უაკ: 72
სახელმძღვანელოში თანამიმდევრულადაა განხილული დასავლეთ ევროპის არქიტექტურის ისტორია XI საუკუნიდან XIX საუკუნის პირველი ათწლეულის ჩათვლით, რასაც წინ უძღვის წინაპირობების ანუ ადრეული შუა საუკუნეების ხელოვნების მოკლე მიმოხილვა. ძირითად თავებში დახასიათებულია სათაურში მითითებულ პერიოდში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თავისებურებანი, კონსტრუქციული და სტილისტური ცვლილებები, წარმოდგენილია იმ ცალკეულ ხუროთმოძღვართა შემოქმედება, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით განსაზღვრეს მაშინდელი არქიტექტურის ხასიათი და გავლენა იქონიეს მის შემდგომ განვითარებაზე.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
უაკ: 69.01
სახელმძღვანელოში განმარტებულია მეცნიერება და მისი როლი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. განხილულია საინჟინრო და სამეცნიერო კვლევის დიზაინი, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია, მეცნიერული კვლევის თემის მიმართულების არჩევა და დასაბუთება, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დაგროვება და დამუშავება, ინტელექტუალური საკუთრების განსაზღვრა, ლიტერატურული წყაროების გამოყენების წესი საკუთარ ნაშრომში, ნაშრომის სტილი და რედაქტირება, სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია და წარდგენის ტექნიკა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების საინჟინრო პროგრამების მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
უაკ: 656.34
წიგნში განხილულია მიწისქვეშა სატრანსპორტო ნაგებობების მოცულობითი დაგეგმარების საკითხები, როგორიცაა სატრანსპორტო გვირაბები, მეტროპოლიტენები, მრავალიარუსიანი მიწისქვეშა სატრანსპორტო კომპლექსები, მთაგორიან პირობებში საავტომობილო, სარკინიგზო და კომბინირებული გვირაბები.
სახელმძღვანელოში მოყვანილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ შემუშავებული მიწისქვეშა სატრანსპორტო ნაგებობების პრობლემათა გადაჭრის მეთოდები და საშუალებები, ასევე სტუ-ის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შექმნილი მიწისქვეშა ნაგებობების და პროექტებისა და მშენებლობის თანამედროვე მეთოდები.
წიგნი გამოადგება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დარგის ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, აგრეთვე არქიტექტორებს, ურბანისტებს და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს: ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
უაკ: 633.8
ეთეროვანი ზეთები კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში გამოიყენება ნატურალური არომატიზატორების სახით. ბოლო ათწლეულების გამოკვლევებით დადგინდა, რომ ნატურალური ეთეროვანი ზეთები გარკვეულწილად დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, რის საფუძველზეც მედიცინაში ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა ეთეროვანი ზეთებით მკურნალობა _ არომათერაპია.
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მონაცემები საქართველოში გავრცელებული ეთერზეთოვანი მცენარეებისა და მათი ეთეროვანი ზეთების შესახებ.
პირველ თავში მოყვანილია ზოგადი ცნობები ეთეროვანი ზეთების შესახებ: მცენარეში ეთეროვანი ზეთების ფიზიოლოგიური მნიშვნელობა, აღწერილია ეთეროვანი ზეთების მიღების მეთოდები, ეთერზეთების დარგში გამოყენებული დანადგარ-მოწყობილობები. წიგნის მე-2 თავი მოიცავს ინფორმაციას 147 დასახელების ეთერზეთოვანი მცენარეებისა და მათში არსებული ეთეროვანი ზეთების შესახებ. მე-3 თავში აღწერილია მცენარეულ ნედლეულში ეთეროვანი ზეთების რაოდენობრივი შემცველობის დადგენის მეთოდები, მოყვანილია ეთეროვანი ზეთების ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები და მათი განსაზღვრის მეთოდები.
წიგნი განკუთვნილია კვების მრეწველობასა და მედიცინაში დასაქმებული მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის. დახმარებას გაუწევს სტუდენტებსა და პროფესორ - მასწავლებლებს ეთეროვანი ზეთების ქიმიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის კურსის სწავლებასა და ათვისებაში.
უაკ: 327/ k45
წიგნში განხილულია საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერების უმნიშვნელოვანესი თეორიული ასპექტები. ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკურ თეორიებსა და მის კონცეპტუალურ საფუძვლებზე. წარმოდგენილია საერთაშორისო პოლიტიკური აზრის აღიარებულ მკვლევართა შეხედულებები და გაანალიზებული მათი პოზიციები.
