image-1
ლ. გლურჯიძე, ა. გიგინეიშვილი

ფიზიკა IV ნაწილი

უაკ: 53

ფიზიკის ოთხსემესტრიანი კურსი მოიცავს მექანიკის, თერმოდინამიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ოპტიკის, ატომის და ბირთვის ფიზიკის საკვანძო საკითხებს.
კურსი გათვლილია ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image
გ. ხვიჩია

ჩარხების დინამიკა პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 621.93:531.3

დამხმარე სახელმძღვანელო „ჩარხების დინამიკაში“ განხილულია მნიშვნელოვანი საკითხები: დრეკადი სისტემების ჭრის პროცესების, ბრუნვითი მოძრაობების, გარდამავალი პროცესების, დინამიკური დატვირთვების მოდელირებისა და ანალიზის საკითხები.
ნაშრომი წარმოადგენს „ჩარხების დინამიკის“ სასწავლო კურსის პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ნაწილს.
ნაშრომი შედგენილია სამაგისტრო პროგრამის მიედვით.

 

 

image-1
ს. ფირალიშვილი, მ. სადუნიშვილი

გეოდეზიური განაზომების დამუშავება

უაკ: 528.063:528.5

სალექციო კურსში „გეოდეზიური განაზომების დამუშავება“, განხილულია ალბათობის თეორიის საკითხები, რომელიც არის თანამედროვე შეცდომების თეორიისა და გეოდეზიური განაზომების დამუშავების მათემატიკური საფუძველი, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს განაზომების ხარისხი მაშინაც კი, როდესაც განაზომების რაოდენობა არის მინიმალური და სხვა მეთოდები არ იძლევა საშუალებას, დადგინდეს გაზომვების პარამეტრების დაცულობა, რაც აუცილებელია გაზომვების პირობების დასაცავად.
გამოცემა განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. მაჩაიძე, დ. კუპატაძე

საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების საფუძვლები

უაკ: 553:622.03:553.27

სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მასში მოცემულია მოკლე ცნობები მარგი წიაღისეულის შესახებ, გაშუქებულია გვირაბის გაყვანის და გამაგრების ტექნოლოგია და მექანიზაცია; გადმოცემულია შახტის (მაღაროს) ველის დაყოფა ნაწილებად და გამომუშავებული ველების წესი და მიმართულება. აღწერილია საბადოს გახსნის სისტემები. განმარტებულია მარგი წიაღისეულის საბადოების მიწისქვეშა მეთოდით დამუშავების სისტემები, მოცემულია მარგი წიაღისეულის ღია წესით მოპოვების და დამუშავების სახეები.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ჯ. დოჭვირი

ავტომატიზებული ელექტროამძრავი

უაკ: 621.3.078:62-52

დამხმარე სახელმძღვანელო განხილულია მუდმივი დენის ტირისტორული ელექტროამძრავის მართვის სისტემის სტატიკური და დინამიკური მახასიათებლების გაანგარიშების მეთოდები. შედგენილია სტრუქტურული სქემები, მოცემულია პარამეტრების გამოსათვლელი ფორმულები.
გამოცემა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს უკუკავშირიანი ელექტროამძრავების სისტემების გაანგარიშების ხერხები.

 

 

image-1
ი. შურღაია, ვ. ქირია

მექატრონიკის საფუძვლები მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული მეცადინეობისათვის

უაკ: 004.896

ნაშრომში აღწერილია სიმულაციური პროგრამა PROTEUS VSM-ის, გამოყენების სფერო, ხელმისაწვდომია ელემენტების მოდელების უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომლის შევსებაც შეუძლია თვითონ მომხმარებელს, ბუნებრივია ამისათვის საჭირო ელემენტების მუშაობის გამოწვლილვით ცოდნა და დაპროგრამების უნარის ქონა. აქვე განხილულია Arduino IDE-ს გარემო, Arduino IDE-ს დაყენება Windows-ში, დაპროგრამება Arduino-ში. განხილულია მიკროკონტროლერები Atmega, რომლებიც გამოიყენება Arduino-ში, აგრეთვე მიკროკონტროლერები ATmega168, ATmega328, ATmega1280, ATmega2560, რომლებიც გამოიყენება Arduino-ს პლატფორმებზე.
მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული მეცადინეობისათვის განკუთვნილია სხვადასხვა ტექნიკური მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. გამოცემით შესაძლებელია აგრეთვე ისარგებლოს იმ დაინტერესებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა პერსონალმა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწევა საწარმოო მანქანების კონსტრუირებას და ექსპლუატაციას.

 

 

image
თ. მჭედლიშვილი

ჰიდრო- და ელექტროჰიდრავლიკური გამაძლიერებლები და სისტემები - პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 62-83:621.7.044.4

განხილულია ძალური ჰიდრო- და ელექტროჰიდრავლიკური გამაძლიერებლების და ამძრავების ძირითადი სტრუქტურული ელემენტების და მთლიანობაში სხვადასხვა სახის უკუკავშირის მქონე სისტემების გაანგარიშებების პრაქტიკული მეთოდიკები.
განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ზ. კვინიკაძე, ნ. ნიკვაშვილი

პროგრამა AutoCAD-ში სწრაფად მუშაობისათვის მეთოდიკური მითითებები

უაკ: 001.1(075.5)

მეთოდურ მითითებებში განხილულია პროგრამა AutoCAD-ში ისეთი ბრძანებები, ფსევდონიმები და „ცხელი ღილაკები“, რომლებიც პროგრამაში სწრაფად მუშაობის საშუალებას იძლევა.
მეთოდიკური მითითითებები განკუთვნილია უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრის მსმენელებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მოსამზადებელი სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ინჟინრებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და ათვისებული აქვთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

 

 

image-1
ზ. კვინიკაძე, ნ. ნიკვაშვილი

ნახაზის ჩარჩოსა და ძირითადი წარწერის შექმნა-შევსება პროგრამა Auto CAD-ის გამოყენებით მეთოდიკური მითითებები

უაკ: 001.1:518.4:515

მოცემული გრაფიკული სამუშაოები, მსმენელს მიეწოდება პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, როგორც პროგრამული პროდუქტი – Auto CAD-ი. გეომეტრიული მოდელირებისა და ნახაზის შედგენის ტექნოლოგიის გამოყენებით, მსმენელი ითვისებს კომპიუტერული გრაფიკის მეთოდებსა და საშუალებებს; იძენს ცოდნას და გამოცდილებას კონკრეტული დარგობრივი პროგრამების პაკეტებთან მუშაობისა და დეტალის სამუშაო ნახაზების, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციების გაფორმების შესასრულებლად.
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრის მსმენელებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მოსამზადებელი სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის; ინჟინრებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ ათვისებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები.