image-1
ზ. კვინიკაძე

პროგრამა Auto CAD-ის ინტერფეისის გაწყობა მეთოდიკური მითითებები

უაკ: 001.1:513:518.4

მოცემული გრაფიკული სამუშაოები, მსმენელს მიეწოდება პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, როგორც პროგრამული პროდუქტი – Auto CAD-ი. გეომეტრიული მოდელირებისა და ნახაზის შედგენის ტექნოლოგიის გამოყენებით, მსმენელი ითვისებს კომპიუტერული გრაფიკის მეთოდებსა და საშუალებებს; იძენს ცოდნას და გამოცდილებას კონკრეტული დარგობრივი პროგრამების პაკეტებთან მუშაობისა და დეტალის სამუშაო ნახაზების, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციების გაფორმების, შესასრულებლად.
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრის მსმენელებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მოსამზადებელი სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ინჟინრებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ ათვისებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

 

 

 

image-1
ზ. კვინიკაძე

ელემენტარული მეტრული ამოცანები პერსპექტივში

უაკ: 515

დამხმარე სახელმძღვანელოში „ელემენტარული მეტრული ამოცანები პერსპექტივში“ განხილულია ელემენტარული მეტრეული ამოცანები პერსპექტივში.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის იმ სპეციალობათა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს მხაზველობითი გეომეტრიის, კერძოდ, პერსპექტივის შესწავლას.
ნაშრომის გამოყენება შეუძლიათ, აგრეთვე, ამავე დაწესებულებების მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებსაც.

 

 

image-1
მ. მელქაძე

ბიზნესცენტრი

უაკ: 339.1

დამხმარე სახელმძღვანელოში, თემის ისტორიული ექსკურსის კონტექსტში, განხილულია ბიზნესცენტრის, როგორც პოლიფუნქციური შინაარსის მქონე შენობის თავისებურებანი სხვადასხვა ქალაქგეგმარებით სიტუაციაში.
ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოცულობითი არქიტექტურის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. მელქაძე

სოციალური საცხოვრისი

უაკ: 721.058

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე სამყაროს მახასიათებელი თემა - სოციალური საცხოვრისი - რომელიც საქართველოს ისტორიის ბოლო 29 წლის აქტუალური თემაა, როგორც ლტოლვილთა განსახლების ერთ-ერთი საშუალება.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოცულობითი არქიტექტურის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. მელქაძე

ახალი საცხოვრისი თანამედროვე ქალაქმაფორმირებელ გარემოში

უაკ: 721.058

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ქალაქის ქსოვილის ფეოდალურ-კაპიტალისტური და თანამედროვე ეპოქის სტადიაზე გადასვლის პროცესში მისი შესაბამისი საცხოვრისის სისტემა - სტრუქტურის ცვალებადობის დინამიკა.
გამოცემა განსაზღვრულია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოცულობითი არქიტექტურის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. მელქაძე

სამონასტრო კომპლექსი

უაკ: 726.7

დამხმარე სახელმძღვანელოში, თემის ისტორიული ექსკურსის კონტექსტში, განხილულია სამონასტრო კომპლექსის სივრცულ-არქიტექტურული დაგეგმარების პროცესი თანამედროვე საქართველოს ბუნებრივ გარემოში.
ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოცულობითი არქიტექტურის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
მ. მელქაძე

ხანდაზმულთა პანსიონი 70-100 ხანდაზმულისთვის

უაკ: 711.557

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი დაუცველი სეგმენტის - მარტოხელა მოხუცთა პრობლემის გადაწყვეტის მეთოდი, ხანდაზმულთათვის იმ სისტემა-სტრუქტურის-საცხოვრისის შექმნის სახით, რაც გახდება მათთვის სიყვარულისა და სიმშვიდის ნავსაყუდელი.
გამოცემა განსაზღვრულია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოცულობითი არქიტექტურის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. მელქაძე

შრომით-გამოსასწორებელი ცენტრი მოზარდთათვის

უაკ: 34

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თემა, რომელიც ეხება პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი ვექტორის - მოზარდთა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამედროვე ინტერპრეტაციას.
გამოცემა განსაზღვრულია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოცულობითი არქიტექტურის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. დავითაია, მ. ძიძიგური

არქიტექტურული კრიტიკა - არქიტექტურული კვლევის მეთოდოლოგია

უაკ: 72:001-8

არქიტექტურული კრიტიკა შეიცავს არქიტექტურულ-კრიტიკული მოღვაწეობის ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ ასპექტებს და წარმოაჩენს „არქიტექტურათმცოდნეობის“ თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს. არქიტექტურულ-ისტორიული კვლევა არქიტექტურათმცოდნეობის ის ნაწილია, რომლის შესრულებისას მაგისტრანტს საშუალება ეძლევა რეალურად გამოიყენოს მიღებული თეორიული ცოდნა არქიტექტურული კრიტიკის ასპექტში. მეთოდიკურ მითითებაში განხილულია არქიტექტურულ-ისტორიული კვლევის მეთოდოლოგიის საფუძვლები, განსაზღვრულია კვლევის სრულყოფილად ჩატარებისთვის შესასრულებელი სამუშაოები (ჩამონათვალი მოიცავს შვიდ პუნქტს), რაც ეფუძნება საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (2007 წ.), მუხლი 43, შეფასებული და დასაბუთებულია მაგისტრანტის მიერ ამგვარი სამუშაოების შესრულების მნიშვნელობა პროფესიონალი არქიტექტურის კრიტიკოსის ჩამოყალიბებისთვის. ეს მეთოდიკური მითითება დაეხმარება მათ დავალების შესრულებაში.
ნაშრომში წარმოდგენილია რამდენიმე არქიტექტურულ-ისტორიული კვლევის ნიმუში შესრულებული მეთოდიკური მითითების ავტორებისა და მაგისტრანტის მიერ.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურის პროგრამა „არქიტექტურათმცოდნეობის“ სტუდენტებისათვის.