image-1
რ. თურმანიძე. ვ. შილაკაძე

საწელავის გაანგარიშება და კონსტრუირება მითითებანი პრაქტიკული და საკურსო სამუშაოებისათვის

უაკ: 621.919

წინამდებარე სახელმძღვანელო აგებულია საგანმანათლებო პროგრამა „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სასწავლო კურს „მჭრელი იარაღების“  შესაბამისად.
სახელმძღვანელოში განხილულია ღარობიანი ნახვრეტის და სასოგმანე ღარის დასამუშავებელი საწელავის გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მისი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ისე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალის თვისებებიდან გამომდინარე.
მოცემულია განხილული იარაღის მოკლე განმარტება, მუშაობის პრინციპი, დახასიათება, გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი.
წიგნი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.

 

 

image-1
რ. თურმანიძე. ვ. შილაკაძე

ღერძული იარაღის გაანგარიშება და კონსტრუირება მითითებანი პრაქტიკული და საკურსო სამუშაოებისათვის

უაკ: 621.9.029

წინამდებარე წიგნი აგებულია საგანმანათლებო პროგრამა  „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სასწავლო კურს „მჭრელი იარაღების“  შესაბამისად.
სახელმძღვანელოში განხილულია სპირალური ბურღის და საფართის გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მისი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ისე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალის თვისებებიდან გამომდინარე.
მოცემულია განხილული იარაღის მოკლე განმარტება, მუშაობის პრინციპი, დახასიათება, გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი.
წიგნი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.

 

 

image-1
ჯ. უფლისაშვილი, ნ. ჯავახიშვილი, თ. ბარამაშვილი

ინვერსია და მისი გამოყენება

უაკ: 513.75

გეომეტრიული ამოცანები აგებაზე საკმაოდ მარტივი გადასაწყვეტია, თუ მათ ამოსახსნელად გამოვიყენებთ ინვერსიულ გარდაქმნებს. კომპიუტერული პროგრამების გამოყენება ამოცანების ამოხსნას კიდევ უფრო ამარტივებს და სიზუსტეს მატებს აგებებს. მასალა დაეხმარება დაინტერესებულ პირებს გეომეტრიული გარდაქმნა ინვერსიის შესწავლაში. სახელმძღვანელო გამიზნულია, ააღორძინოს ინტერესი გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისადმი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია იმ ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, ვინც დაინტერესებულია გეომეტრიის შესწავლით.

 

 

image-1
ა. სარუხანიშვილი, დ. ბიბილეიშვილი, მ. მშვილდაძე, მ. კაპანაძე, ე. ნიკოლეიშვილი

პოპულარული ფიზიკური ქიმიის კურსი
დისციპლინის წარმოშობის და განვითარების მოკლე ისტორია, ქიმიური თერმოდინამიკა

უაკ: 541.1

მოცემულია ფიზიკური ქიმიის წარმოშობის და განვითარების მოკლე ისტორია, ქიმიური თერმოდინამიკა და ქიმიური წონასწორობის თერმოდინამიკა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. სარუხანიშვილი, ა. გოგიშვილი, დ. ერისთავი

ქიმიური თერმოდინამიკა

უაკ: 541.11

განხილულია ქიმიური თერმოდინამიკის ძირითადი დებულებები დაფუძნებული თერმოდინამიკის ნულოვან, პირველ, მეორე და მესამე კანონებზე. მოყვანილია მონაცემები, რომელთა გარეშე შეუძლებელია მოვლენათა და პროცესთა თერმოდინამიკური შეფასება, მრავალი სახის ქიმიური რეაქციებისა და ფაზური გარდაქმნების შესაძლებლობების მიმდინარეობის მიმართულებისა და პარამეტრების დადგენა ნატურული ექსპერიმენტების გარეშე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული დახელოვნებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური ქიმიის კურსის მოსმენა-შესწავლას.
დამხმარე სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება იმ პროფილის მაგისტრანტებისათვისაც, რომლებიც დაკავებული არიან ახალი სახის მასალებისგან ტექნოლოგიების შექმნით.

 

 

image-1
ბ. შანშიაშვილი, ნ. მჭედლიშვილი

სისტემების იდენტიფიკაცია და მოდელირება MATLAB-ის გამოყენებით

უაკ: 62.505

განხილულია მართვის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - სისტემების იდენტიფიკაციის ძირითადი ცნებები და ამოცანები, მოდელების ტიპები და მათი აგების ხერხები, ასევე სისტემების იდენტიფიკაციის სხვა ზოგადი საკითხები.
მოყვანილია MATLAB-ის პაკეტის  System Identification Toolbox-ის მოკლე დახასიათება. განიხილება გამოყენებული მოდელების ტიპები, შეფასების მეთოდები. წარმოდგენილია 18 ლაბორატორიული ამოცანა მეთოდიკური მითითებებითა და დავალებებით. ამოცანები დაფუძნებულია MATLAB-ის პაკეტის, კერძოდ, System Identification Toolbox-ის გრაფიკული ინტერფეისისა და Simulink  პაკეტის გამოყენებაზე.
განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისათვის, მეცნიერი მუშაკებისათვის, ინჟინრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სისტემების იდენტიფიკაციის, მართვისა და მოდელირების საკითხებით.

 

 

image-1
თ. შაქარაშვილი, მ. ანდღულაძე, ნ. კუციავა

ნავთობის მრეწველობის განვითარების მოკლე ისტორიული ცნობები

უაკ: 665.63

აღწერილია მსოფლიო სათბობ-ენერგეტიკული ბალანსი, ნავთობის მარაგი და ნავთობმომპოვებელი კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაწვრილებითაა განხილული საწვავები წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ქვეყნებში. განკუთვნილია უმაღლესი პროფესიული განათლების მსმენელთათვის, ბაკალავრიატის, მაგისტრანტებისა და ნავთობგადამუშავების ტექნოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

image-1
თ. შარაბიძე

შეერთებები და მათი გამოსახვის წესები

უაკ: 515

განხილულია დასაშლელი და დაუშლელი შეერთებების ნახაზების გაფორმების წესები სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ მანქანათმშენებლობის ხაზვის კურსს.

 

 

image-1
თ. შარაბიძე, მ. ბარბაქაძე

ღერძების, ლილვების, საკისრების და ზამბარების გრაფიკული გამოსახვა საამწყობო ნახაზებზე

უაკ: 621:744

მოცემულია ზოგადი ცნობები ღერძების, ლილვების, საკისრებისა და ზამბარების შესახებ, მათი გაანგარიშების მეთოდები და ნახაზების შესრულების წესები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა ტექნიკური პროფილის სპეციალობის სტუდენტებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოდ.