image-1
ნ. ფოფორაძე, ხ. გაჩეჩილაძე, ო. სესკურია

საქართველოს არქეოლოგიური მონაპოვრის მინერალური შედგენილობა

უაკ: 930.26

საქართველოს არქეოლოგიური მონაპოვარი მდიდარია თვითნაბადი მინერალებითა და მონომინერალებით შემკული ნაკეთობებით. ჩვენი მოკრძალებული სურვილი იყო შეგვესწავლა ამ ნაკეთობების მცირე ნაწილი მინერალოგიური თვალსაზრისით. კვლევების შედეგი გადმოვეცით მონოგრაფიაში.
წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია საინტერესო იქნება არა მარტო სპეციალისტებისთვის, არამედ მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

 

 

image-1
ლ. კლიმიაშვილი, მ. ნაცვლიშვილი

მტყუნებათა შეფასება წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემებში

უაკ: 628.1:658.265

მონოგრაფიაში განხილულია წყალმომარაგების სისტემების საიმედოობის უზრუნველყოფის ექსპერტულ შეფასებათა ტიპები, ჯგუფური ექსპერტიზისა და ექსპერტული სისტემების აგების მეთოდები; შემოთავაზებულია წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემებში მტყუნებათა (დეფექტების, კოროზიის) წარმოქმნისა და მათი შეფასების მეთოდური პრინციპები; მოცემულია მტყუნებათა გამოვლენის მიზეზების ანალიზი და მილსადენების დიაგნოსტიკა ურღვევობის კონტროლის მეთოდით, აგრეთვე წყლის დაბინძურების მიზეზების ძიებისა და მისი აცილების მეთოდები.
რეკომენდებულია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტებისათვის.

 

 

 

image-1
С.И. КАРИПИДИС

СТАТИЧЕСКИЕ ПРЕОБРАЗОВАТЕЛИ ЭЛЕКТРОПОДВИЖНОГО СОСТАВА

უაკ: 629.423.3:621.314

Монография посвящена важному вопросу исследования мощных однофазных преобразо-вателей-выпрямителей, а также трехфазных независимых инверторов напряжения.
Автор монографии отмечает, что несмотря на огромный прогресс в области создания мощных полупроводниковых запираемых тиристоров типов GTO, IGCT и полевых тиристоров типа IGВT на сотни тысяч вольт и ампер, до настоящего времени на электроподвижном составе переменного тока в подавляющем большинстве эксплуатируются системы с класси­ческим фазовым управлением, при котором резко искажаются формы напряжения питания и потребляемого тока. При расстоянии между подстанциями 60-70 км в отдельных случаях напряжение контактной сети изменяется от 27000 В до 16000 В. Особое внимание уделено гармоникам сетевого тока, которые проникают во все остальное оборудование.
Предлагаются отдельные схемные решения (которые экспериментально проверены) как для однофазной сети, так и трехфазной, позволяющие при регулировании напряжения нагрузки сохранять форму сетевого тока, близкую к синусоиде и по фазе совпадающую с напряжением; следует в настоящее время, как на электроподвижном составе, так и в промышленности, отказаться от классического фазового регулирования напряжения нагрузки.
Приведено новое интегральное выражение для реактивной мощности, позволяющее отно­сительно просто определить составляющие полной мощности. В трехфазных независимых инверторах напряжения предлагается отказаться от широко рекламируемого и применяемого до настоящего времени широтно-импульсного (ШИМ) регулирования напряжения и частоты, вместо которого предлагается двухступенчатая оптимальная форма, которая при угле a второй ступени равна 101° вместо 60°. При этом кривая напряжения максимально будет приближена к cинусоиде. Такая форма сохраняется во всем диапазоне регулирования величины напряжения и частоты.
Доказано, что даже при самой оптимальной ШИМ амплитуда первой гармоники будет на 23,6 меньше, чем в предлагаемой двухступенчатой оптимальной форме, остальные гармоники–11ая, 13ая, 15ая и 17ая на порядок больше при почти одинаковых остальных гармониках.
В работе с использованием фазовой плоскости предложен простой оригинальный метод расчета параметров L, C фильтра для импульсного регулирования на электроподвижном сос­таве постоянного тока.
С применением транзисторов IGBT предложена система тягового электропривода постоянного тока с двигателями независимого возбуждения, которая в рекуперативном и реостатном режимах значительно лучше работает, чем электропривод с асинхронными двигателями.
Книга рассчитана на широкий круг специалистов, занимающихся разработкой и проек­тированием статических преобразователей для тягового электропривода и вообще любых ста­тических преобразователей, а также может быть полезна студентам старших курсов железно­дорожных учебных заведений.

 

 

image-1
გ. გაფრინდაშვილი

ტიხრული მინანქარი ძვლის ფაიფურის ფუძეზე

უაკ: 666.95

მონოგრაფიაში დამუშავებულია სილიკატური ნაწარმის (კერამიკა, მინა) დეკორირების სრულიად ახალი მიმართულება, რომლის არსი ისაა, რომ ტიხრული მინანქრის ფუძე მზადდება არა ლითონისაგან, არამედ სპეციალური, დაბალ ტემპერატურაზე შეცხობადი, თერმულად მდგრადი კერამიკის და მინისაგან.
დადგენილია იმ ახალი კლასის მტკიცე სტრუქტურის და ქიმიურად მდგრადი პიგმენტების სინთეზის პირობები და ოპტიმალური შედგენილობა, რომლებიც მხატვრული მომინაქრების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტებია. მიღებული ქრომოფორები წარმატებით გამოიყენება აგრეთვე ტემპერით და ზეთით ფერწერაში.
დამუშავდა მხატვრული მომინანქრების ტექნოლოგიის ახალი მიმართულება−აღდგენითი ცეცხლის მინანქრების მიღების ტექნიკა. კვლევის თანამედროვე მეთოდებით, თეორიული მოლოდინის საწინააღმდეგოდ, დადგენილია მინანქრის ფენაში ჟანგბადის შემცველობის, კუთრი ელექტროწინაღობის და დაძაბულობის ცვლილებები.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების–ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, მომინანქრების ტექნოლოგიის სპეციალისტებისა და შესაბამისი დარგის მუშაკებისათვის.

 

 

 

image-1
თ. წივწივაძე, ნ. ჩიგოგიძე, რ. კლდიაშვილი, რ. სხილაძე, ჟ. გაბრიჭიძე, გ. სულაქველიძე

ტოპინამბური (მითი და რეალობა)

უაკ: 615.32

ტოპინამბური (ქართული სახელწოდება-მიწავაშლა) ცნობილია როგორც საკვები (კარტოფილის ალტერნატივა) და როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური (უპირველესად ანტიდიაბეტური) მცენარეული ნედლეული, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა უნიკალურ კომპლექსს-ფრუქტოზის პოლიმერულ ინულინს (16-დან 20%-მდე), ორგანულ მჟავებს, პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, აგრეთვე  40-მდე მაკრო და მიკროელემენტს. ტოპინამბური განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით ( C2, B1, B2, B6, PP   და სხვ.).
ტოპინამბურისაგან მომზადებული კვების პროდუქტი არა მარტო გემრიელი და მარგებელია, არამედ აქვს პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებები–ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე მეტალები და რადიონუკლიდები, ტოპინამბურის სიროფი არა მარტო ცვლის შაქარს, არამედ შედგება სამკურნალო ფრუქტოზისგან, დაბლა სწევს შაქარისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში, საფუძველია ბავშვთა სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად, ტოპინამბურის (ვარდკაჭაჭასთან ერთად) ფოთლებისგან დამზადებული ბრიკეტები ცნობილი ანტიდიაბეტური წამალია. ტოპინამბურის მწვანე მასისგან დამზადებული სპირტიანი გამონაცემი ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა კოსმეტიკაში. ტოპინამბურის ტუბერის ფხვნილისაგან დამზადებული ტაბლეტები დღემდე შეუცვლელი ანტიდიაბეტური საშუალებაა. ტოპინამბურის, ვარდკაჭაჭას და ნატურალური ყავის კომბინირებული ნარევი-„ხელოვნური ყავა“ შეუდარებელია გემოვნური თვისებებით და არაჩვეულებრივი არომატით.
შემუშავებულია თეთრი, რუხი და შავი პურის ტოპინამბურით გამდიდრების ორიგინალური რეცეპტურები და ტექნოლოგიები. კარგ გემოსთან ერთად ახალი თაობის ანტიდიაბეტურ პურს აქვს შესანიშნავი კვებითი და პროფილაქტიკურ-სამკურნალო ღირებულება.
ტოპინამბურის ბაზაზე დამზადებული არაყი „ტოპინამბურა“, რომელიც შეიცავს ტოპინამბურის მჟავურ ჰიდროლიზატს, ბუნებრივ მრავალატომიან სპირტებსა და მცენარეული ნედლეულის ეთერზეთებს, ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიდიაბეტური თვისებებით.
მონოგრაფია განკუთვნილია ქიმიაში, ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში მოღვაწე სპეციალისტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

