image-1
გ. ბუცხრიკიძე, რ. ენაგელი

სამთო ელექტრომექანიკური დანადგარების ელექტროუსაფრთხოება

უაკ: 658.382.3:621.31.004.2

ნაშრომში განხილულია ადამიანის ორგანიზმზე ელექტროდენის ზემოქმედების შედეგად მიღებული დაშავების სახეები და შედეგები. გაანალიზებულია ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის სხეულის ელექტრული წინაღობის სიდიდეზე. განხილულია ელექტროდენის უსაფრთხოების კრიტერიუმები. მოცემულია სათავსების კლასიფიკაცია ელექტროდენით დაშავების საფრთხის მიხედვით და ელექტრომოწყობილობის კლასიფიკაცია ელექტროუსაფრთხოების მიხედვით. მოცემულია ინფორმაცია ელექტრული სქემის და ნეიტრალის რეჟიმის შერჩევის შესახებ. მოცემულია უსაფრთხოების  წესებით დადგენილი მოქმედ ელექტროდანადგარებზე სამუშაოების წარმოების წესები, სარემონტო სამუშაოთა შესრულებისას ელექტროუსაფრთხოების ზომები, საწარმოს ენერგეტიკოსის და ელექტროზეინკლის თანამდებობრივი მოვალეობები.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. ბუცხრიკიძე, ბ. გელეიშვილი, რ. ენაგელი

წიაღისეულის მოპოვების პროცესების ავტომატიზაცია

უაკ: 658.011.56:622.012.2

სალექციო კურსი ეხება წიაღისეულის ღია და მიწისქვეშა წესით მოპოვების პროცესების ავტომატიზაციის საკითხებს. მოცემულია ფრეზული, დარტყმა-ბრუნვითი და თერმული ბურღვის პროცესების, ერთჩამჩიანი და როტორული ექსკავატორების ავტომატიზაციის ხერხები. განხილულია მომპოვებელი მანქანების ავტომატიზაციის საშუალებები. დეტალურადაა წარმოდგენილი კომბაინის ძრავას დატვირთვის რეგულატორების ფუნქციური და ალგორითმული სტრუქტურები, ასევე განხილულია: მოსამზადებელი პროცესების ავტომატიზაციის, წიაღისეულის ტრანსპორტირების პროცესების, საშახტე სარკინიგზო ტრანსპორტის, ამწევი დანადგარის, მთავარი და ადგილობრივი სავენტილატორო და კომპრესორული დანადგარების ავტომატიზაციის საკითხები. დეტალურადაა განხილული საშახტე მთავარი და ადგილობრივი წყალამოსაღვრელი დანადგარების ავტომატიზაციის აპარატურა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. ბუცხრიკიძე, რ. ენაგელი

მართული ობიექტების მათემატიკური აღწერა

უაკ: 622.7.016/.017:622.34

სალექციო კურსი მიმოიხილავს ერთ- და ორტევადობიან მატერიალურნაკადიან მართულ ობიექტებს; მათ ალგორითმულ სტრუქტურას სხვადასხვა არხით, მათ შორის შეშფოთების გაუთვალისწინებლად. განსაზღვრულია მართული ობიექტის მართული სიდიდე და პარამეტრები. განხილულია მაღალი რიგის მართული ობიექტის გამარტივების საკითხები, გაანგარიშებულია მართული ობიექტის გამარტივებულ განტოლებათა და გადაცემის ფუნქციის პარამეტრები. აგებულია წიაღისეულის მამდიდრებელი პროცესების – დამსხვრევის, დალექვის, ფლოტაციისა და მაგნიტური სეპარაციის მათემატიკური მოდელები, დამუშავებულია მართული სიდიდეების სტაბილიზაციის სისტემების ფუნქციური და ალგორითმული სტრუქტურები.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ე. ბლიაძე

სამაგიდო გეოინფორმაციული სისტემები

უაკ: 62-5

სალექციო კურსი მიმოიხილავს: სამაგიდო გეოინფორმაციული სისტემის ArcGIS Spatial Analyst-ის შესაძლებლობებს სივრცით ანალიზში, რასტრული გამოსახულებებისა და ზედაპირების პროგრამულ დამუშავებას, სამაგიდო გეოინფორმაციული სისტემის ArcGIS Network Analyst-ის შესაძლებლობებს გეომონაცემთა ქსელურ ანალიზში. 
კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image
მ. ჯაფარიძე, ნ. ჯაფარიძე

