უაკ: 621 774 35
სალექციო კურსში განხილულია მილების წარმოების მექანიკური მოწყობილობა, მილსაგლინი დგანების ძირითადი კვანძებისა და დამხმარე მექანიზმების კონსტრუქციები და აღჭურვილობა. სალექციო კურსში შესულია როგორც ლითონის პლასტიკურ დეფორმაციასთან დაკავშირებული ძირითადი მანქანა-დანადგარები, ისე დამხმარე ოპერაციების შესრულებისათვის განკუთვნილი მოწყობილობები. წიგნი შეიცავს სხვადასხვა ტიპის მილების გლინვის ტექნოლოგიური დანადგარების კვანძების კონსტრუქციების აღწერას და ანგარიშის მეთოდებს. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობის და მასალების დამუშავების“ სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 631.442.5:631.66/.87
გამოცემაში სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით გაშუქებულია მარკშაიდერული სამსახურის ამოცანები სამარკშაიდერო საქმესთან დაკავშირებით – ჰორიზონტალური და ვერტიკალური დამაკავშირებელი აგეგმვები, განხორციელებული სამუშაოების სიზუსტის შეფასების ხერხები, მარკშაიდერულ აგეგმვებთან და ქვედამუშავების მავნე ზეგავლენის შედეგად ქანთა მასივის ძვრისა და დეფორმაციების საკითხები. სასწავლო კურსი განკუთვნილია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 553.981:553.982:550.8
სალექციო კურსში გაშუქებულია ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვის მეთოდიკა. განხილულია საძიებო-სადაზვერვო სამუშაოების სტადიები და ცალკეული ბუდობების ძიების დროს ჭაბურღილების განლაგების ძირითადი პრინციპები. მოცემულია ნავთობისა და გაზის დაგროვების ძიების სისტემის შერჩევა და პროდუქტიული ფენის გახსნის და მოსინჯვის მეთოდები. სხვადასხვა გენეტიკური ტიპის ბუდობების დაზვერვის თავისებურებანი. სალექციო კურსი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 711.142:351.755
სალექციო კურსში გაანალიზებულია უძრავი ქონების არსი, უძრავი ნივთების სარგებლობის, ფლობის და განკარგვის საკითხები. განხილულია მიწის/უძრავი ქონების/რეგისტრაციის მართებულად წარმართვის: უძრავ ქონებაზე უფლებათა შეძენის, გამოყენებისა და განკარგვის უსაფრთხოების, საადგილმამულო დავების შემცირების, მიწის ბაზრის განვითარებისა და კონტროლის, მიწის თაობაზე ხელმისაწვდომი და უტყუარი ინფორმაციის წარმოების ხელშემწყობი პირობების შექმნის საკითხები. გამოცემა განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 528.44
სალექციო კურსში მოცემულია საკადასტრო სამუშაოების ყველა ოპერაცია – უძრავი ქონების აღრიცხვა, ნიადაგის ხარისხის განსაზღვრა, ეკონომიკური შეფასება და რეგისტრაცია. განხილულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების როლი საქმის წარმოების პროცესში და ქვეყნის სამეურნეო დარგების გეოინფორმაციული უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხები; საკადასტრო სამუშაოების როლი მიწისა და სხვა უძრავი ქონების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ორგანიზაციის უზრუნველყოფაში. ნაშრომი განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 62-5:502.7
სალექციო კურსი ეხება გეოეკოლოგიის აქტიურ პრობლემას. სახელდობრ არაცოცხალი გარემოს – ნიადაგის, ზედაპირული წყლების და ატმოსფეროს დაბინძურების შესწავლას მათემატიკური მოდელირების მეთოდების გამოყენებით. მოცემულია თანამედროვე მათემატიკური მოდელები, მათი რიცხვითი ინტეგრირების მეთოდები, კომპიუტერული გამოთვლების ალგორითმები. მოყვანილია რიცხვითი მოდელირების კონკრეტული მაგალითები. გამოცემა რეკომენდებულია უნივერსიტეტების გარემოს დაბინძურების შემსწავლელი როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. ის დიდ დახმარებას გაუწევს ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებულ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს პრაქტიკული გამოთვლების ჩატარებაში.
უაკ: 633
სალექციო კურსში მოცემულია გასავრცელებლად დაშვებული ტექნიკური კულტურების მოვლა-მოყვანისა და მოსავლის აღების ტექნოლოგია, განხილულია ტექნიკური კულტურების მოსავლიანობის ფორმირება შემდეგი მაჩვენებლებით: ტენიანობით, გაღივებით, სიწმინდით, სარეველებით (სხვა კულტურის ან სარეველების თესლით), დაავადებებით და მავნებლებით, განსაზღვრულია მოსავლის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი რეზერვი, ოპტიმალური თესვის ვადა, რომელიც მცენარეთა მომდევნო ძლიერი თაობის მიღების ჯიშისათვის და სახეობისათვის არის დამახასიათებელი. გამოცემა განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 633:581.8
სალექციო კურსში განხილულია გასავრცელებლად დაშვებული მინდვრის კულტურების – პურეულ მცენარეთა ზოგადი დახასიათება: მათი ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, თავთავი, თავთუნი, ნაყოფი, ენდოსპერმი, მარცვლის ქიმიური შედგენილობა, პურეულთა ზრდა და განვითარება, აღმოცენება, პურეულთა ბარტყობა, ტანის აყრა (აღერება), დათავთავება, ყვავილობა, ყანის დამწიფება ანუ „დაპურება“ და ფაზები: რძისებრი სიმწიფის, ცვილისებრი სიმწიფის და სრული სიმწიფის. მოცემულია პურეულ მცენარეთა დაჯგუფება, საშემოდგომო და საგაზაფხულო ფორმები; მოვლა-მოყვანისა და მოსავლის აღების ტექნოლოგია. განხილულია ნიადაგის დამუშავება, განოყიერება, თესლის მომზადება დასათესად. განსაზღვრულია მოსავლის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი რეზერვი, ოპტიმალური თესვის ვადა, რომელიც მცენარეთა მომდევნო ძლიერი თაობის მიღების ჯიშისათვის და სახეობისათვის არის დამახასიათებელი. გამოცემა განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის აგრარული ტექნოლოგიის სტუდენტებისათვის.
უაკ: 632.931.1
სალექციო კურსში განხილულია გასავრცელებლად დაშვებული მინდვრის კულტურების ეკოლოგიური და ჯიშური აგროტექნოლოგიები, მინდვრის კულტურების, მათი სახეობრივი, სახესხვაობრივი და ჯიშური შედგენილობა. ეკოლოგიური თავისებურებების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ კულტურებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულების კანონზომიერების დადგენას. მინდვრის კულტურების ბიოლოგიური თავისებურებებისა და მოცემული ზონის ნიადაგურ-კლიმატური პირობების მდგომარეობის ცოდნა შესაძლებლობას იძლევა სწორად შეირჩეს მცენარეთა სახეობები და ჯიშები. კულტურების წარმოების გაუმჯობესება განპირობებულია ახალი ცოდნით, გაუმჯობესებული ტექნიკით, პესტიციდებისა და საუკეთესო ჯიშების გამოყენებით. გამოცემა განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.