწილი ზოგადი ფიზიკიდან ისეა შერჩეული, რომ ემსახურება არა მარტო ზოგადი ფიზიკის საკითხების ცოდნას, არამედ ბიო- და სამედიცინო ფიზიკის თემატიკასაც. მასში განხილულია ის ძირითადი ფიზიკური მოვლენები და კანონები, რომლებიც უშუალოდ თუ ირიბად უკავშირდება ბიომედიცინას. თითოეულ პარაგრაფში კითხვებსა და ამოცანებს წინ უძღვის მათი ამოხსნისთვის აუცილებელი საბაზისო ცოდნის შინაარსი და ამოცანების ამოხსნის ნიმუშები.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და სამედიცინო ფიზიკის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
უაკ: 621.921.4 620.179.5
სალექციო კურსში მოცემულია მერქნისა და მერქნული მასალების დამმუშავებელი ჩარხების, საჩარხო სისტემებისა და ინსტრუმენტების საერთო ტექნიკური ცნობები, ჩარხების კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული სქემები, მოწყობილობები. მოყვანილია კონსტრუქციების ვარიანტები, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული პარამეტრები. აღწერილია ჩარხების მუშაობისათვის აუცილებელი ძირითადი და დამხმარე მექანიზმები და მოწყობილობები. მოცემულია ტექნოლოგიური გაანგარიშებები ექსპლუატაციის პირობებთან დაკავშირებით, აგრეთვე ტექნოლოგიისა და მოწყობილობების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. ასევე განხილულია სტატიკისა და დინამიკის ზოგიერთი კინემატიკური და ძალური მახასიათებლების განსაზღვრისა და დადგენის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩარხებისა და საჩარხო სისტემების სპეციფიკური მუშაობის პირობებთან, რაც მიზნად ისახავს აიხსნას დინამიკისა და სტა-ტიკის ზეგავლენა მანქანაში წარმოქმნილ პროცესებზე.
მოცემულია ხის დამმუშავებელი ჩარხების საერთო მონაცემები, კონსტრუქციების ტექნოლოგიური საფუძვლები და მერქნის მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიური პრინციპები. კერძოდ, განხილულია ზოლურა და ლენტახერხიანი, აგრეთვე მრგვალხერხიანი, სარანდავი, სარეისმუსო, საფრეზი, სახარატო, სახერხი, საბურღი და სატეხი ჩარხების კონსტრუქციები, მუშაობის პრინციპები და მათი ტექნოლოგიური გაანგარიშებები. მოცემულია მერქან-მჭრელი ინსტრუმენტები.
გამოცემა განკუთვნილია მერქნული მასალების დამუშავების სპეციალობის მიმართულების ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს მერქნისა და მერქნული მასალების დამმუშავებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინრებსა და კონსტრუქტორებს პრაქტიკული საკითხების გადაჭრაში.
უაკ: 621.921.4
სალექციო კურსში განხილულია სახერხი წარმოების პროდუქცია; ხე-ტყის სახერხი ნედლეული და ნედლეულიდან დახერხილი პროდუქციის გამომუშავების მეთოდები; მოცემულია ხერხთაწყობის გაანგარიშება; დახერხილი პროდუქციის ოპტიმალური ზომების განსაზღვრა; ნედლეულის დანაწევრების დაგეგმვა და ხარჯის ნორმირება.
მოცემულია საწარმოო პროცესების ჰარმონიზაციის თეორიის საფუძვლები; ნაკადური ხაზები ხისტი და მოქნილი კავშირებით; სახერხი ნედლეულის საწყობებში მუშაობის ორგანიზაცია და გამოყენებული მოწყობილობები. მორების დახერხილ ხე-ტყედ დანაწევრება ჩარჩოხერხის, ლენტახერხიანი, მრგვალხერხა, საფრეზ-სახერხი ჩარხების ბაზაზე და გამოყენებული მოწყობილობები; სახერხი ნედლეულის ჩამოგანვისა და დატორსვის უბანი, სამუშაოების ორგანიზაცია დახერხილი ხე-ტყის საწყობებში.
წიგნში განხილულია დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგიის კურსის ბაკა¬ლავრიატის პროგრამით გათვალისწინებული საკითხები. იგი სასარგებლო იქნება მაგისტრანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.