უაკ: 54
სტუდენტის რვეული საინტერესოა როგორც ექსპერიმენტული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და ითვალისწინებს ექსპერიმენტის საფუძველზე რაოდენობრივი გამოთვლების შესრულებას, მოიცავს შესაბამის თეორიულ მასალას, მდიდარია ვიზუალური მასალით. სამუშაო რვეულის საშუალებით სტუდენტი შეძლებს გაეცნოს ექსპერიმენტული სამუშაოს უსაფრთხოებას, დაახასიათოს ჩატარებული ექსპერიმენტი, ჩამოაყალიბოს საძიებო კითხვა და ჰიპოთეზა, შეაგროვოს და გააანალიზოს მონაცემები ააგოს შესაბამისი გრაფიკები და გააკეთოს სათანადო დასკვნები.
ნაშრომი ემსახურება და ხელს უწყობს შემდეგი უნარების განვითარებას: საკითხის ცოდნის, გაგების და გამოყენების დემონსტრირება; მონაცემების წაკითხვა და ორგანიზება; მონაცემების გადაყვანა ერთი სახიდან მეორეში (ცხრილების, გრაფიკების, სქემების წაკითხვა-შევსება-აგება), მონაცემების ანალიზი და შეფასება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა; პრობლემის გადაჭრა.
სამუშაო რვეული მოიცავს 11 სამუშაოს. პირველ სამუშაოში აღწერილია ქიმიური აღჭურვილობა და მოცემულია შესაბამისი დავალება. დანარჩენი 10 ლაბორატორიული სამუშაო ექსპერიმენტულია.
სტუდენტის რვეულის გამოყენება ეფექტური იქნება როგორც დისტანციური, ისე ჰიბრიდული და პირისპირ სწავლების დროს და დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს ჩატარებული ექსპერიმენტული მასალის უკეთ ათვისებაში.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაქიმიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომელსაც შევსებული ფორმით სტუდენტი წარმოადგენს დოკუმენტური მასალის სახით.
უაკ: 621.5
სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო დანადგარის დაპროექტების სტანდარტები. დეტალურადაა აღწერილი სამაცივრო კამერების სამშენებლო-საიზოლაციო კონსტრუქციები, მოცემულია თბოიზოლაციის გაანგარიშება, სივრცითი დაგეგმარების პირობები, მაცივარი დანადგარის ძირითადი კვანძების: კომპრესორის, საორთქლებლის, კონდენსატორის და დამხმარე მოწყობილობების შერჩევის მეთოდიკა; სამაცივრო ციკლის შერჩევისა და გაანგარიშების საფუძვლები.
ნაშრომი განკუთვნილია საკვები პროდუქტების წარმოება-გადამუშავებისა და სამაცივრო მოწყობილობების საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. აგრეთვე შეიძლება გამოიყენონ ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.
უაკ: 622
მეთოდიკური მითითებები შედგენილია დისციპლინის - „წიაღისეულის მოპოვების პროცესების ავტომატიზაცია“ სასწავლო გეგმის (სილაბუსის) მიხედვით.
ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი სამთო მრეწველობაში გამოყენებული სასარ-გებლო წიაღისეულის კარიერული და მიწისქვეშა წესით მოპოვების პროცესების ავტომატური მართვის ხერხები, ცალკეული პროცესის ავტომატური მართვის საშუალებები. კერძოდ, მოცემულია კარიერული საბურღი დანადგარებისა და ექსკავატორების, ნახშირმომპოვებელი კომბაინების, ავტომატიზებული გვირაბგამყვანი კომპლექსებისა და საკონვეიერო ტრანსპორტის ავტომატური მართვის სტრუქტურული სქემები, საშახტო რკინიგზისა და ამწევი მანქანის ავტომატიზაციის აპარატურის განლაგების სქემები, წყალამოსაღვრელი დანადგარების მართვის აპარატურის, მთავარი და ადგილობრივი განიავების სავენტილატორო დანადგარების ავტომატიზაციის საშუალებების, შახტის ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციის ავტომატური კონტროლის აპარატურის განლაგების სქემები და მათი მოქმედების პრინციპები.
თითოეული სამუშაოს ბოლოს მოცემულია საკონტროლო კითხვები, რაც დაეხმარება სტუდენტს მასალის უკეთ ათვისებასა და საგამოცდო ტესტირებისათვის მომზადებაში.
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 615
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის სალექციო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის. სახელმძღვანელოს თან ერთვის გამოყენებული ტერმინების განმარტებების ლექსიკონი, რომელშიც ასახულია ფარმაცევტული საქმიანობის სამართლებრივი წარმართვისთვის აუცილებელი მოთხოვნები.
წიგნი განკუთვნილია ფარმაცევტული სპეციალობის მაგისტრატურის, ბაკალავრიატის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისთვის.
