ი. ცომაია, მ. მსხილაძე

წყლიანი გამონაცემები და ნახარშის
დამზადების ტექნოლოგია


image-1

უაკ 65.015.13

ISBN 978-9941-20-041-0

88 გვერდი

დამტკიცების თარიღი 15.12.2011


 

სახელმძღვანელოში განხილულია წყლიანი გამონაცემები და ნახარშები, როგორც წამლის გარკვეული ფორმა, რომელიც წარმოადგენს მცენარეული ნედლეულისაგან მიღებულ წყლიან გამონაწვლილს. ისინი მიღებიან  მცენარის სხვადასხვა ნაწილებიდან მოქმედ ნივთიერებათა წყლის გამოწვლილვით.
სამედიცინო მიზნებისათვის მათ უძველეს დროიდან იყენებენ, ამასთან ხალხურ მედნიცინაში გამოყენებული ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. წყლიანი გამონაცემები გამოიყენება, როგორც შიგნით მისაღებად, ასევე გარეგანი მოხმარებისთვის. ხშირად წამლის ეს ფორმა გამოიწერება, რთული შედგენილობის მიხედვით, რომელიც თავსებადია სხვა სამკურნალწამლო ნივთიერებებთან (მიქსტურებში, გამოსავლები და საფენების სახით და სხვა).
წყლიან გამონაცემებს და ნახარშებს ექსტემპორალურ რეცეპტურაში (სააფთიაქო პირობებში) უჭირავს 10%-ი.
წყლიანი გამონაცემების დასამზადებლად, საწყის ნედლეულად გამოყენებულია მცენარის სხვადასხვა ორგანოები (ფესვი, ფესურა, ქერქი, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი და სხვა).
ამჟამად მოქმედი სახელმწიფო ფარმაკოპეიების X და XI გამოცემების მიხედვით, ზოგიერთი წყლიანი გამონაცემი შეიძლება მომზადდეს, სპეციალურად ამ მიზნით დამზადებული სქელი და მშრალი გამონაწვლილების წყალში გახსნით.
სახელმძღვანელო შედგენილია ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამისა და სახელმწიფო ფარმაკოპეის მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი №1).
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სააფთიაქო დარგის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის. 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები