უაკ: 030
ლექსიკონი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, იმათთვის, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა-პოლიტოლოგიის, ხელისუფლების–კრატოლოგიის პრობლემები, პოლიტიკური ცხოვრების მოვლენები და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც პირადად აპირებს არ განუდგეს ბობოქარ მოვლენებს, ყმაწვილობიდანვე იყოს მათი უშუალო, აქტიური და დაინტერესებული მონაწილე.
გამოცემა დააინტერესებს ყველას, ვინც პოლიტიკისაგან ელის სიკეთეს როგორც საკუთარი თავის, ისე ხალხისათვის.
უაკ: 621.791.037
ლაბორატორიული სამუშაოს დანიშნულებაა სტუდენტებს დაეხმაროს სასწავლო ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებაში, საკითხების კონკრეტიზაციის გზით; პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად გამოუმუშაოს თეორიის გამოყენების ჩვევები; დამოუკიდებლად ჩაატაროს ცდები, აიღოს ანათვლები და შეისწავლოს შედუღებისას მიმდინარე თბური პროცესები, განსაზღვროს ტემპერატურის განაწილება როგორც შესადუღებელ დეტალებში, ისე ელექტოდებსა და საშემდუღებლო მავთულებში.
განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „მასალათმცოდნეობის“ ბაკალავრებისათვის.
უაკ: 621.674
მეთოდურ მითითებებში განხილულია ფრთიანი ტუმბოებისა და სატუმბო დანადგარების თემეტიკით განსაზღვრული ისეთი ლაბორატორიული სამუშაოები, როგორიცაა: ცენტრიდანული ტუმბოს მუშა ორგანოების გეომეტრიული ზომებისა და სწრაფმავლობის კოეფიციენტის დადგენა; ცენტრიდანული ტუმბოს მიწოდების გაზომვა და მისი კინემატიკური მახასიათებლების განსაზღვრა; ტუმბოს დაწნევის გაზომვა მანომეტრის ჩვენების შესაბამისად; ტუმბოს სასარგებლო სიმძლავრისა და ცენტრიდანული ტუმბოს მარგი ქმედების კოეფიციენტის განსაზღვრა; ტუმბოების მიმდევრობითი და პარალელურად შეერთებისას მათი მახასიათებლების აგება.
მეთოდური მითითებები როგორც თემატიკით, ისე მოცულობით პასუხობს საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ შესაბამისი სპეციალობის სილაბუსებს.
უაკ: 351.773
თანამედროვე ცივილიზებული სამყარო კვების პროდუქტების ინტესიფიკაციის ერაში ცხოვრობს, რომელიც სისტემატურად ქვეყნებში ყოველწლიურად ძლიერდება, იქმნება ჯგუფები, რომელთა შორის მჭიდროდ ყალიბდება ახალი ინტეგრაციის ფორმები და ამოცანები. მსოფლიო განვითარების სისტემის საფუძველია კვების პროდუქტების საერთაშორისო ურთიერთკავშირი, სადაც მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რაც ფაქტობრივად იწვევს ინფორმატიკული დარგების განვითარებას. ყალიბდება მაღალი ტექნოლოგიური პირობები და არსებითად იცვლება საზოგადოების ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.
აღნიშნული დისციპლინა მეტად მნიშვნელოვანი სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრებისათვის.
სალექციო კურსში განხილულია (ორგანოლეპტიკა) კვალიმეტრიის დარგი წარმოებული პროდუქციის ხარისხის ფასეტური (გარეგნული შეფასება) როგორც ნედლეულის ტექნიკური სიმწიფის, ისე ნახევარფაბრიკატებისა და შესაბამისი პროცესორებისა და აპარატურის მიერ. მიუხედვად იმისა, რომ ყოველი პროდუქტისათვის აუცილებელია რაოდენობრივი ანალიზი (ბაზისური, ვალიდირებული), ორგანოლეპტიკას სუბიექტურ მეთოდად მივიჩნევთ. სტანდარტის დიაპაზონის მაჩვენებლების მიხედვით დგინდება ფერი, ტონი, გარეგანი სახე, კონსტიტენცია, გემო, სუნი. ზოგიერთ შემთხვევაში (ჩაი, ღვინო) შეიძლება აღინიშნოს, რომ დეგუსტაცია კვების პროდუქტების შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. დეგუ-სტაცია მნიშვნელოვანია იმ მხრითაც, რომ იგი უსწრაფესი მეთოდია სამომხმარებლო ღირებულების დასადგენად.
აღნიშნული დისციპლინა მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 584.19
სალექციო კურსში განხილულია ბიოსფეროს მნიშვნელობა, სადაც მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლე ვითარდება; ბიოსფეროს ძირითადი შემადგენელი ნაწილების: ატმოსფეროს, ლითოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ნიადაგის კოლოიდური სისტემის მახასიათებლები - მზის ენერგიის მნიშვნელობა ნივთიერებათა წრებრუნვის თვალსაზრისით (გეოლოგიური, ბიოლოგიური), წყლის ტრანსპირაცია (აორთქლება), მათი დაბრუნების (მეტაფორიზმი) და ნივთიერებათა დაბრუნების რეგულაცია, ფოტოსინთეზი და ასიმილაციის ხარისხი. განსაზღვრულია აბიოტური და ბიოტური ფაქტორების გლობალური წრებრუნვა კონტინენტურ შტოში; გეოგრაფიული გარსი და მისი ფორმირების საკითხები -პირობები, ასევე გარსის სტრუქტურა, განლაგება დედამიწის შინაგანი აგებულება, დედამიწის მანტიის ბიოსფეროს სწორი მართვა და ფუნქციონირება.
წიგნი განკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
უაკ: 003.35
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი სილაბუსით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის საკითხებს. მასში მოყვანილია სატელეკომუნიკაციო ანალოგურ და ციფრულ სისტემებში პირველადი, საარხო და სახაზო სიგნალების ფორმირების მექანიზმებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისა და სავარჯიშოების შესრულების ნიმუშები, კერძოდ სატელეკომუნიკაციო სისტემებში გამოყენებულ ანალოგურ, დისკრეტულ, იმპულსურ და ციფრულ მოდულაციებთან დაკავშირებული მასალა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, დაეხმარება ამავე სფეროში მომუშავე პერსონალსა და დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 621.398
ლაბორატორიული და სასწავლო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებისას დაცული უნდა იყოს ელექტროუსაფრთხოების წესები; არც ერთი ამოცანა არ მოითხოვს სტუდენტისგან ელექტრული სქემის დაშლა-აწყობას, ამიტომ სტუდენტი ვალდებულია ლაბორატორიულ სამუშაო სქემაში შეასრულოს მხოლოდ მეთოდურ მითითებაში აღნიშნული მოქმედებების შესაბამისად.
გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ამოცანის მსვლელობის დროს ყველა ელექტრული სიდიდე (ძაბვა, დენი) გაიზომოს და შემდეგ გადაყვანილ იქნეს ვოლტებსა და ამპერებში.
მეთოდური მითითებები მოიცავს 20 ლაბორატორიულ სამუშაოს.
მეთოდური მითითებები განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.