რ. სამხარაძე, ლ. გაჩეჩილაძე

SQL სერვერი

image

უაკ 004.65

ISBN 978-9941-28-393-2

478 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.12.2018


 

სახელმძღვანელოში გადმოცემულია Microsoft SQL Server გარემოში მონაცემთა ბაზების დაპროექტებისა და პროგრამების შემუშავების საკითხები. დაწვრილებითაა განხილული Transact SQL ენის საფუძვლები, მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების მართვის საკითხები, ფუნქციებთან, შენახულ პროცედურებთან, ინდექსებთან, წარმოდგენებთან, კურსორებთან და ტრიგერებთან მუშაობის პრინციპები. განხილულია ოპერაციები სიმრავლეებზე, საერთო ცხრილური გამოსახულებები, მონაცემების რეორგანიზების საკითხები. გაშუქებულია ცხრილებს შორის კავშირები და ქვემოთხოვნები. გადმოცემულია ადმინისტრირების საშუალებები. მესამე გამოცემაში დამატებულია მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი. აღწერილია გრაფიკული საშუალებებით მონაცემთა ბაზებთან, ცხრილებთან, ფუნქციებთან, პროცედურებთან, წარმოდგენებთან, ინდექსებთან მუშაობის საკითხები.
წიგნს ახლავს მაგალითები და სავარჯიშოები.
გამოცემა განკუთვნილია როგორც კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ისე დაპროგრამების შემსწავლელთათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები