უაკ: 004.41
მეთოდურ მითითებაში განხილულია სატრანსპორტო ამოცანის ორი მოდელი, ამოხსნის სამი მეთოდი და მიღებული შედეგები. მოდელებში გამოყენებულია წრფივ განტოლებები, უტოლობები და წრფივი განტოლებათა სისტემები. მოცემული პროექტი გამოიყენება სატრანსპორტო ამოცანის საწყისი მონაცემების დამუშავებისას. მითითებაში განხილული სატრანსპორტო ამოცანა ინტერნეტის მეშვეობით ონლაინრეჟიმშია რეალიზებული.
მეთოდური მითითება განკუთვნილია ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
უაკ: 621.791.3
სალექციო კურსში განხილულია აირთერმული დანაფარების მიღების თანამედროვე მეთოდები. მოცემულია აირალოვანი, ელექტრორკალური მეტალიზაციის, დეტონაციურ-აირული, ვაკუუმურ-კონდენსაციური, პლაზმური დაფრქვევის პროცესები.
სალექციო კურსი განკუთვნილია მასალათმცოდნეობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 741/744
სახელმძღვანელოში განხილულია გეომეტრიული ფიგურების აგების თეორიული საფუძვლები.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია ტექნიკური ხაზვის საფუძვლების დამოუკიდებლად შესწავლით.
უაკ: 0811.2.1
მოცემული პრაქტიკული კურსი მნიშვნელოვანი დამატებაა ბიოტექნოლოგიის საფუძვლების თეორიული კურსისთვის. მისი ძირითადი ამოცანაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება, დამოუკიდებელი კვლევითი მუშაობის ჩვევების გამომუშავება. სტუდენტებს ხელს უწყობს უკეთ აღიქვან ბიოტექნოლოგიის საფუძვლების თეორიული კურსი, ასევე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა ფერმერულ მეურნეობაში, ღია გრუნტსა და სათბურებში, ბოსტნეულის და ხეხილოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალის მისაღებად. კურსში წარმოდგენილია ფიტოჰორმონების და ბიოპრეპარატების შეტანის მეთოდები ღია გრუნტში ამა თუ იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, ცხოველთა კლონირების, გენური ინჟინერიის მეთოდები და მუტაციური ცვალებადობით მიღებული მცენარეები. წარმოდგენილი პრაქტიკული მასალა ილუსტრირებულია.
განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 69.01
პრაქტიკულ მეთოდიკურ სახელმძღვანელოში მოკლედ განმარტებულია მეცნიერება და მისი როლი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. განხილულია საინჟინრო და სამეცნიერო კვლევის დიზაინი, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია, მეცნიერული კვლევის თემის მიმართულების არჩევა და დასაბუთება, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დაგროვება და დამუშავება. პრაქტიკული მეცადინეობები წარმოდგენილია ქართული და უცხოური წყაროების დამუშვების შედეგად თავმოყრილი მოკლე თეორიული მასალისაგან, მოცემულია მრავალი მაგალითი, დავალება და სავარჯიშო.
მეთოდური განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა უნივერსიტეტების საინჟინრო პროგრამების მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
უაკ: 615
სალექციო კურსში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები, სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური ანალიზის სალექციო და პრაქტიკული სამუშაოებისათვის. სახელმძღვანელო მოიცავს ახალი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიურ კვლევას _ წინაკლინიკური და კლინიკური კვლევის სტადიებს, სტანდარტებს, მათი ჩატარების ორგანიზების მოთხოვნებს, რეგულაციებსა და რეგლამენტებს.
გამოცემა განკუთვნილია მედიცინის დარგის და მასთან დაახლოებული სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს დარგის სპეციალისტებს და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 903.5
კაცობრიობის განვითარების პრეისტორიული ეპოქა მთლიანად მოიცავს პირველი ადამიანის წარმოშობიდან დამწერლობის შემოღებამდე ანუ ახალ წელთაღრიცხვამდე უდიდეს პერიოდს. დამწერლობის არარსებობის გამო, იმ დროს არსებული ფაქტების დაფიქსირება მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალებით არის შესაძლებელი, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენამდე მოღწეული ნაგებობები.
სახელმძღვანელოში განხილულია ის ძირითადი პრეისტორიული ნაგებობები, რომლებიც გამოვლენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 681.327
მეთოდიკურ მითითებებში ძირითადი ციფრული მიკროსქემების მუშაობის გამოკვლევის მიმართულებით განხილულია კომპიუტერთან მუშაობის, Proteus-ის და Flow Code-ს პროგრამის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებელია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მოყვანილია 18 სამუშაოს მოკლე თეორიული აღწერა, თითოეული სამუშაოს ვირტუალურად ჩატარების თანამიმდევრობა, საწყისი მონაცემების 10 ვარიანტი და სამუშაოს ჩატარების შემდეგ როგორ უნდა გაფორმდეს შესაბამისი ოქმი.
განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ასევე გამოდგება სხვა ფაკულტეტის იმ სპეციალობის სტუდენტებსაც, რომლებიც სწავლობენ ციფრული ტექნიკის სფუძცვლები მსგავს საგანს.
განხილულია ბიოტექნოლოგიის, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერების განვითარების ისტორია, მიმართულებები და კლასიფიკაცია, ბიოტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები თანამედროვე სოფლის მეურნეობაში, უჯრედული სელექცია, In vitro ბიოტექნოლოგიის მნიშვნელობა და მეთოდები, ელიტური სათესლე და სარგავი მასალის მიღების შესაძლებლობები, მცენარეთა ბიოტექნოლოგიის საფუძვლები, მუტაციები, მათი დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში. მცენარეთა ზრდის მასტიმულირებელი ბაქტერიები და მათი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში. ვირუსების უარყოფითი გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების, როგორც სათესლე-სარგავი მასალის მიღება-მოსავლიანობაზე. მცენარეთა ზრდის სტიმულატორების გაცნობა და მათი მნიშვნელობა in vitro მცენარეების განვითარებისთვის.
ასევე განხილულია ბიორემედიაცია, მისი კლასიფიკაცია და დანიშნულება სოფლის მეურნეობაში. აღწერილია სოფლის მეურნეობის ნარჩენების გადამუშავების სისტემები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება და მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში.
განხილულია ორგანიზმებში გენების გადატანის პრინციპები, მცენარეთა და ცხოველთა კლონირების მიმდინარეობა, რეკომბინანტული მიკროორგანიზმების მნიშვნელობა ცილების სამრეწველო სინთეზისთვის. სალექციო კურსი მოიცავს ბიოუსაფრთხოების წესების გაცნობას.
ლექციების კურსი განკუთვნილია აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.