image-1
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, გ. ბერუაშვილი

წარმოების მექანიზაციის საშუალებები

უაკ: 621.8

სალექციო კურსში განხილულია სამრეწველო საწარმოთა ტვირთნაკადები, მექანიზაციის საშუალებების ფუნქციური დანიშნულება, კონსტრუქციული და კინემატიკური აგებულება და გაანგარიშების საკითხები.
გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ს. მებონია

მილების წარმოების ტექნოლოგია

უაკ: 69.057.16

სალექციო კურსში განხილულია მილების წარმოების ტექნოლოგიური პროცესები, ტექნოლოგიური ინსტრუმენტის კონსტრუქციები და აღჭურვილობა. სალექციო კურსში შესულია როგორც ლითონის პლასტიკურ დეფორმაციასთან დაკავშირებული ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების, ისე დამხმარე ოპერაციების დაგეგმარების საკითხები, მათი გეომეტრიული, დეფორმაციული, კინემატიკური და ენერგოძალოვანი პარამეტრების განსაზღვრის მეთოდიკები. ლექციების კურსი შეიცავს სხვადასხვა სახის მილების გლინვის ტექნოლოგიური პროცესების ანგარიშის მეთოდებს. 
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობის და მასალების დამუშავების“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ი. ლომიძე †, ზ. ჩუბინიძე

ჰიდროტურბინების რემონტისა და ექსპლუატაციის საფუძვლები

უაკ: 626/627

სალექციო კურსი მთლიანად ორიენტირებულია ჰესების მექანიკური ნაწილის საექსპლუატაციო პერსონალის მომზადებაზე ენერგოსისტემის მიერ წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ტექნიკურ პერსონალს.

 

 

 

image-1
ი. ლომიძე †, ზ. ჩუბინიძე

ჰიდროტურბინების მონტაჟის საფუძვლები

უაკ: 621.224:626/627

სალქეციო კურსში საკმარისი სისრულით არის გადმოცემული „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ ბაკალავრის მომზადებისათვის ჰიდროტურბინების სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო პრაქტიკული საკითხები. იგი შინაარსითა და მოცულობით სრულად შეესაბამება სასწავლო დისციპლინის - „ჰიდროტურბინების მონტაჟის საფუძვლების“ სილაბუსს.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ტექნიკურ პერსონალს.

 

 

 

image-1
მ. ფოჩხუა

მცირე დასახლება (1000 მცხოვრებზე) მოცემულობა და მეთოდიკური მითითება პროექტის შესადგენად

უაკ: 721

სასწავლო კურსი მოიცავს 1000 მცხოვრებზე მცირე ქალაქური ტიპის დასახლების პროექტის შესადგენად განკუთვნილ დავალებას და მეთოდიკურ მითითებას, რომელიც დაეხმარება სტუდენტს ამ დავალების შესრულებაში.
ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურის სპეციალობის ურბანული დაგეგმარების მიმართულების სტუდენტებისათვის. 

 

 

 

image-1
Д. Датукишвили, Н. Кочладзе

ИНТЕРЬЕР КВАРТИРЫ

უაკ: 721.011.8

Методическое указание к курсовому проекту на тему"Интерьер квартиры" предназ­начен для студентов русскоязычной группы бакалавриата, которые учатся на факультете архитектуры, урбанистики и дизайна Грузинского Технического Университета и в процессе учёбы проходят курс проектирования интерьера жилых зданий. В методическом указании рассмотрены помещения квартиры и функциональное зонирование отдельных помещений. Описан состав исполняемого проекта и в каком виде должен быть представлен проект.