მადნეული ველებისა და საბადოების სტრუქტურები

უაკ: 553:622.03

სალექციო კურსში განხილულია საკითხები, რომლებიც ეძღვნება ლოკალური და რეგიონალური ტექტონიკური ელემენტების, აგრეთვე ამ სტრუქტურების შემცველი ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების როლის გარკვევას ენდოგენური საბადოების გამადნების ლოკალიზაციაში.
აღწერილია მადნიანი პროვინციები და მადნეული სარტყლები; სხვადასხვა გენეტური ჯგუფის მადნეული ველებისა და საბადოების სტრუქტურულ-გეოლოგიური პოზიციები და ნაჩვენებია ნაოჭა ნაგებობების, რეგიონალური რღვევების და სხვა გეოლოგიური ელემენტების როლი ამ ველების განაწილებაში.
მოცემულია მადნეული სვეტების სტრუქტურების აღწერა, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ინტრუზიული მასივების შინაგან აგებულებასთან, ვულკანურ ნაგებობებთან, ნაოჭებთან და წყვეტით აშლილობებთან.
სალექციო კურსის ბოლო ნაწილში მოცემულია სტრუქტურული კვლევების მეთოდიკა. აქ განიხილება გეოლოგიური აგეგმვის, ნაპრალოვანი ტექტონიკის და მიკროსტრუქტურული ანალიზის მეთოდები. აქვეა მოცემული დეფორმაციის სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილი წყვეტითი აშლილობების გასწვრივ არსებული გადაადგილების შესწავლა და მათი რიცხვითი მახასიათებლების დადგენა.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მაგისტრატურის  მსმენელებს და საველე პირობებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.

 

 

image
შ. გეგია

სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დასინჯვა და დოკუმენტაცია

უაკ: 553

სალექციო კურსში განხილულია დასინჯვის ამოცანები, დასინჯვის ხერხები, სინჯის აღების ხერხები და მათ შერჩევაზე მოქმედი ფაქტორები. განხილულია სინჯის აღების ტექნიკური საშუალებები, აღწერილია დასინჯვის ოპერაციებში სინჯის დამუშავება და დამუშავებული სინჯების ანალიზი თანამედროვე მეთოდებით.
მოცემულია ჭაბურღილების, ასევე ზედაპირული და მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრების დოკუმენტაციის შედგენის გზები. განხილულია სხვადასხვა ჟურნალის წარმოება, ასევე გამონამუშევართა განაშალის გრაფიკული გამოსახვა. ჭაბურღილების ტექნიკურ-გეოლოგიური განრიგის შედგენა. ფოტოდოკუმენტაცია, როგორც გეოლოგიური ანგარიშების  სრულყოფის გზა.
გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, იგი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მაგისტრატურის მსმენელებს და საველე პირობებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.

 

 

image-1
მ. ჩხაიძე, ბ. ტაბატაძე

ამოცანათა კრებული დაპროგრამების ენა C++-ში I ნაწილი

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია დაპროგრამების ენა C++-ის ამოცანები, მათ უმეტესობას თან ახლავს პროგრამული კოდი, რომლის განხილვა ხელს შეუწყობს დაპროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტს შეისწავლოს დაპროგრამების საფუძვლები C++-ის ბაზაზე. პროგრამული კოდის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა ლაშა აბაზაშვილმა და ნათია ჩიკოპაიძემ.
განკუთვნილია დაპროგრამების საფუძვლებით დაინტერესებული ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ე. ბლიაძე

გეომონაცემთა ბაზები

უაკ: 681.3

სალექციო კურსი მიმოიხილავს: გეომონაცემთა ბაზების შექმნის, გამოყენებისა და მართვის საბაზისო პრინციპებს, მრავალმომხმარებლიანი გეომონაცემთა ბაზების აგების, გამოყენებისა და მართვის საფუძვლებს.
კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ვ. ზურაბიშვილი, თ. სვანიძე

ელექტრომაგნიტური თავსებადობა

უაკ: 5

სალექციო კურსში განხილულია რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობის პრობლემა, ამოცანები, კრიტერიუმები, ელექტრომაგნიტური თავსებადობის შეფასების, პროგნოზირებისა და უზრუნველყოფის თანამედროვე მეთოდები და საშუალებები. განხილულია ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობის მიზეზები და მათი აღმოფხვრის მეთოდები. მოცემულია ელექტრომაგნიტური თავსებადობის უზრუნველყოფის კონკრეტული რეკომენდაციები.
სალექციო კურსი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე მეცნიერ-მუშაკებისათვის.