უაკ: 538
სალექციო კურსში განხილულია სხვადასხვა სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, გარემოს ელექტრომაგნიტური დაბინძურების პრობლემები და ამ გარემოში ცოცხალი ორგანიზმების ელექტრომაგნიტური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. მოცემულია ელექტრომაგნიტური ვითარების შესწავლის, შეფასებისა და პროგნოზირების პრინციპები და მეთოდოლოგიური ბაზა.განხილულია ცოცხალი ორგანიზმების ელექტრომაგნიტური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული ამოცანები და ინსტრუმენტულ კონტროლსა და თეორიულ გათვლებზე დაფუძნებული გადაწყვეტის მეთოდები. მოყვანილია ამ ამოცანების გადაწყვეტის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების პრინციპები და კონკრეტული მაგალითები.სალექციო კურსი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და ამ დარგში მომუშავე მეცნიერ-მუშაკებისათვის.
უაკ: 351.773:662.96:658.62
სალექციო კურსში განხილულია კურსის საგანი და ამოცანები: მენეჯმენტი და სამეწარმეო გარემო, მენეჯერი და ორგანიზაცია. განსაზღვრულია სამეწარმეო პროცესი და წარმოების ტიპები, ორგანიზაციის მიკრო- და მაკროგარემო. მოცემულია ორგანიზაციის სახეები და სამართლებრივი ფორმები. განმარტებულია თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის გამომწვევი მიზეზები და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი გარემოებები; განხილულია თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის გამომწვევი მიზეზები და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი გარემოებები; განხილულია თავისუფალი ეკონომიკური ზონების სხვადასხვაობები; ნაჩვენებია ლიდერის როლი და ხელმძღვანელობის სტილის სახეები; ფირმის მართვის ეფექტიანობის მახასიათებლები; მენეჯმენტის პრინციპები და მეთოდები; მენეჯერის როლი ორგანიზაციის განვითარებაში. მოცემულია მსხვილი კალიბრის ტოპ მენეჯერის თვისებები; ასი წესი მენეჯერისთვის.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო დარგის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 550.89:551.1/.4
სალექციო კურსში „საინჟინრო გეოლოგიის თეორიული საფუძვლები“ განხილულია მიწისქვეშა წყლებისა და ტექტონიკური პროცესების როლი ტერიტორიების საინჟინრო პირობების ფორმირებაში. გეოლოგიური სხეულების კლასიფიკაცია და ქანების გენეტიკური ტიპების თავისებურებანი განსაზღვრავს საინჟინრო გადაწყვეტების, მათი თეორიული და პრაქტიკული შესწავლის შინაარსს.საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები და მისი ხარისხი უზრუნველყოფს საინჟინრო-ნაგებობების უსაფრთხო ექსპლუატაციას. ამისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევების თეორიული საფუძვლების ღრმა და ძირეულ შესწავლას. თეორიულ საფუძვლებზე დაყრდნობით ყოველი კონკრეტული საინჟინრო ნაგებობისათვის ხდება კვლევის შინაარსისა და მოცულობების დადგენა.ნაშრომი ძირითადად ორიენტირებულია კონკრეტულად გეოლოგიური გარემოს – ლითოლოგიური, პეტროლოგიური, გეოდინამიკური თავისებურებების შესწავლაზე, რაც ბინარული სისტემის უსაფრთხო ექსპლუატაციის წინაპირობაა.სალექციო კურსი განკუთვნილია გეოლოგიის, ასევე სამთო და გეოინჟინერიის პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 550.8
სალექციო კურსში მიმოხილულია საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მიზნები და ამოცანები, საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმვის მნიშვნელობა და მისი მასშტაბები, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა სირთულის საინჟინრო გადაწყვეტასთან.საძიებო გამონამუშევრების სიხშირე, საველე საცდელი და კვლევის ექსპერიმენტული მეთოდები და აღნიშნულ სამუშაოთა მოცულობები განაპირობებს გეოლოგიური გარემოს შესწავლის დეტალურობასა და მისი საიმედოობის ხარისხს.საინჟინრო ნაგებობის დაპროექტებისთვის და შემდგომში მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების როლი განუზომელია. საინჟინრო კვლევის მიზანია, გარემომცველი გეოლოგიური გარემოს დეტალური შესწავლა და მისი შეფასება კონკრეტულ საინჟინრო ამოცანასთან მიმართებით.სალექციო კურსი განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 634.0.5
სალექციო კურსი შედგენილია სასწავლო პროგრამის შესაბამისად და შედგება შვიდი ძირითადი განყოფილებისაგან. პირველ განყოფილებაში მოცემულია სატყეო ტაქსაცია-დენდრომეტრიაში გამოყენებული ძირითადი ხელსაწყო-იარაღები, რომლებიც გამოიყენება ხის და კორომის (მოჭრილ თუ მოუჭრელ მდგომარეობაში) დიამეტრის, სიმაღლის, სიგრძის, მზა პროდუქციის ასაზომად და კორომის ძირითადი მაჩვენებლების განსაზღვრისათვის. მეორე განყოფილებაში მოცემულია მზა პროდუქციის აღრიცხვა-შეფასება და ზეზემდგომი ხის მოცულობის განსაზღვრის მეთოდები. მესამე განყოფილება მოიცავს კორომის სატაქსაციო მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდებს. მე-4 განყოფილება შეისწავლის ხის და კორომის შემატების ტაქსაციას. მე-5 განყოფილება ადგენს და სწავლობს ტყის მასივების ზრდის მსვლელობის მეთოდებს. მე-6 განყოფილება შეისწავლის ტყეკაფების განსაზღვრის მეთოდებს. მე-7 განყოფილება მოიცავს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის პროგრამას. ცალკეული განყოფილებებისათვის მოყვანილია ზოგადი და კერძო ცხრილები, ფორმულები და სხვა მასალები, რომლის გამოყენებაც ხდება პრაქტიკულ საქმიანობაში.სალექციო კურსის ზემოთ დასახელებულ განყოფილებებში წარმოდგენილი მასალები სავსებით საკმარისია სასწავლო კურსის წარმატებით შესასწავლად.გამოცემა ძირითადად გათვალიწინებულია სატყეო სპეციალობის ბაკალავრებისათვის, ამას გარდა იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე მეტყევე სპეციალისტებს და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს ტაქსაცია-დენდრომეტრიის ცალკეული საკითხების გარკვევაში.
