image
თ. არშბა, გრ. ხელიძე, პ. ეთერია, ხ. ჩოხელი

მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავების შევსებისა და დამუშავების გრაფიკების შედგენის მეთოდი ენგურჰესის მაგალითზე

უაკ: 627.8

დამხმარე სახელმძღვანელოს შინაარსი შეესაბამება საქართველოს ტექნიკური უნივერსი­ტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“ სასწავლო კურსს - „ჰიდროენერგეტიკული დანადგარების წყალენერგეტიკული გაანგარიშების მეთოდები“ და განკუთვნილია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მარეგულირებელი ელექტროსადგურების წყალ­საცავების შევსებისა და დამუშავების გრაფიკების შედგენის მეთოდები ენგურჰესის მა­გალითზე. მეთოდები ეფუძნება ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ისეთ მახა­სიათებლებს, როგორიცაა: შევსება-დამუშავების ინტენსიურობა, წყალსაცავის ზედაპირიდან აორ­თქლების დანაკარგი, შესაძლო ფილტრაცია კაშხლის ტანში, ფუძეში და შემოვლით, წყალ­გაშვებები სამეურნეო და გარემოსდაცვითი მიზნებით.

ყოველივე საფუძვლად უდევს ჯვრის (ენგურჰესის) წყალსაცავის რიცხვით გაანგარიშებებს ენგურჰესის დამახასიათებელი წყლის ხარჯის საშუალოწყლიანი, უხვწყლიანი და მცირე­წყლიანი წლებისთვის.

დამხმარე სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს სტუდენტებს გაერკვნენ ჰიდროე­ლე­ქტრო­სადგურების წყალსაცავების რეჟიმების მართვის პროცესის თავისებურებებში და გამოიყენონ ის სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პროცესში.

 

 

image
მ. ხუციშვილი

რჩილვის ტექნოლოგია და მოწყობილობა

უაკ: 621.791.3

სალექციო კურსში განხილულია რჩილვის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების საფუძვლები: რჩილვის მეთოდები, სარჩილები, მოწყო­ბი­ლობები რჩილვისათვის.

წიგნი განკუთვნილია მასალათმცოდნეობის, ბაკალავრიატის, სა­გან­მა­ნათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image
გრ. ხელიძე, ლ. შატაკიშვილი, თ. კიზირია, ნ. კიკაჩეიშვილი, ბ. ფიფია

გამოყენებითი ჰიდროაერომექანიკის ამოცანათა კრებული

უაკ: 620.9:532

ამოცანათა კრებული შედგენილია საბაკალავრო პროგრამა „ენერ­გეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სასწავლო კურსის – „გამოყენებითი ჰიდრო­აერო­მექანიკის საფუძვლების“ სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია ამავე სპეცია­ლობის საბა­კალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

განხილული ამოცანები სხვადასხვა სირთულისაა და ეხება შემდეგ საკითხებს: სითხისა და აირის ფიზიკური თვისებები, უძრავი სითხის წნევის ძალა ბრტყელ და მრუდწირულ ზედაპირებზე, ლამინარული და ტურბულენ­ტური ნა­კადების მოძ­რა­ობა, ნახვრეტებიდან და ნაცმებიდან სითხისა და აირის გამოდინება, კედელზე მოძრავი სითხის ზემოქმედება, დაუმყარებელი მოძრაობა სადაწნეო მილ­სადენებში, სხეუ­ლების გარსშემოდენა, ჰიდრომე­ქანიკური პროცესების მსგავსებისა და მოდელირების სა­ფუძვლები.

დანართში მოცემულია სხვადასხვა ფიზიკური სიდიდის საზომი ერთე­ულების თანაფარდობის ცხრილები ერთეულთა სხვადასხვა სისტემაში.

ვფიქრობთ, კრებულში განხილული ამოცანები საინტერესო იქნება დარგში მო­მუშავე სპეციალისტებისთვისაც.

ამოცანათა კრებულზე მუშაობდნენ პროფესორები: გრ. ხელიძე (თავები 13, 15, 16, 17, 18, 20, 21), ლ. შატაკიშვილი (თავები 4, 5, 6, 8, 9, 11), თ. კიზირია (თავები 12, 19), ასოცირებული პროფესორი ნ. კიკაჩეიშვილი (თავები 7, 10, 14) ასისტენტ პროფესორი ბ. ფიფია (თავები 1, 2, 3).

