image-1
ზ. ლაზარაშვილი

მარცვლეულისა და კომბინირებული საკვების გადამამუშავებელი მოწყობილობები

უაკ: 658.27

სალექციო კურსში წარმოდგენილია მარცვლეულისა და კომბინირებული საკვების გადამამუშავებელი მრეწველობის თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგია. გამოცემულია ამ მოწყობილობათა მოქმედების პრინციპები, ტექნოლოგიური მანქანების გაწყობა და რეგულირება, ექსპლუატაციის თავისებურებების გათვალისწინებით ამ მოწყობილობათა ტექნოლოგიური ეფექტურობის მიღწევის გზები.
გამოცემა განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებსაც.

 

 

image-1
ს. მებონია, თ. ნატრიაშვილი, დ. ნოზაძე

საგლინი საამქროების დამხმარე მოწყობილობა

უაკ: 621.774.35

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საგლინი საამქროების დამხმარე მოწყობილობა, მისი კონსტრუქცია და გაანგარიშების მეთოდები.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობის და მასალების დამუშავების სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. მჭედლიშვილი

არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის საფუძვლები I ნაწილი

უაკ: 541.1:661.2

დამხმარე სახელმძღვანელოში „არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის საფუძვლები“, I ნაწილი განხილულია მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიაში გამოყენებული ძირითადი ნედლეული; მოცემულია ბუნებრივი წიაღისეული ნედლეულის გამდიდრების პრინციპები, ფლოტაციური გამდიდრებისას გამოყენებული რეაგენტების კლასიფიკაცია და მათი როლი გამდიდრების პროცესში, არაორგანულ ნივთიერებათა წარმოების ენერგეტიკული ბაზა, ჰაერის და წყლის როლი არაორგანულ ნივთიერებათა წარმოების პროცესებში. განხილულია ზოგიერთი ძირითადი არაორგანული ნაერთის წარმოების საფუძვლები, ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების ჩვენებით.
წიგნი დახმარებას გაუწევს ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებს „არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის საფუძვლების“ კურსის შესწავლაში.

 

 

image-1
ДЖАМИЛ ГАСЫМОВ

ТРАНСПОРТНОЕ ПРАВО

უაკ: 656:34

Последовательно, соблюдая иерархию, рассмотрены основые требования и действие главных нормативных актов. Их практическое исполнение обеспечит правовое ведение исполнительных и технологических процесов в сфере автомобильного и других видов транспорта. Затронуты основные моменты транспортного права, касающиеся всех видов транспорта, которым можно руководствоваться. Также не остались без внимания и экономические вопросы транспортной сферы.
Учебное пособие предусмотрено для студентов русского сектора факультета „Транспорта и машиностроения“.

 

 

image-1
მ. ნადირაძე

მიწისქვეშა ორიენტირება და აგეგმვა

უაკ: 622.1

დამხმარე სახელმძღვანელოში სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით გაშუქებულია მარკშეიდერული სამსახურის ამოცანები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური დამაკავშირებელი აგეგმვები, განხორციელებული სამუშაოების სიზუსტის შეფასების ხერხები, მარკშეიდერულ აგეგმვებთან დაკავშირებული საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სამთო‐გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის, გამოყენებითი გეოლოგიისა და სამთო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის, ასევე საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ო. თედორაძე, დ. თავხელიძე, ვ. მირუაშვილი

მოსავლის ამღები მანქანები

უაკ: 631.17

მეთოდურ მითითებაში მოცემულია საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებელი ინსტრუქციები და ჩატარებული სამუშაოების გაფორმების წესები.
წიგნი განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროსაინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც ეუფლებიან სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას.

 

 

image-1
ნ. ხაბეიშვილი

ფერთამცოდნეობა სალექციო კურსი

უაკ: 72:535.6

ლექციების კურსში თანამიმდევრულადაა მოცემული ფერის შესახებ მეცნიერების განვითარების მოკლე ისტორია. ასევე ის თეორიული საკითხები, რომლებიც აუცილებელია ფერთა კონცეპტუალური თეორიების ანალიზისთვის - ფერის აღქმის ძირითადი კანონზომიერებები, ფერის ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ოპტიკური ზემოქმედება ადამიანზე, ფერის ფიზიკური ბუნება და სხვა. აღწერილია ფერთა თეორია წელიწადის დროთა მიხედვით და მოყვანილია  ამ თეორიის  პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები.
წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა ფერითი ჰარმონიის ტიპოლოგიას, დიზაინ-დაპროექტებაში მისი გამოყენების პრინციპებსა და ფერის როლს დიზაინის სხვადასხვა ობიექტის კომპოზიციაში - ფერითი გადაწყვეტის საკითხებს როგორც ინტერიერში, ისე საქალაქო გარემოში.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე ფერთამცოდნეობის საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.

 

 

image-1
ვ. კვინტრაძე

ზოგადი ფიზიკა I ნაწილი

უაკ: 53

წიგნში მოცემული კლასიკური ფიზიკის ძირითადი ცნებები და კანონები სტუდენტებისათვის გასაგები ენითაა დაწერილი.
ფიზიკის დამხმარე სახელმძღვანელოს 1 ნაწილი დაწერილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტისა და სხვა საინჟინრო სპეციალობის (ფიზიკოსების გარდა) სტუდენტებისათვის მათთვის განკუთვნილი პროგრამის (ორნაწილიანი) შესაბამისად (მექანიკა, მექანიკური რხევები და ტალღები, მოლეკულური ფიზიკა და თერმოდინამიკა, ელექტროსტატიკა და მუდმივი დენის კანონები).
დამხმარე სახელმძღვანელოში არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვისაც, ვისაც აინტერესებს ფიზიკა.

 

 

image-1
თ. ცაბაძე

ფაზი ლოგიკის საფუძვლები

უაკ: 681.325.6

სალექციო კურსის შესწავლის ძირითადი საგანია არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეების და მიმართებების თეორიის საფუძვლები.
განხილულია კლასიკურ სიმრავლეთა და მიმართებათა თეორიის ელემენტები, მოცემულია ფაზი სიმრავლეების განმარტებები, ნაირსახეობები, ყველა ძირითადი ოპერაცია, მოყვანილია ფაზი ლოგიკის ფუძემდებლის ლოტფი ზადეს განზოგადების პრინციპი. დეტალურად გარჩეულია ფაზი ოპერატორები: სამკუთხა ნორმები, სამკუთხა კონორმები, გასაშუალოების ოპერატორები.
მოცემულია ფაზი მიმართების განმარტება და ფაზი მიმართებების ნაირსახეობანი, მათი თვისებები და ოპერაციები ფაზი მიმართებების მესერზე.
თეორიულ მსჯელობებს თან ახლავს პრაქტიკული მაგალითები და სავარჯიშოები, რომელთა ამოხსნები უფრო განამტკიცებს მიღებულ თეორიულ ცოდნას.
გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. ის გამოადგება, აგრეთვე, ყველა სხვა დაინტერესებულ პირს.