image-1
ი. ბოჭორიშვილი

ინტერაქტიური და ელექტრონული კომერციის დოკუმენტების შექმნისა და მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობები (გაფართოებული მარკირების ენა XML)

უაკ: 621.38

ნაშრომში განხილულია დოკუმენტების ფორმირების, გაფორმებისა და მისი სტრუქტურის დამუშავების საშუალებები. რეკომენდებულია W3C ორგანიზაციის მიერ.
ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოიყენება რედაქტორი notepad ++, რომლის ჩამოტვირთვასაც სტუდენტი შეძლებს უფასოდ https://notepad-plus-plus.org საიტიდან.
წიგნი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. იგი გამოადგებათ შესაბამისი საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.

 

 

image-1
თ. მახარაშვილი

მთის სოფელი 600 მცხოვრებზე (120 ოჯახი) მეთოდური მითითებები და საკურსო პროექტის მოცემულობა

უაკ: 728.12

წიგნში მოცემულია მთის სოფლის დაპროექტების ძირითადი პრინციპები. აღნიშნულია, რომ მთის სოფლის დაპროექტებისას მნიშვნელოვანია მისი ფუნქციური ზონების განლაგება რელიეფის სხვადასხვა დონეზე, ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაცია, მომსახურების ობიექტების დაპროექტება, კლიმატისა და მიკროკლიმატის გათვალისწინება და ა.შ.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის III კურსის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
თ. მახარაშვილი, გ. შაიშმელაშვილი

ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქცია ქალაქის თანამედროვე სტრუქტურაში მეთოდური მითითებები ავლაბრის უბნის რეაბილიტაცია, მთაწმინდის უბნის რეკონსტრუქცია საკურსო პროექტების მოცემულობა

უაკ: 711.168

წიგნში მოცემულია ქალაქის თანამედროვე სტრუქტურაში ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქციის მიზნები, ამოცანები და მეთოდები, აგრეთვე საპროექტო მოცემულობები: „ავლაბრის უბნის რეაბილიტაცია“ და „მთაწმინდის უბნის რეკონსტრუქცია“.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
დ. გურგენიძე, დ. გორგიძე

ი. ვეკუა, ა. გორგიძე 110

უაკ: 92

განგების ძალით ისე მოხდა, რომ 2017 წელს, შესაბამისად აპრილსა და მაისში, ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელგანთქმული ქართული სკოლის ორ თვალსაჩინო წარმომადგენელს – აკადემიკოს ილია ვეკუასა და პროფესორ ალექსი გორგიძეს შეუსრულდათ დაბადებიდან 110 წელი. მაგრამ მხოლოდ ეს თარიღი როდი აერთიანებდა მათ. 1924–1929 წლებში ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფიზიკა-მათემატიკური განყოფილების სტუდენტები და ბრწყინვალე მათემატიკოს-პედაგოგთა ოთხეულის: ანდრია რაზმაძის, ნიკო მუსხელიშვილის, გიორგი ნიკოლაძისა და არჩილ ხარაძის მოსწავლეები იყვნენ.
თანაკურსელები სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ.

 

 

image-1
V. kvintradze

General Physics Part I

უაკ: 53

Part 1 of appropriate guidance is written in accordance to program of physics (mechanics, mechanical oscillations and elastic wave, molecular physics and thermodynamics, electrostatics and laws of direct current) for the students of nonphysical, engineering specialties of Georgian Technical University. The book contains the basic notions of classical physics which is given in the popular, acceptable style. The book will be useful for them who show the interest in general physics.

 

 

image-1
თ. გელაშვილი, ჯ. იოსებიძე, დ. ძოწენიძე, დ. ალადაშვილი

ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები

უაკ: 629.113.05.621.38

დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია თანამედროვე ავტომობილის ელექტრონული სისტემები, მათი როლი ელექტრული და მექატრონული სისტემებისა და მოწყობილობების მართვაში. სხვადასხვა მარკის თანამედროვე  მსუბუქი  ავტომობილების მაგალითზე განხილულია ამ სისტემების მუშაობის პრინციპები, ფუნქციური ბლოკსქემები.
დამხმარე სახელმძღვანელო  განკუთვნილია როგორც ტრანსპორტის სპეციალობების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ისე ავტოტრანსპორტის დარგის მუშაკთა  და საკითხით დაინტერესებული ავტომოყვარულებისათვის.

 

 

 

image-1
ქ. მახაშვილი

ლაბორატორიული სამუშაოები არაორგანულ ქიმიაში

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს ლაბორატორიულ სამუშაოებთან თემატურად დაკავშირებულ თეორიულ მასალას. მოკლედაა განხილული s-, p- და d- ელემენტები. მოცემულია ამ ელემენტების თვისებები და მათი ნაერთების გამოყენების სფეროები. აღწერილია არაორგანულ ქიმიაში ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მეთოდები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. გოჩიტაშვილი, თ. დვალი

ელექტრონული კომერცია და ელექტრონული საგადასახადო სისტემები

უაკ: 621.38:338.83

სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა და უნარ-ჩვევები საინფორმაციო ინტერნეტ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ სისტემებსა და  ქსელებში პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე მისცეს ბაზისური წარმოდგენა ელექტრონული კომერციული სისტემებისა და ელექტრონული გადახდის საშუალებების შესახებ, გაუწიოს დახმარება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც აპირებს ელექტრონული კომერციული საქმიანობის დაწყებას. წიგნში გადმოცემულია ელექტრონული კომერციისა და ელექტრონული ბიზნესის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განხილულია ამ მიმართულებით ძირითადი ცნებები და ტერმინები. მოცემულია მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში მიმდინარე ის გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, რომლებიც გავლენას ახდენს ელექტრონული კომერციის განვითარებაზე, დახასიათებული და გაანალიზებულია თანამედროვე ელექტრონული საგადასახადო სისტემები, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სამართლებრივი ასპექტები, საქართველოში მიმდინარე პროცესები და დასახულია  ამოცანები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ისე ზოგადად ელექტრონული კომერციული სისტემებით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1
З. КВИНИКАДЗЕ, Г. ШЕНГЕЛИА, Л. АСАТИАНИ

МЕТОДИЧЕСКИЕ УКАЗАНИЯ ПО ПОСТРОЕНИЮ ТЕНЕЙ

უაკ: 72:620.191.7

Представленное  учебное пособие написано на русском языке в доходчивой форме и даёт возможность студентам факультета архитектуры, дизайна и урбанизации Грузинского технического университета и студентам Тбилисской академии художеств, а также тем, кто заинтересован воп­росами построения собственных и падающих теней  геометрических фигур изучить данный материал.
В работе рассмотрены как теоретические, так и практические вопросы построения собственных и падающих теней геометрических фигур на плоскость и на другие фигуры.