უაკ: 53.083.75:66.087
სალექციო კურსში მოცემულია გარემოში არსებული ბუნებრივი და ანთროპოგენური დამაბინძურებლების გავლენა გარემოს ძირითად კომპონენტებზე - ჰაერი, წყალი, ნიადაგი (ბიოტა). წამოჭრილია ყველა ეკოლოგიური პრობლემა, რაც გავლენას ახდენს გარემოზე. გადმოცემულია დამაბინძურებლებისაგან გაწმენდის ელექტროქიმიური მეთოდების ადგილი და როლი ბუნებისდაცვით ღონისძიებათა კომპლექსში. განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო და ჩამდინარე წყლების დამაბინძურებლები, მათი ბუნება და წარმოშობა-გავრცელების წყაროები. აღწერილია წყლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები და სასმელი წყლის სტანდარტები.განხილულია ჩამდინარე წყლების გაწმენდის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია. დაწვრილებით არის აღწერილი მძიმე ლითონებით და სხვა ორგანული და არაორგანული ნაერთებით დაბინძურებული წყლის გაწმენდის პირდაპირი და არაპირდაპირი ელექტროქიმიური მეთოდები. სალექციო კურსში აგრეთვე აღწერილია წყლის გაწმენდა ელექტროქიმიურად გენერირებული მჟანგავების მეშვეობით. ახსნილია ფენტონის რეაქციის ქიმიზმი. წარმოჩენილია სორბციული, მემბრანული და ნანოტექნოლოგიების როლი წყლის გაწმენდის პროცესში. შეფასებულია თითოეული მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 637:621.039.59
ცხოველური ნედლეულისგან საკვები პროდუქტების წარმოების ზოგადი ტექნოლოგიის დისციპლინის სემინარულ-პრაქტიკული მეცადინეობის მეთოდიკურ მითითებებში დეტალურად არის აღწერილი ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ ერთი სემესტრის განმავლობაში შესასწავლი 15 სემინარულ-პრაქტიკული მეცადინეობის თემები, რომლებიც ასახავენ ცხოველური ნედლეულის - ხორცის, რძისა და კვერცხის მიღების, დახარისხების, პირველადი დამუშავებისა და სასურსათო პროდუქტების დასამზადებლად სამრეწველო გადამუშავების საკითხებს. მეცადინეობების სათანადო დონეზე ჩასატარებლად მითითებულია აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროებები, ყოველი მეცადინეობის თემის თეორიული მასალის შემდეგ კი მოცემულია საკონტროლო კითხვები, სტუდენტის მიერ აუდიტორიაში და/ან დამოუკიდებლად შესასრულებელი ამოცანები/დავალებები, აგრეთვე საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად აუცილებელი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის სია.მეთოდიკურ მითითებებს თანდართული აქვს საცნობარო მასალა, რომელიც დაეხმარება სტუდენტს სემინარულ-პრაქტიკულ მეცადინეობებზე პედაგოგის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გააზრებასა და მიღებული დავალებების შესრულებაში.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 53:537.311.33
ნახევარგამტარების ფიზიკის კურსში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, როგორც ფუნდამენტურ თემებს - იდეალურ და რეალურ ნახევარგამტარებში მუხტის გადამტანების ენერგეტიკული ზონური სტრუქტურა და სტატისტიკა - ისე, ნახევარ გამტარებისთვის დამახასიათებელ, პრაქტიკული ღირებულების მქონე მრავალ ფიზიკურ მოვლენას. გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 37
სალექციო კურსში კრეატიული (ეფექტიანი) აზროვნების მეთოდების ერთსემესტრიანი კურსი. ინოვაციური კონცეფციები საკუთარი აზროვნების შეცნობის, მისი უკეთ გამოყენების უზრუნველსაყოფად. გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 53
ფიზიკის ოთხსემესტრიანი კურსი. მოიცავს მექანიკის, თერმოდინამიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ოპტიკის, ატომის და ბირთვის ფიზიკის საკვანძო საკითხებს. კურსი გათვლილია ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.
ფიზიკის ოთხსემესტრიანი კურსი მოიცავს მექანიკის, თერმოდინამიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ოპტიკის, ატომის და ბირთვის ფიზიკის საკვანძო საკითხებს. კურსი გათვლილია ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.93:531.3
დამხმარე სახელმძღვანელო „ჩარხების დინამიკაში“ განხილულია მნიშვნელოვანი საკითხები: დრეკადი სისტემების ჭრის პროცესების, ბრუნვითი მოძრაობების, გარდამავალი პროცესების, დინამიკური დატვირთვების მოდელირებისა და ანალიზის საკითხები.ნაშრომი წარმოადგენს „ჩარხების დინამიკის“ სასწავლო კურსის პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ნაწილს. ნაშრომი შედგენილია სამაგისტრო პროგრამის მიედვით.