 

 

 

image-1
მ. ვასაძე

საკურორტო ტურიზმი

უაკ: 796.51

საქართველოს უამრავი რესურსი აქვს, რომ მოიზიდოს ტურისტი და მაქსიმალურად და­აკ­მაყოფილოს მისი მოთხოვნები. საკურორტო ტურიზმი ადამიანის ნერვული სისტემის გადახალისების საშუალებაა – დაღლილ, დაუძლურებულ ადამიანს ახალისებს, ააქტიურებს, აუმჯობესებს მის შემო­ქმედებით უნარიანობას, აჯანსაღებს მის ფსიქიკას.

ტურიზმი გამოიყენება არა მარტო დასვენების, პირადი სიამოვნებისა და, უბრალოდ, გასეირ­ნებისათვის, არამედ, აქვს აგრეთვე ტერიტორიების განსაკუთრებულობისა და განსხვავების,  ბუნების უმშვენიერესი წიაღის, ისტორიული ძეგლების გაცნობა-შესწავლის მნიშვნელობა. ნაშრომში მოცემულია საქართველოს კურორტული ფაქტორები, მათი გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები, კურორტებისა და საკურორტო ადგილების კლასიფიკაცია: კლიმატური, ბალნეოკლიმატური, ბალნეოლოგიური, ტალახით სამკურნალო და სხვა. კლიმატურში განხილულია მთის, ზღვისპირა, ტბისპირა კურორტები. ბალნე­ოლოგიური კურორტების წამყვანი ფაქტორია მინერალური სამკურნალო წყალი, ტალახით სამკურნალო კურორტებისა კი – მინერალური სამკურნალო ტალახი. ნაშრომი შეიცავს იმ კურორტების ნუსხას, რომ­ლებიც გამოიყენება სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებების, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ველნეს/რეკრეაციული ტურიზმის მახასიათებლები და საქართველოს საკურორტო შესა­ძლებლობები ველნეს ტურიზმის მიმართულებით.

ნაშრომი განკუთვნილია ტურიზმის მიმართულების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

 

image
გ. ტყემალაძე

ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ენციკლოპედიური ლექსიკონი

უაკ: 577(038)

ლექსიკონი მოიცავს ხუთი ათასზე მეტ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან, გავრცელებულ და გამოყენებულ ლექსიკურ ერთეულს, ე. წ. სალექსიკონო სტატიას. თითოეულ სიტყვას, ტერმინს, ცნებას, ნაერთსა თუ პროცესს, განმარტების გარდა, ახლავს კონკრეტული მაგალითები ცოცხალ ორგანიზმებში მათი როლისა და მნიშვნელობის, აგრეთვე პრაქტიკული გამოყენების შესახებ. ენციკლოპედია, პირველ გამოცემასთან შედარებით, ორი ათასი ლექსიკური ერთეულითა და, შესაბამისად, ახალი ფერადი საილუსტრაციო მასალით არის გამდიდრებული. ენციკლოპედიურ ლექსიკონს დართული აქვს ნაშრომში ნახსენებ ავტორთა ჩამონათვალი, დაბადების თარიღები, ეროვნება, სპეციალობა და პროფესიული მოღვაწეობის სფერო, მოკლე ცნობები მათი ძირითადი შრომებისა და საერთაშორისო აღიარების შესახებ.

 

 

image
მ. სირაძე

სინთეზური გამრეცხი საშუალებების ტექნოლოგია

უაკ: 648.18

სალექციო კურსი  „სინთეზური გამრეცხი საშუალებების ტექნოლოგია“ ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მოდიფიცირებული სასწავლო პროგრამის  ახალი სასწავლო კურსია.

მოცემულია ინფორმაცია სინთეზური გამრეცხი საშუალებების ასორტიმენტის გაფართოებაზე, ხარისხისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდის საკითხებზე. 

ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ზან-ების კლასიფიკაციას, ნომენკლატურას და ადსორბციულ თვისებებს; ზან-ების მიღების ტექნოლოგიას და გამოყენების სპექტრს. მოცემულია რეცეპტურების კომპონენტების შერჩევის პრინციპები; თეორიული და საინჟინრო საფუძველი გან­სხვავებული (აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით) სინთეზური გამრეცხი საშუალებების წარ­მოე­ბისათვის. ხაზგასმულია, რომ ოპტიმალურად შერჩეული ზან-ები და მათი დანამატები განსაზღვრავს, თანამედროვე სინთეზური გამრეცხი საშუალებების ხარისხს.

წარმოდგენილია  საპნის, თხევადი და საცხისმაგვარი სინთეზური გამრეცხი საშუალებების წარმო­ების თანამედროვე ტექნოლოგიები.

სახელმძღვანელო  გათვალისწინებულია  ტექნიკური  უნივერსიტეტის  ქიმიური  ტექნოლოგიის  ფა­კულტეტის სტუდენტებისათვის.  იგი დაეხმარება  აგრეთვე,  სხვა  უმაღლესი  სასწავლებლების  ამავე  პრო­ფილის  მომავალ  სპეციალისტებსაც.

 

 

image
მ. სირაძე

ეთერზეთების და არომატულ ნაერთთა ქიმია და ტექნოლოგია

უაკ: 668.5

სალექციო კურსი „ეთერზეთების და არომატულ  ნაერთთა  ქიმია და ტექნოლოგია“ დაწერილია ამ საგნის მოქმედი პროგრამის შესაბამისად (სპეციალობა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია).

ნაშრომში განხილულია თანამედროვე ინფორმაცია  ეთერზეთოვანი  მცენარეების შესახებ და ამ მცენარეებიდან სხვადასხვა მეთოდით  წარმოებულ ეთერზეთებზე, მათ  ბიოლოგიურ როლზე,  მედიკო-ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე, გამოყენებაზე მედიცინაში, ფარმაციაში, კვების ტექნოლოგიაში. იგი შედგება ძირითადი და ტექნოლოგიური ნაწილებისაგან. მასში წარმოდგენილია პრაქტიკული   მეცადინეობების თემატიკა  სალექციო  კურსის  მიხედვით. 

ნაშრომში აღწერილია  მცენარეული ნედლეულიდან ეთეროვანი ზეთების მიღების ტექნოლოგიური მხარეები, ტექნოლოგიური პროცესები და გამოყენებული აპარატურის კონსტრუქციები.

სახელმძღვანელო გამდიდრებულია არომათერაპიის საკითხებით, ეთეროვანი ზეთებით მკურნა­ლობის ჩვენებებითა და მოქმედებით. იგი მოიცავს ეთერზეთოვანი ნედლეულისა და ეთეროვანი ზეთების ანალიზის მეთოდებს.

სახელმძღვანელო  გათვალისწინებულია  ტექნიკური  უნივერსიტეტის  ქიმიური  ტექნოლოგიის  ფაკულტეტის სტუდენტებისათვის;  დაეხმარება  აგრეთვე, სხვა უმაღლესი სასწავლებლების ამავე  პროფილის  მომავალ  სპეციალისტებსაც.

 

 

image
ლ. შატაკიშვილი, პ. სამსონაშვილი

ტუმბოების მონტაჟი და ექსპლუატაცია

უაკ: 621.65

 

 

image
მ. კახიანი, გ. ჯაფარიძე, თ. ჩხაიძე, თ. ბერიძე, ნ. ნოზაძე

მანქანათა ნაწილები
ნახაზების ალბომი ტექნიკური მექანიკა და მანქანათა ნაწილების საფუძვლები

უაკ: 62-76

მანქანათა ნაწილების გაანგარიშებისა და კონსტრუირების საფუძვლების შესწავლა ორ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე სტუდენტები უსმენენ ლექციების კურსს, ხსნიან სავარჯიშოებს, საშინაო დავალებებსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს. ეს ეტაპი ჩვეულებრივ გამოცდით სრულდება. მეორე ეტაპზე სტუდენტი ასრულებს საკურსო პროექტს ან საკურსო სამუშაოს, რაც შემდგომში მისი დაცვით მთავრდება.

განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.