უაკ: 72
განხილულია „აბრეშუმის გზის“ (ტრასეკას) უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის, მომავალში კვლავ ამოქმედებასთან დაკავშირებული ფუნქციური და არქიტექტურულ-გეგმარებითი პრობლემების გადასაწყვეტი რეკომენდაციები.
უაკ: 681.3
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ სტუდენტი შეძლებს საინფორმაციო და მიკროპროცესორული სისტემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და განხორციელებას NET პლატფორმაზე; სერიული პორტების, ADO.NET კლასებისა და ობიექტების შესწავლას და მათ გამოყენებას აღნიშნული ტიპის სისტემების შესაქმნელად.
უაკ: 624.012.35/46
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია რკინაბეტონის ელემენტების დაპროექტების საერთაშორისო ნორმების – ევრონორმების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების თანამიმდევრული აღწერა, ასევე მოთხოვნები ბეტონისა და არმატურის შესახებ, პრინციპები რკინაბეტონის კონსტრუქციების დასაპროექტებლად. დეტალურადაა გადმოცემული ზიდვის უნარის მიხედვით გაანგარიშება და ნორმალური ექსპლუატაციისას გამოყენება ღუნვადი, შეკუმშული და გაჭიმული ელემენტებისათვის, კონსტრუქციებისათვის, რომლებიც გრეხასა და ჩაღუნვაზე მუშაობს. აღწერილია „მჭიმი და განმბჯენი“ მეთოდის გაფართოებული აღწერა. ყურადღება გამახვილებულია კონსტრუქციულ მოთხოვნებსა და კონსტრუირების მეთოდებზე, რომელიც განსხვავდება არსებული ნორმებისაგან. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შემკვრელი არმატურის აღწერა და ის მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია მრავალსართულიანი კარკასული შენობების პროგრესირებადი რღვევისადმი წინაღობის უზრუნველსაყოფად. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, მაგისტრებს, ინჟინრებს, მეცნიერ-მუშაკებს და პედაგოგებს, ყველა მათ, ვინც დაინტერესებულია რკინაბეტონის კონსტრუქციებით.
უაკ: 621.38
დამხმარე სახელმძღვანელო „პრაქტიკული სამუშაოები (ამოცანები) ელექტროსაზომ ტექნიკაში LabVIEW-ის ბაზაზე“ შედგება შესავლისა და ხუთი თავისაგან). პირველ თავში მოცემულია LabVIEW-ის ძირითადი ცნებები და განმარტებები. ნაჩვენებია, როგორ ავაგოთ და გამოვიყენოთ შესაბამისი პროგრამა ელექტრული გაზომვების ამოცანების ამოსახსნელად.მომდევნო ხუთი თავი დათმობილი აქვს კურსის შესაბამისი ამოცანების ამოხსნას როგორც ჩვეულებრივი მათემატიკური მეთოდებით, ისე LabVIEW-ის პროგრამის შედგენის საფუძველზე.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 615.1
სახელმძღვანელოში განხილულია წყლიანი გამონაცემები, როგორც წამლის გარკვეული ფორმა, რომელიც წარმოადგენს მცენარეული ნედლეულისაგან მიღებულ წყლიან გამონაწვლილს. ისინი მიიღებიან მცენარის სხვადასხვა ნაწილებიდან მოქმედ ნივთიერებათა წყლით გამოწვლილვით. სამედიცინო მიზნებისათვის მათ უძველესი დროიდან იყენებენ. ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. წყლიანი გამონაცემები გამოიყენება, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოხმარებისათვის. ხშირად წამლის ეს ფორმა გამოიწერება, რთული შედგენილობის მიხედვით, რომელიც თავსებადია სხვა სამკურნალწამლო ნივთიერებებთან (მიქსტურებში, გამოსავლები, საფენების სახით და სხვა). წყლიან გამონაცემებს ექსტემპორალურ რეცეპტურაში (სააფთიაქო პირობებში) უჭირავს 10%-ი. წყლიანი გამონაცემების დასამზადებლად, საწყის ნედლეულად გამოყენებულია მცენარის სხვადასხვა ორგანოები(ფესვი, ფესურა, ქერქი, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი და სხვა). ამჟამად მოქმედი სახელმწიფო ფარმაკოპეიების X და XI გამოცემების მიხედვით, ზოგიერთი წყლიანი გამონაცემი შეიძლება მომზადდეს, სპეციალურად ამ მიზნით დამზადებული სქელი და მშრალი გამონაწვლილების წყალში გახსნით. სახელმძღვანელო შედგენილია ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამისა და სახელმწიფო ფარმაკოპეის მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი №1). სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სააფთიაქო დარგის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის.
უაკ: 615.014.2(031)
წამლის სააფთიაქო ტექნოლოგიის ცნობარში აღწერილია, სააფთიაქო პირობებში მომუშავეთათვის საცნობარო მონაცემები, აგრეთვე აფთიაქის პირობებში მათი დამზადების ტექნოლოგიური სქემები. მასალები მოცემულია მიღებული კლასიფიკაციის შესაბამისად, ფარმაცევტული მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით. ყურადღება განსაკუთრებით არის გამახვილებული ასეპტიკურ და სტერილურ საკურნალო წამალთ ფორმებზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია საშუალო და უმაღლესი ფარმაცევტული სასწავლებლების სტუდენტებისა და სააფთიაქო დაწესებულების პრაქტიკული დარგის მუშაკებისათვის.
უაკ: 62-5
კრებულში წარმოდგენილია C# ენისთვის შემუშავებული ტესტები. ტესტებში ასახულია C# ენის საფუძვლები, მმართველი ოპერატორები, მასივები, კლასები, ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი და მემკვიდრეობითობა, აბსტრაქტული კლასები და მეთოდები, კონსტრუქტორები და მემკვიდრეობითობა, თვისებები, ერთგანზომილებიანი ინდექსატორები, განსაკუთრებული სიტუაციების დამუშავების ხერხები, დელეგატები, სახელების სივრცე და ინფორმაციის შეტანა-გამოტანის საკითხები, აგრეთვე მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრინციპები. წარმოდგენილი ტესტების საშუალებით შესაძლებელია სტუდენტების ტესტირების ჩატარება. განკუთვნილია კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალობის სტუდენტებისათვის (შიფრი - 2201).
უაკ: 801.32
წინამდებარე განმარტებითი ლექსიკონი პირველი მცდელობაა მოკლედ განვუმარტოთ დაინტერესებულ პირს ის ძირითადი ტექნიკური ტერმინები, რომლებიც გამოიყენება ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო მანქანებსა და მოწყობილობებში. აქვეა განმარტებული ზოგადტექნიკური ტერმინებიც, რაც მექანიკასთანაა დაკავშირებული. გამოყენებული ილუსტრაციები უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს ტერმინის ფუნქციასა და ფორმაზე. დაინტერესების შემთხვევაში ავტორები გადაამუშავებენ და დაამატებენ ბევრ გამოტოვებულ ტერმინს, რაც შემდგომ გამოცემას უფრო სრულყოფილს გახდის.
უაკ: 616
დამხმარე სახელმძღვანელო საშუალებას იძლევა ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე არსებული ლაბორატორიული კურსის სისტემის, „Cleve Labs Laboratory System Biomedical Engineering Hardware&Software“, საშუალებით ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისას გამოყენებული იქნეს ბიოსამედიცინო მონაცემების სხვადასხვა ტიპის გადამწოდების კვლევის მონაცემთა დამუშავების და ანალიზის ჩასატარებლად ინტერაქტიურ რეჟიმში. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ საინჟინრო მიმართულებების მიერ, სადაც შეისწავლება მონაცემთა შეკრების, ციფრული სიგნალების დამუშავების და გადაცემის საკითხები.