 

 

image-1
გრ. ხელიძე, ლ. შატაკიშვილი

ჰიდრომექანიკური გარდამავალი პროცესები ჰიდროენერგეტიკულ დანადგარებში

უაკ: 532

სალექციო კურსში განხილულია შემდეგი საკითხები: ჰესების ჰიდრომექანიკური ნაწილის სტრუქტურა და გარდამავალი პროცესების სახეები, დატვირთვის აღება და მოხსნა, ნორმალური გაჩერება, სინქრონული კომპენსატორის რეჟიმი, ჰიდროაგრეგატის მბრუნავი ნაწილების მოძრაობის განტოლებები, ჰიდრომანქანის სრული უნივერსალური მახასიათებელი, ღერძული ძალვები, ჰიდროაგრეგატების ავტომატური რეგულირების პრინციპები, ავარიული გაქანების პროცესი და დაცვის სისტემების სქემა, ჰიდრავლიკური დარტყმის დიფერენციალური განტოლებები, რხევები სისტემაში „დერივაცია-გამთანაბრებელი რეზერვუარი“, დაუმყარებელი რეჟიმის ზემოქმედება ჰიდრომანქანის პარამეტრებზე, ხარჯის და მომენტის მახასაითებლები, წნევის განაწილება ტურბინის გამდინარე ტრაქტში, ნაკადის არასტაციონარულობა მუშა თვლის შემდეგ, ჰაერის შეშვების გავლენა ტურბინის მუშაობაზე, ავტომტური რეგულირების მოწყობილობის შემადგენელი ელემენტები და მათი მდგრადობა, ჰიდროაგრეგატების რეგულირების რეჟიმები და მათი ოპტიმიზაციის გზები, კაპლანის და ფრენსისის ჰიდროტურბინებიანი ჰიდროაგრეგატების რეგულირების რეჟიმების შერჩევა.
სალექციო კურსის შინაარსი შეესაბამება „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ სამაგისტრო პროგრამის დისციპლინის - „ჰიდრომექანიკური გარდამავალი პროცესები ჰიდროენერგეტიკულ დანადგარებში“ სილაბუსს.
ნაშრომი გათვალისწინებულია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

 

 

 

image-1
ზ. საბაშვილი

მასალების პლაზმური ჭრა და განმტკიცება

უაკ: 621.91

სალექციო კურსში განხილულია მასალების პლაზმური რკალის ენერგეტიკული მახასიათებლები და მათი კავშირი ჭრის ტექნოლოგიურ პარამეტრებთან, ახსნილია ამ დამოკიდებულებების ფიზიკური არსი, ჭრის ზედაპირების ხარისხი და მისი გაუმჯობესების გზები, პლაზმური ჭრის ეკოლოგია, პლაზმატრონების კონსტრუქციის ძირითადი კვანძების დანიშნულება, ლითონების პლაზმური განმტკიცების ტექნოლოგიური თავისებურებანი. მოცემულია პლაზმური რკალისა და განმტკიცების რეჟიმის პარამეტრების გავლენა განმტკიცების მახასიათებლებზე.
სალექციო კურსი შედგენილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის  ბაკალავრებისათვის და სრულ შესაბამისობაშია სილაბუსში გათვალისწინებულ საკითხებთან.

 

 

 

image-1
ნ. მათიაშვილი

ინსტრუმენტმცოდნეობა

უაკ: 528.5

სალექციო კურსში მოცემულია გეოდეზიური ინსტრუმენტების შექმნის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები, განხილულია გეომეტრიული და ფიზიკური ოპტიკის საფუძვლები. მოცემულია გეოდეზიური ინსტრუმენტების ცალკეული კვანძების მუშაობის პრინციპები და გამოკვლევის მეთოდები, კონკრეტული გეოდეზიური ინსტრუმენტების ცდომილებები და მათი აღმოფხვრის წესები, მათი შემოწმება-შესწორების გზები. ჩამოყალიბებულია ექსპლუატაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესები. მოცემულია თეოდოლიტების, ნიველირების და თანამედროვე გეოდეზიური ინსტრუმენტების ტექნიკური მახასიათებლები და მათი განვითარების პერსპექტივები.
გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიური სპეციალობის სტუდენტებისათვის.