ნაშრომში, რომელშიც ქრონოლოგიური პრინციპი კარგადაა შეხამებული თემატურ პრინციპთან, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების აღქმას მკითხველი მოახდენს მათ ტოქსიკურ ანალიზთან ერთიან კონტექსტში. იგი გაეცნობა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, პირველადი (ვიტამინები, ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები) და მეორეული (ალკალოიდები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები) ბიოსინთეზის პროდუქტებს, ორგანიზმების თვისებით და რაოდენობრივ შედგენილობას ანუ ბიოლოგიური მაკრომოლეკულების სტრუქტურას და დაბალმოლეკულურ მარეგულირებლებს. შეიძლება ითქვას, რომ ქიმიის ეს ნაწილი პირველი საფეხურია ბიოლოგიური ქიმიის შესასწავლად, რადგან, როგორც ვიცით, ბიოლოგიური ქიმია შეისწავლის ცოცხალ მატერიაში შემავალი ნივთიერებების ქიმიურ აღნაგობას და ფუნქციებს, მათ გარდაქმნას მეტაბოლიზმის პროცესში, აღწერს როგორ მუშაობენ ბიოლოგიური სისტემები.
რაც შეეხება ბანების ქიმიას, შეიძლება ის ჩაითვალოს გამაერთიანებელ რგოლად ბიოლოგიასა და ქიმიას შორის, ამ დარგის გაცნობისას იკვეთება მსგავსება (აღმატებულ ხარისხში) და განსხვავება ცოცხალ სისტემებსა და მათ ქიმიურ შედგენილობას შორის.
ნაშრომში მოცემულია ნივთიერებების კლასიფიკაცია ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით. ანალოგიურად არის განხილული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კლასიფიკაცია ფიზიოლოგიური აქტივობის მიხედვით. ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები შეიძლება პირობითად 3 ჯგუფად დავყოთ: 1. ბუნებრივი, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის კომპონენტები; 2. ბიოლოგიური ან ქიმიური (ანთროპოგენური) წარმოშობის კონტამინანტები - დამაბინძურებელი აგენტები; 3. საკვები დანამატები და საღებრები. ნაშრომში თითქმის ყველა ეს ნივთიერება საინტერესოდაა განხილული.
სტუდენტებისათვის საინტერესოდ არის მიწოდებული ნივთიერებების ტოქსიკოლოგიური ანალიზის როლი, და არა ქიმიური ანალიზი. გასაგებად არის დამუშავებული საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სპეციფიკური ეფექტების საფუძველზე. აგრეთვე სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების საშიშროების კლასიფიკაცია სამუშაო ზონის ჰაერში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების საფუძველზე.
დამხმარე სახელმძრვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ის საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო წრისთვის.
უაკ: 539.3/.8
უაკ:
კრებულში შესულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები.
გამოყენებულია ამ პერიოდისათვის ჩვენს ხელთ არსებული საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მედიაარქივის ჯგუფის მიერ მოწოდებული და საგამომცემლო სახლ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ ციფრულ არქივში დაცული ფოტოები.
მომავალ წელს და შემდგომშიც, კვლავ იგეგმება მსგავსი კრებულების გამოცემა, ამიტომ, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე sagamomcemlosakhli@yahoo.com გამოგვიგზავნოთ მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების ამსახველი, აგრეთვე ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლების ფოტოები (TIFF an JPG ფორმატი, გარჩევადობა არანაკლებ 150 dpi, დიდი მოცულობის ფაილების შემთხვევაში გამოიყენეთ ZIP ან RAR არქივატორი). თითოეულ გამოგზავნილ ფოტოზე მიუთითეთ სახელი, გვარი (სახელები, გვარები), ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი, თუ შესაძლებელია მცირე განმარტებაც.
უაკ: 697
სალექციო კურსში გაშუქებულია შენობათა ვენტილაციის ჰიგიენური საფუძვლები, დახურულ სათავსებში ჰაერცვლის შექმნის ხერხები, გარე და შიგა ჰაერის საანგარიშო პარამეტრები, ჰაერსატარების ქსელის გაანგარიშების მეთოდიკა, ბუნებრივი და მექანიკური ვენტილაციის სისტემები, მოდინებული ჰაერის გათბობა, კალორიფერები და ვენტილატორები, ჰაერის გამწმენდი მოწყობილობანი და სხვა.
გამოცემა განკუთვნილია თბოაორმომარაგება და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
უაკ: 511.15
სალექციო კურსი მოიცავს წრფივი ალგებრის ამოცანებს, დიფერენციალური განტოლებების შემცველი სასაზღვრო ამოცანების, არაწრფივ განტოლებათა სისტემების, კოშის ამოცანის რიცხვით ამოხსნებსა და ფუნქციათა მიახლოების ინტეგრების თეორიას.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური საწავლებლების სტუდენტებისათვის.