უაკ: 621 774 35
სალექციო კურსში განხილულია ლითონების გლინვის თეორიის კანონზომიერებები, ტექნოლოგიური პროცესები, ტექნოლოგიური ინსტრუმენტის კონსტრუქციები და აღჭურვილობა. ლექციების კურსში შესულია როგორც ლითონის პლასტიკურ დეფორმაციასთან დაკავშირებული ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების, ისე დამხმარე ოპერაციების დაგეგმარების საკითხები, მათი გეომეტრიული, დეფორმაციული, კინემატიკური და ენერგოძალოვანი პარამეტრების განსაზღვრის მეთოდიკები. ნაშრომი შეიცავს სხვადასხვა პროფილის გლინვის ტექნოლოგიური პროცესების ანგარიშის მეთოდებს.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მასალათმცოდნეობისა და მასალების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 539.374
სალექციო კურსში მოცემულია ლითონთა წნევით დამუშავების მექანიკურ-მათემატიკური და ფიზიკური თეორიის საფუძვლები. განხილულია ლითონთა პლასტიკური დეფორმაციის ფიზიკური საფუძვლები დისლოკაციების თეორიაზე დაყრდნობით. მოცემულია მყარი სხეულების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ძირითადი კანონზომიერებები და რეოლოგიური განტოლებები პლასტიკური დეფორმაციის შემთხვევაში.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მასალათმცოდნეობისა და მასალების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 626.87:628.366:62-397
სალექციო კურსში განხილულია სამშენებლო და სამელიორაციო მანქანები, მათი მუშაობის პრინციპები, მოცემულია ძირითადი პარამეტრების განსაზღვრა და სამუშაო ორგანოების რეგულირებები. კერძოდ დახასიათებულია ღია სარწყავი და დამშრობი არხების გასაყვანი, არხების მოსაპირკეთებელი და არხსაწმენდი მანქანები, ძირითადი სამუშაო ორგანოები და რეგულირებები. განხილულია ღია და დახურული დრენაჟის მოსაწყობი, აგრეთვე კულტტექნიკური სამუშაოების ჩასატარებელი მანქანები, საექსპლუატაციო პარამეტრები. სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარწყავი მანქანები, წვეთოვანი რწყვის თანამედროვე სისტემები, მათი საექსპლუატაციო პარამეტრები და რეგულირებები.წიგნი განკუთვნილია აგროსაინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომელთა მიზანია დაეუფლონ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიებს, სამშენებლო და სამელიორაციო მანქანების სამუშაო ორგანოების ძირითად რეგულირებებსა და საექსპლუატაციო პარამეტრების განსაზღვრის მეთოდებს, სამშენებლო და სამელიორაციო მანქანებისა და სისტემების ეფექტურად გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების საქმეში.
უაკ: 626.8
სალექციო კურსში განხილულია ჰიდროტექნიკურ მშენებლობათა განვითარების მოკლე ისტორიული საკითხები; მოცემულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების სახეები, მათი დანიშნულება და კლასიფიკაცია; ჰიდროკვანძები და ჰიდროსისტემები; წყალშემტბორავ ნაგებობათა ზოგადი მიმოხილვა და მათი კლასიფიკაცია; ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე მოქმედი ძალები და დატვირთვები; წყლის ფილტრაცია ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ქვეშ და მათი გარშემოვლით; მიწის, მასიური (გრავიტაციული) კაშხლები კლდოვან და არაკლდოვან ფუძეზე; ქვაყრილი, ბეტონისა და რკინაბეტონის თაღოვანი კაშხლები; ბეტონისა და რკინაბეტონის კონტრფორსული კაშხლები; რბილგარსიანი და ზოგიერთი სხვა ტიპის დაბალდაწნევიანი კაშხლები; არხები; წყალგამტარი და შემაუღლებელი ნაგებობები; ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საკეტები; ღია კალაპოტების რეგულირება; დაბალდაწნევიანი წყალამღები ნაგებობები; სალექრები; კავიტაცია და მის უარყოფით გამოვლენებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდები; მელიორაციული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზოგადი მიმოხილვა; ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაცია და რემონტი.სამელიორაციო დანიშნულების ნაგებობების დაგეგმარების და მშენებლობა-ექსპლუატაციის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორი საინჟინრო გადაწყვეტის მიღებას, რომელიც თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკურ მიღწევებს უნდაეფუძნებოდეს. ამიტომ, სალექციო კურსის „სამელიორაციო ნაგებობები“ სწავლების ძირითადი მიზანია სამელიორაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობების დანიშნულების, განლაგებისა და შემადგენლობის შესწავლა; ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კლასები და დაგეგმარების სტადიები.სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის და იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების და ჰიდროლოგიის განხრით.