უაკ: 656.052
დამხმარე სახელმძღვანელოში გაშუქებულია ინვესტიციების როლი საბაზრო ეკონომიკის პირობებში. განხილულია ინვესტიციების წარმოქმნის და მისი განვითარების ეტაპები. აღწერილია საინვესტიციო გარემო და საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში. გათვალისწინებულია საინვესტიციო გარემოზე მოქმედი რისკფაქტორები. დამხმარე სახელმძღვანელოს საინტერესოს და მიმზიდველს ხდის ავტორის მიერ შემუშავებული ახლებური ასპექტები და გააზრება ინვესტირების პროცესებზე. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ბიზნესმენებისათვის.
უაკ: 577.1
დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მოკლე თეორიული მასალა და ტესტური ამოცანები ბიოქიმიის უმნიშვნელოვანესი ბიომოლეკულების: ამინომჟავების, ცილების, ფერმენტებისა და ნუკლეინის მჟავების სტრუქტურის, თვისებებისა და ფუნქციების შესახებ. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 621.9
დამხმარე სახელმძღვანელო შექმნილია საგანმანათლებლო პროგრამის – „მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“ მოთხოვნათა მიხედვით. იგი დაწერილია „მასალების ჭრით დამუშავების“ სრული კურსის სასწავლო სილაბუსის შესაბამისად. მისი დანიშნულებაა მასალების ჭრით დამუშავების მნიშვნელოვან საკითხებზე პრაქტიკული მეცადინეობების შესრულება. მოცემული სხვადასხვა სირთულის კითხვები და ამოცანები, თითოეულ სამუშაოში საკონტროლო ტესტი გავლილი მასალის თვითშეფასებისათვის, რომელთა საფუძვლიანი შესწავლა სტუდენტს საშუალებას მისცემს აითვისოს ჭრის პროცესის ძირითადი კანონზომიერებები, გამოიმუშავოს პრაქტიკული ჩვევები და წარმატებით გამოიყენოს ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის დასაუფლებლად. წიგნი განკუთვნილია აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელო შექმნილია საგანმანათლებლო პროგრამის – „მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“ მოთხოვნათა მიხედვით. იგი დაწერილია „მასალების ჭრით დამუშავების“ სრული კურსის სასწავლო სილაბუსის შესაბამისად. ლაბორატორიულ სამუშაოებში განხილულია მასალების ჭრით დამუშავების მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა საფუძვლიანი ათვისება სტუდენტს საშუალებას მისცემს ექსპერიმენტულად შეისწავლოს ჭრის პროცესის ძირითადი კანონზომიერებები, შეითვისოს პრაქტიკული ჩვევები და წარმატებით გამოიყენოს მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად. განსაზღვრულია ლაბორატორიული სამუშაოს მიზანი, შინაარსი, შესრულების თანამიმდევრობა. მითითებულია საჭირო დანადგარები, ხელსაწყოები და იარაღები. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს ერთვის საკონტროლო კითხვები გავლილი მასალის შესამოწმებლად. მოცემულია, აგრეთვე, მითითებები შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში. წიგნი განკუთვნილია აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 2(02)3
დამხმარე სახელმძღვანელო არის საღმრთო სჯულის ისტორიის კრებული, რომელშიც საუბარია მსოფლიოს ხალხთა ზოგ სარწმუნოებრივ აღმსარებლობასა და წარმოდგენებზე. წიგნი არ არის მსოფლიოს ხალხთა რელიგიის სრული ისტორია, მაგრამ დაინტერესებულ მკითხველს გარკვეულ შთაბეჭდილებას შეუქმნის რელიგიის ისტორიის შესახებ. ნაშრომი ეფუძნება არაერთ მეცნიერულ თუ ისტორიულ კვლევას და მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ძველ და ახალ სარწმუნოებათა შესახებ. წიგნი დახმარებას გაუწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და რელიგიის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს.
უაკ: 577.1:547.454
ნახშირწყლები ცილებთან და ცხიმებთან ერთად უმნიშვნელოვანესი ნივთიერებებია და აუცილებელია ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმისათვის არა მარტო როგორც ენერგიის წყარო, არამედ მრავალი სხვა ფუნქციის შესასრულებლად. ამჟამად ცნობილია ნახშირწყლების მაღალსპეციფიკური ჯგუფები: N-გლიკოზიდები, ნუკლეოზიდები და მათი წარმოებულები, ვიტამინები C და B15, სისხლის ბუნებრივი ანტიკოაგულანტი – ჰეპარინი, ჰიალურონის მჟავა, რომელიც ხელს უშლის მიკროორგანიზმების შეღწევას ორგანიზმში და დიდ როლს ასრულებს განაყოფიერების პროცესში, გლიკოზიდური ანტიბიოტიკები, მიკროორგანიზმების სპეციფიკური პოლისაქარიდები და სხვა.ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ექცევა რთულ შერეულ პოლიმერებს, რომლებიც შეიცავს ნახშირწყლებს. ასეთ შერეულ ბიოპოლიმერებს ნუკლეინის მჟავების გარდა მიეკუთვნება ლიპოპოლისაქარიდები, გლიკოპროტეიდები, გლიკოლიპიდები, გლიკოლიპოპროტეიდები და სხვა. ნახშირწყლები და მათი წარმოებულები განსაზღვრავს ორგანიზმში ცალკეული სისტემების მაღალ სპეციფიკურობას. ამის მიზეზია თვით ნახშირწყლების სტრუქტურა, რომელსაც აქვს ასიმეტრიული ცენტრების დიდი რიცხვი, სტერეოიზომერები და კონფორმერები.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 546
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული (სილაბუსით) მოცემული მასალა არაორგანულ ქიმიაში. პროგრამა ითვალისწინებს – პერიოდული სისტემის s-, p-, d- ელემენტების ქიმიური თვისებებისა და რეაქციის უნარი, მათი ძირითადი ნაერთების მიღებას, ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესწავლას. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის. გამოადგება დოქტურანტურის სწავლების სტუდენტებს, ქიმიკოსებს და ქიმიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
უაკ: 766
საინჟინრო გრაფიკაში არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ნახაზის შედგენის ძირითადი მეთოდების პარალელურად, სპეციალური, მხოლოდ ერთი რომელიმე დარგისათვის საჭირო მეთოდების გამოყენებასთან გვაქვს საქმე. ნაშრომი ძირითადად გათვალისწინებულია სამთო-სამარკშეიდერო და გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის და მასში განხილულია დაგეგმილების ახალი ნიშნულიანი გეგმილის ცნების შემოტანის მეთოდი.
უაკ: 634.0:91:681.3
მეთოდიკურ მითითებებში მოცემულია გის Formap 5.3-სა და მობილური გის Formap 2.1-ის ასათვისებლად საჭირო ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები.მეთოდიკური მითითება განკუთვნილია სასწავლო კურსებისთვის, გის საფუძვლების შესასწავლად სპეციალობებზე სატყეო და აგრარულ მეცნიერებებში, ასევე აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ასათვისებლად.