უაკ: 004
სალექციო კურსი მოამზადა გეოინფორმაციული სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“.
გამოცემა მოიცავს გის ობიექტების ბიბლიოთეკის ზოგად მიმოხილვას და პროგრამული გარემოს გაცნობას, ArcGIS Engine კომპონენტების გამოყენებას. ArcGIS Desktop-ის ფუნქციონალების გაფართოების ბრძანების შექმნასა და ტესტირებას. სპეციალური სამომხმარებლო ინტერფეისის კომპონენტების შექმნას.
აგრეთვე განხილულია სივრცითი ანალიზის შესრულების ბრძანებები – გეომეტრიასთან, გრაფიკასთან და გამოსახულებასთან, სიმბოლოებთან და ფერებთან მუშაობა. გეოპროცესინგის ძირითადი კლასების გამოყენება.
სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნული საგნის შესწავლას.
უაკ: 681.326.3
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემული ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება ძირითადად ვიზუალური მოდელირების სისტემა Simulink-ში, რომელიც კომპიუტერული მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული პაკეტის - MATLAB-ის გაფართოებაა. რამდენიმე ლაბორატორიული სამუშაო ტარდება პაკეტ Sygnal Processing Toolbox-ის ფუნქციებით. ზოგიერთი სამუშაოს თეორიულ ნაწილში მოყვანილია MATLAB-ის პროგრამები.
ლაბორატორიული სამუშაოები ეხება Simulink-ის ბლოკების შემდეგ ჯგუფებს: სიგნალის წყაროებს (Sources), სიგნალის რეგისტრატორებს (Sinks), სიგნალის ატრიბუტებს ((Signal Attributes), არაწრფივ ბლოკებს (Discontinuities), სიგნალების მარშრუტიზაციის ჯგუფს (Signal Routing), მათემატიკური ოპერაციების ჯგუფს (Math Operations), ლოგიკური და ბიტობითი ოპერაციების ჯგუფს (Logic and Bit Operations), უწყვეტ (Continuous) და დისკრეტულ (Discrete) ბლოკებს. აღნიშნული ბლოკები გამოიყენება სიგნალების ციფრული დამუშავების მოდელირებისათვის. პაკეტ Sygnal Processing Toolbox-თან დაკავშირებული ლაბორატორიული სამუშაოები ეთმობა სიგნალების ფორმირებას, ამპლიტუდურ და სიხშირულ მოდულაცია/დემოდულაციას.
ნაშრომი განკუთვნილია „ტელეკომუნიკაციისა“ და „რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის“ დეპარტამენტების ბაკალავრებისათვის, რომლებსაც ეკითხებათ შესაბამისი საგანი მე-2 კურსზე.
უაკ: 519.2
განხილულია ექსპერიმენტული კვლევის მათემატიკური დამუშავების საკითხები. კერძოდ, მოცემულია კომბინატორიკის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტები.
ჩამოყალიბებულია ექსპერიმენტული კვლევის მიზანი, ექსპერიმენტის დაგეგმვისა და კვლევის ობიექტზე სხვადასხვა ძირითადი და გარეშე ფაქტორების გავლენის საკითხები.
მოცემულია მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის ტექნოლოგიური სისტემების დინამიკური კვლევის ამოცანების მათემატიკური მოდელის შედგენის საკითხები.
განკუთვნილია სათანადო სპეციალობის დოქტორანტებისათვის.
უაკ: 550.8
სალექციო კურსში განხილულია ფოტოგრამმეტრიის განვითარების ისტორია, ფოტოტოპოგრაფიული გადაღებების ძირითადი მეთოდები და სახეობები, აეროგადაღების ძირითადი მოთხოვნები, სურათის ორიენტაციის ელემენტები, მასშტაბი და ცდომილება, ფოტოგეგმა და ფოტოსქემა, მათი დანიშნულება, სურათების ტრანსფორმირება და დეშეფრირება, ციფრული გამოსახულების მიღების მეთოდები და მახასიათებლები.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან ფოტოგრამმეტრიას.
უაკ: 69.035:622.232.8
სალექციო კურსში განხილულია სამთო საწარმოების მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის დაპროექტების თანამედროვე სტრუქტურა და შახტების დაპროექტების საქმეში არსებული ტენდეციები ძირითადი პერსპექტიული მიმართულებების გათვალისწინებით. მასში გამოყენებულია სამთო დარგის წამყვანი საპროექტო ორგანიზაცების მოწინავე ტექნიკური და ტიპობრივი გადაწყვეტილებები, სხვადასხვა ნორმატიული დოკუმენტი, ტექნიკური და სასწავლო ლიტერატურა.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამთო პროფილის სპეციალობებისათვის.
იგი გარდა ბაკალავრიატის სტუდენტებისა, დიდ დახმარებას გაუწევს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტებს, უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებსა და საწარმოებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 631.158:658.345
სალექციო კურსში განხილულია საწარმოო სივრცეში შრომის პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხო და ღირსეული შრომის გარემოს შექმნის, შრომისა და მისი თანამდევი ურთიერთობის რეგულირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება, მიზანი და რეგულირების სფეროები. განხილულია საწარმოო სივრცეში უკვე არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების რისკის სიდიდის შეფასების არსი, წესი და მისი აუცილებლობა. საწარმოო სივრცეში შრომის პროცესის მიმდინარეობისას მომხდარი უბედური შემთხვევების კლასიფიკაცია, მისი აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების არსი, წესი და მისი აუცილებლობა. განხილულია სამუშაო სივრცეში საწარმოო სანიტარიის განმსაზღვრელი ფაქტორები, მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, მათი როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მახასიათებლები და შესაბამისი სანიტარიული ნორმები, მათში დასაქმებულების კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. განხილულია აგრარული სფეროს გარკვეული დარგისათვის უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი მოთხოვნები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის არსი და შინაარსი.
წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, მემცენარეობის, მარცვლეული კულტურებისა და მევენახეობის აგრეთვე მესაქონლეობის სფეროში, არსებული თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობისას არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, დასაქმებულებზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების გზები, მეთოდები და საშუალებები. მოცემულია, აღნიშნული სამუშაოების ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, გამოყენებული ტექნოლოგიური დანადგარებისა და სხვა ძირითადი თუ დამხმარე წამოების საშუალებებთან უსაფრთხოდ მუშაობის პრინციპები, მეთოდები და ხერხები. განხილულია დანადგარების მწარმოებლების ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა უსაფრთხო შრომის პროცესების უზრუნველყოფის მიზნით.
გამოცემა გათვალისწინებულია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, „პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის“, აგრეთვე „აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის“ საგანმანათებლო პროგრამაზე მოსწავლე ბაკალავრებისათვის.
უაკ: 528.5(091)
სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე გეოდეზიური ინსტრუმენტები, რომელთა რადიოელექტრონული სქემების გამოჩენამ ძირეულად შეცვალა არსებული გეოდეზიური ინსტრუმენტები. გეოდეზიაში გამოჩნდა პრინციპულად ახალი ტექნიკური საშუალებები – შუქმანძილმზომები, რადიომანძილმზომები, გიროთეოდოლიტები, ელექტროთეოდოლიტები, გრავიმეტრები, უნივერსალური და სპეციალიზებული ელექტრონული გამომთვლელი მანქანები, რადიოგეოდეზიური მანძილმზომი, ელექტრონული ტაქეომეტრები, ნავიგაციური სისტემები. ლაზერული ლოკაციისა და რადიოლოკაციის მეთოდებით დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე დაკვირვებით ხდება გეოდეზიური სამუშაოების შესრულების სრულიად ახალ ეპოქაზე გადასვლა.
სულ უფრო ფართოდ ინერგება სხვადასხვაგვარი ელექტრონული მოწყობილობები გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ ტექნიკაში. მანძილისა და კუთხეების გაზომვის, კოორდინატების განსაზღვრის, ტოპოგრაფიული რუკების შედგენისა და გა-მოცემის ხერხები ყოველწლიურად იხვეწება და ივსება ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც დამყარებულია რადიოელექტრონიკის ოპტიკისა და ავტომატიკის უახლესი მიღწევების გამოყენებაზე. გლობალური პოზიციონირების სისტემებისა და ელექტრონული ტაქეომეტრების ფართოდ გავრცელებამ მიგვიყვანა გეოდეზიური სამუშაოების სრულ ავტომატიზაციამდე, როგორც საველე, ისე კამერალურ სამუშაოებში.
გამოცემა განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზია-გეოინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
თანამედროვე ეტაპზე როდესაც ფართოდ ინერგება გეოინფორმაციული კარტოგრაფირების ახალი ტექნოლოგიები და ხორციელდება კარტოგრაფიული საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება რუკაზე სხვადასხვა გაზომვის ჩატარება და ახალი ცოდნის მიღება. რუკათა გამოყენება ანუ კარტომეტრია ამუშავებს კარტოგრაფიული ნაწარმის (რუკა, ატლასი, გლობუსი და სხვა) პრაქტიკულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო თეორიას და გამოყენების მეთოდებს. ამ დისციპლინის საფუძველია გამოყენების მეთოდი, მასზე მოვლენის გამოსახვის შემეცნებისათვის. რუკის მეშვეობით გეოგრაფიული ობიექტების ზომებისა და მდებარეობის განსაზღვრას კარტომეტრია ეწოდება. ამასთანავე, გაზომვა მით უფრო ზუსტია, რაც უფრო დიდია რუკის მასშტაბი.კარტომეტრიის მიზანია რუკით ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარტომეტრიის მიზანია რუკაზე, გეგმასა და სხვა კარტოგრაფიულ გამოსახულებებზე გაზომვების ჩატარება. საერთოდ, რაოდენობრივი მაჩვენებლების მიღება კარ-ტოგრაფიული გამოსახულებებიდან კამერალურ პირობებში ანუ ველზე გაუსვლელად. კარტომეტრიული სამუშაოები სრულდება სპეციალურ ინსტრუქციებში გაწერილი ნორმებითა და წესებით, ასევე მიღებული სახელმძღვანელო დოკუმენტებით.
სალექციო კურსი განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის სპეციალობის მაგისტრანტი სტუდენტებისათვის.
უაკ: 541.4
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ყველა ის თეორიული მასალა და ლაბორატორიული სამუშაო, რომელიც შეესაბამება სალექციო კურსს კოორდინაციულ ქიმიაში. ნაშრომის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, მას პრაქტიკულად შეეძლება ჩაატაროს ზოგიერთი კოორდინაციული ნაერთის სინთეზი და შეისწავლოს მისი თვისებები.
ნაშრომი გათვალისწინებულია ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.