უაკ: 625.096
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ უსაფრთხოების მიზნით წაყენებული მოთხოვნები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების წარმოქმნის ძირითადი მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, მათი თავიდან აცილების ღონისძიებები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის გზები და საშუალებები.ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე შესაბამისი დარგის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 681.3
ინფორმაციის ციფრული დამუშავების მეთოდების ლაბორატორიული პრაქტიკუმის ყოველი ექსპერიმენტი მიზნად ისახავს თეორიული მასალის ასახვას და დამტკიცებას. DATEx-ის ექსპერიმენტები სტუდენტისთვის საინტერესო პრაქტიკული გამოცდილებაა. სტუდენტს მიეცემა დავალება – ააწყოს, გაზომოს და იფიქროს. ეს არ არის „მზა რეცეპტის“ წიგნი. DATEx ნამდვილი საინჟინრო მოდულური სისტემაა, რომელიც არწმუნებს სტუდენტს, რომ ბლოკ-სქემა ასახავს რეალურად მოქმედ სისტემა. EMONA DATEx ტრენაჟორი შედგება ბლოკების ნაკრებისაგან NI ELVIS II პლატფორმის თანხლებით და პროგრამისაგან – ვირტუალური საზომი ხელსაწყოებით (VI) NI LabVIEW რომელიც სრულდება პერსონალურ კომპიუტერზე. ELVIS II – მოიცავს აუცილებელ ინტერფეისის სქემებს. DATEx - ის ექსპერიმენტში ხდება ბლოკ-სქემის რეალიზაცია.მეთოდური მითითებები მოიცავს 12 ამოცანას, რომლებშიც ასახულია ინფორმაციის ციფრული დამუშავების ყველა ძირითადი ეტაპი.წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემებისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.
უაკ: 629.113
სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული მართვის მქონე თანამედროვე საავტომობილო შიგაწვის ძრავების, მათი მექანიზმებისა და სისტემების დანიშნულება, მოწყობილობა და მუშაობის პრინციპები. ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის პროფილის სტუდენტებისათვის, თუმცა ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ამ დარგის სპეციალისტებს.
უაკ: 629 78
წიგნში მოხსენიებული სამუშაოები, ოფიციალური მასალები და დოკუმენტები გრიფით „სრულიად საიდუმლო“ და „საიდუმლო“ მოცემულ ეტაპზე განსაიდუმლოებულია. წიგნი შედგენილია ოფიციალური მასალების, დოკუმენტების და ელგუჯა მეძმარიაშვილის ჩანაწერებისა და მოგონებების მიხედვით სარედაქციო ჯგუფის მიერ. ოფიციალური მასალები, დოკუმენტები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც უკავშირდება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნას და ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო-სამხედრო მოღვაწეობას, ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში, აჭარის საარქივო სამმართველოში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ოქროს ფონდში“, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აჭარისა და ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის ბიბლიოთეკასა და ელგუჯა მეძმარიაშვილის პირად არქივში.
მეთოდურ მითითებებში განხილულია მოდელის მიხედვით ფიგურის სამი ხედისა და აქსონომეტრიული გეგმილის მიღება (SOLID VIEW მყარი სხეულის ხედი, SOLID DRAWING მყარი სხეულის ნახაზი, SOLPROF მყარი სხეულის პროფილი). განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისა და საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის.
მეთოდურ მითითებებში განხილულია მოდელის მიხედვით ფიგურის სამი ხედისა და აქსონომეტრიული გეგმილის მიღება (Section Plane მკვეთი სიბრტყე). განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. დაეხმარება იმ პირებსაც, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია AutoCAD 2015-ის ზოგიერთი სიახლე. განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის, ასევე დაეხმარება აღნიშნული კომპიუტერული პროგრამის უახლესი ვერსიის შესწავლით დაინტერესებულ პირებს.
მეთოდურ მითითებებში განხილულია მოდელის მიხედვით ფიგურის სამი ხედისა და აქსონომეტრიული გეგმილის მიღება (FLATSHOT ბრტყელი კადრი, გამოსახულება). განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის, ასევე საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკით დაინტერესებული პირებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია AutoCAD 2017-ის ძირითადი სიახლეები, კერძოდ Pdf ფაილის იმპორტირება, პროგრამაში შექმნილი 3D მოდელის პირდაპირ გაგზავნა 3D საბეჭდ მოწყობილობაზე (პრინტერზე), რაც თანამედროვე ეტაპზე (მოთხოვნებიდან გამომდინარე) აუცილებელია, ასევე AutoCAD-ის ფაილის პუბლიკაცია ინტერნეტში და ა.შ. განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. კარგ სამსახურს გაუწევს იმ პირებსაც, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.