image-1
თ. გელაშვილი, ჯ. იოსებიძე, გ. აბრამიშვილი, გ. არჩვაძე

საწვავ-საზეთი მასალები საზღვაო ტრანსპორტზე

უაკ: 629.113

დამხმარე სახელმძღვანელოში განზოგადებულია მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება თანამედროვე გემებზე გამოყენებულ საწვავებსა და საზეთ მასალებს. მოცემულია ამ მასალების სპეციფიკაციები, მითითებულია მათი თანამედროვე ასორტიმენტი მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი ფირმებისა და კომპანიების მიხედვით, მოცემულია მათი ფაქტობრივი ხარისხის მაჩვენებლები, აღწერილია გემზე მათი მომზადების, დამუშავებისა და რაციონალური გამოყენების მეთოდები და საშუალებები, ამ პროდუქტების ნარჩენებით  ზღვის დაბინძურების აღკვეთის ხერხები. წიგნში, აგრეთვე, ზოგადად განხილულია სასაქონლო საწვავ-საზეთი მასალების წარმოების, საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესებისა და ალტერნატიული მასალებით მათი ჩანაცვლების პერსპექტივები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საზღვაო და სპეციალური ტექნოლოგიური ტრანსპორტის“ მიმართულების სტუდენტებისათვის. იგი გამოადგებათ პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, აგრეთვე საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტზე დასაქმებულ მექანიკოსებს.

 

 

image-1
მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი, ნ. მუხიგულაშვილი

სატრანსპორტო მართვის ავტომატიზებული სისტემების საფუძვლები

უაკ: 656.25:621.391

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ორგანიზაციული მართვის მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება ტრანსპორტზე მართვის ავტომატიზებული სისტემის ასაგებად ინფორმაციის შეგროვების, გადაცემის, შენახვისა და დამუშავების საკითხების რაციონალურ გადაწყვეტათა, აგრეთვე ტრანსპორტის ფუნქციონირების თავისებურებების გათვალისწინებით.
მაგალითის სახით მოცემულია რკინიგზის ტრანსპორტის მართვის ავტომატიზებული სისტემის ქვესისტემები, მონაცემთა გადაცემის ქსელის სტრუქტურა და გადასაწყვეტ ამოცანათა ანალიზი. წარმოდგენილია აგრეთვე ტექნიკურ მოწყობილობათა საექსპლუატაციო პარამეტრების სტაბილურობის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
წიგნი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის პროფესიული სწავლების და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. სვანაძე, გ. ხვიჩია, კ. მჭედლიძე, მ. სილოგავა

სასწავლო სახელოსნოში გამოყენებული საზეინკლო იარაღები

უაკ: 694.6

ნაშრომში მოცემულია საზეინკლო სამუშაოში გამოყენებული მჭრელი და საზომი იარაღების, სამარჯვების კონსტრუქციები, აღწერა და გამოყენების არეები. ცხრილებში მოცემულია მათი ტექნიკური მახასიათებლები.
წიგნი განკუთვნილია პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს საწარმოში მომუშავე ზეინკლებს.

 

 

image-1
ჟ. პეტრიაშვილი

სალექციო კურსი არაორგანულ ქიმიაში (დემონსტრირებით)

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია არაორგანული ქიმიის არსებული სასწავლო პროგრამის (შესაბამისი სილაბუსის) თითქმის ყველა საკითხი, კერძოდ წარმოდგენილია პერიოდული სისტემის ელემენტთა (ს,პ,გ,ფ) ბლოკები, განხილულია თითოეული ბლოკი და ცალკეული ჯგუფები, მოცემულია ჯგუფის ძირითადი ელემენტების ზოგადი დახასიათება, გავრცელება ბუნებაში, მიღების ხერხები, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება და სხვ.
ნაშრომის შინაარსი, მოცულობა, საკითხების თანამიმდევრობა და სიღრმე ქიმიაში სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების და პროგრამების ანარეკლია, ხოლო შემოთავაზებული სწავლების მეთოდიკური აპარატი სტუდენტთა მიერ არაორგანული ქიმიის კურსის საფუძვლიანი ათვისების საშუალებად მიგვაჩნია.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება გარკვეული კორექტირებით შეიძლება აგრეთვე აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინირინგის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის არაორგანული ქიმიის სწავლების პროცესში და ემსახურება მასალის გადაცემას (სწავლებას)  დემონსტრირების მეთოდით.

 

 

image-1
გ. მაღალაშვილი, ი. ახვლედიანი

საქართველოს სანახელავო ქვები

უაკ: 553.8

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოში არსებული სანახელავო ქვების საბადოები და გამოვლინებები. აქ მოცემულია სანახელავო ქვების როგორც დეკორატიული, ისე ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და შეფასებულია გამოყენების პერსპექტივები.
ავტორების აზრით საქრთველოში აღნიშნული ფერადი ქვების სიუხვე იმედს იძლევა მათ საფუძველზე ფართოდ განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, მუნიციპალიტეტებში მოეწყოს სათანადო მუზეუმები და განვითარდეს გეოტურიზმი, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნას პროფესიული სწავლების ბაზა.
დამხმარე სახელმძღვანელოში გაანალიზებულია ყველა ის ოპერაცია და დამუშავების მეთოდი, რომელთა გამოყენებით ნედლი ფერადი ქვისგან მიიღება არაერთი სახის საიუველირო-სანახელავო პროდუქცია.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მსმენელებისათვის. იგი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს ამ საკითხებზე მომუშავე დოქტორანტებსა და დამწყებ სპეციალისტებს.

 

 

image-1
ა. დუნდუა

ტრანსპორტზე მიკროპროცესორული ტექნიკის გამოყენების საფუძვლები

უაკ: 656:681.3

დამხმარე სახელმძღვანელო განხილულია ტრანსპორტზე მიკროპროცესორული ტექნიკის გამოყენების საკითხები, მოცემულია: ძირითადი ცნობები მიკროპროცესორებისა და მიკროკომპიუტერების შესახებ, ელექტრონულ-გამოთვლითი ტექნიკის საინფორმაციო-ლოგიკური საფუძვლები, სხვადასხვა სირთულის მიკროპროცესორული სისტემების ორგანიზების პრინციპები, მათი ფუნქციონირების ალგორითმები და აგრეთვე ლოგიკური მოწყობილობების პროგრამული რეალიზების მეთოდები.
დანართებში მოცემულია მიკროპროცესორულ ტექნიკაში გამოყენებული ინგლისური ტერმინოლოგია და აბრევიატურები, აგრეთვე განხილულია ელექტრონიკის სხვადასხვა საკითხი.
წიგნი განკუთვნილია „ტრანსპორტის“, „საგზაო ინჟინერიისა“ და „საზღვაო მეცნიერებების“ საგანმანათლებლო პროგრამათა ბაკალავრებისათვის; შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრების, ტექნიკური პროფილის სპეციალისტების, მაგისტრანტებისა და მიკროპროცესორული ტექნიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირის მიერ.

 

 

image-1
გ. ბაღათურია

მასათა გეომეტრია

უაკ: 513

დამხმარე სახელმძღვანელოში გადმოცემულია მასათა ცენტრისა და ინერციის მომენტების თეორია, ამოხსნილია ყველა ამოცანა ი.ვ. მეშჩერსკის თეორიული  მექანიკის  ამოცანათა კრებულის 36-ე გამოცემიდან.
წიგნი განკუთვნილია, ძირითადად, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ის აგრეთვე გამოადგება  ინჟინერს, რომელსაც უწევს მანქანებისა და მექანიზმების მოძრაობის გაანგარიშება.

 

 

image-1
გ. ღვინეფაძე

AngularJS

უაკ: 681.3.06

წიგნში განხილულია Angular ფრეიმვორკი - Google Inc კორპორაციის მიერ შექმნილი, თვისებრივად გაუმჯობესებული ვებგამოყენებების (დანართების) დასაპროექტებლად განკუთვნილი, JavaScript ენაზე დაწერილი და MVW (Model-View-Whatever) მიდგომაზე აგებული პროგრამული პროდუქტი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტებისა და ვებდანართების დაპროექტების საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1


ფიზიკური ქიმია საგამოცდო ტესტების კრებული

უაკ: 541.11

საგამოცდო ტესტების კრებულში მოცემულია ფიზიკური ქიმიის კურსი ორ ნაწილად. პირველში განიხილება ქიმიური თერმოდინამიკის, ქიმიური და ფაზური წონასწორობის, ხოლო მეორეში – ხსნარების ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის საკითხები.
განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის 05, 06, 07, 30 და 50 პროფილის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.