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული სკოლებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 626/627
სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა ტიპის კაშხლებისა და წყალსატარი ჰიდროტექნიკური ნაგებობების სახეობები, მათი დაპროექტებისა და გაანგარიშების საკითხები.
მოცემულია გრუნტის მასალების სახეობები, მათი ძირითადი საანგარიშო დებულებები და კონსტრუქციული თავისებურებები. დამუშავებულია კაშხლების დაპროექტებისა და გაანგარიშების საკითხები.
განხილულია ბეტონისა და რკინაბეტონის კაშხლების სახეობები. მოცემულია მათი კლასიფიკაცია და კონსტრუქციები.
ყურადღება აქვს დათმობილი წყალსატარი ჰიდროტექნიკური ნაგებობების განხილვას. ნაგებობების სახეობების და კონსტრუქციულ თავისებურებებს.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტების სტუდენტებისთვის, აგრეთვე სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობების გაანგარიშების, დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხებზე.
უაკ: 62
სახელმძღვანელო შედგენილია ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების მიერ აპრობირებული და დანერგილი სწავლების ინოვაციური მეთოდების მიხედვით, რომელიც ემყარება ინტერნეტ-რესურსების აქტიურ გამოყენებას და განათლების მოდერნიზაციის საფუძველია.
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კურსის შესწავლის ინოვაციური მიდგომის (მეთოდის) არსი შემდეგში მდგომარეობს: სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტრენინგის ორგანიზების საშუალებას იძლევა სხვადასხვა ჯგუფსა და კურსთან.
განკუთვნილია აგროინჟინერიის, წყლისა და ნიადაგის ინჟინერიის, აგრონომიის და აგროტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, შესაბამისი სილაბუსების მიხედვით დაეხმარება პროფესიული სასწავლებლებლების სტუდენტებს, ფერმერებსა და მიწათმოსარგებლეებს.
სახელმძღვანელოს წინა ყდის უკანა გვერდზე დამაგრებულია კონვერტი, რომელშიც განთავსებულია ელექტრონული მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილია ელექტრული ვერსია, რაც სტუდენტს საგნის ათვისებას საგრძნობლად გაუადვილებს.
უაკ: 615.46
სახელმძღვანელოში განხილულია იშვიათმიწა ელემენტების მედიცინაში გამოყენების მიმართულებები და განვითარების პერსპექტივები თითოეული ელემენტის ელექტრონული კონფიგურაცია, ზოგიერთი ფიზიკური და ქიმიური თვისება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, გარკვეულ სარგებლობას მოუტანს სამედიცინო მასალათმცოდნეობის საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.
უაკ: 638.244
სახელმძღვანელოს დანიშნულებაა ბაზრის განვითარების თანამედროვე დონეზე ენერგეტიკულ ობიექტებში აამაღლოს წარმოების მოცულობა და ხარისხის დონე. ასახულია ენერგეტიკულ ობიექტზე მიმდინარე საწარმოო პროცესებისა და ოპერაციების მართვის გამოცდილება მსოფლიო მიღწევების გათვალისწინებით.
მოცემულია წარმოებისა და სერვისული ოპერაციების ინტენსიფიკაციის ფუნქციური კონცეფციები და მეთოდები. ოპერაციული მენეჯმენტის პრინციპების შესწავლით მომავალი სპეციალისტების წინაშე იხსნება კარიერული ზრდის საინტერესო და მრავალმხრივი პერსპექტივები. კერძოდ, გარკვეული იქნება თუ როგორ მართოს საწარმოო პროცესები ამა თუ იმ ენერგოკომპანიებში, მონაწილეობა მიიღოს განახლებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესებში, სწორად დაგეგმოს ფირმის სტრატეგიული განვითარების ორიენტირები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო, მენეჯერული და ეკონომიკური განათლების ფაკულტეტების სტუდენტებისათვის [(ბაკალავრიატი - I-II თავი, მაგისტრატურა - III,IV,V,IVთავი, დოქტორანტურა - VII-VIII-IX-X თვი)], ენერგოკომპანიებში დასაქმებული მენეჯერებისა და სხვა ხელმძღვანელი მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.