 

 

image-1
გ. ვარშალომიძე

ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვისას გამრეცხი და ცემენტის ხსნარების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები

უაკ: 622.24

მონოგრაფია შედგება 9 თავისაგან. მასში განხილულია საბურღი ხსნარების დამუშავებისა და ჭაბურღილში საცავი კოლონების დაცემენტების თანამედროვე ტექნოლოგიები. ფართოდაა გაშუქებული საბურღი და ცემენტის ხსნარების მაჩვენებლები და მათი გამზომი ხელსაწყოები, საბურღი და ცემენტის ხსნარების დამამძიმებლები, შემავსებლები და საბურღი ხსნარების შლამისაგან გამწმენდი მოწყობილობები. მონოგრაფიაში ფართოდაა განხილული საბურღი ხსნარების დამუშავებისათვის გამოსაყენებელი ქიმიური რეაგენტები, მოცემულია აგრეთვე საბაზისო სატამპონაჟო ხსნარები, მასალები და ბუფერული სითხეები.
ყველა საკითხი შეიცავს უხვ ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ისე იმ ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის, რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებული ნავთობგაზმომპოვებელ მრეწველობაში.

 

 

image-1
დ. თავხელიძე, ზ. მჭედლიშვილი, მ. რაზმაძე

მოძრაობის მრავალი თავისუფლების ხარისხის, მრავალრგოლიანი ბერკეტული მექანიზმების კინემატიკური და ძალოვანი ანალიზი

უაკ: 62.519

განხილულია მოძრაობის ორი და მრავალი თავისუფ­ლების ხარისხის მქონე ხუთრგოლა ბერკეტული მექა­ნიზმების კინემატი­კური პარამეტრების გაანგარიშების მეთოდი, რომელიც დაფუძ­ნებულია ერთგვაროვან კოორდინატთა სისტე­მაზე და წარმა­ტებით გამოიყენება მრავალრგოლიანი, ბერკე­ტული მექანიზ­მების როგორც პირდაპირი, ისე უკუგეომეტ­რიული ამოცა­ნების ამოხსნისას. გამოთვლების შედეგად მიღე­ბული ალგო­რითმები კი გამოიყენება კინემატიკურ წყვილებში ჩაშენებული ამძრავე­ბის მართვის სწრაფ­ქმედების უზრუნველ­საყოფად. მიღე­ბული შედეგები შესაძლებელია გამო­ყენებულ იქნეს რთული ბერკე­ტული მექანიზმების დაგეგმა­რების, მათი მართვის ალგო­რით­მების შედგენის, ასევე მექა­ნიზ­ებისა და მანქანათა თეო­რიის კურსის სწავლებისას.

 

 

 

image
ზ. გაჩეჩილაძე, ნ. სუმბაძე, ი. პირველი

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დაგეგმვა LEAP მოდელის გამოყენებით

უაკ: 620.9

მონოგრაფიაში „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დაგეგმვა LEAP მოდელის გამოყენებით“, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შესწავლილია სტრატეგიული დაგეგმვის მოდელების გამოყენების მიზანშეწონილობა საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი განვითარების დაგეგმვისა და შესაბამისი ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ამ მიზნით გაანალიზდა საქართველოსა და მეზობელი, აგრეთვე ევროპული ქვეყნების გამოცდილება და შეფასდა ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია შექმნილი ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი მოწინავე კომპიუტერული დაგეგმვის მოდელის საშუალებით შემუშავებულია საქართველოს ენერგეტიკული დარგის გრძელვადიანი დაგეგმვის მოდელი ე.წ. LEAP პროგრამულ გარემოში და ჩატარებულია სხვადასხვა სცენარული ანალიზი.

 

 

image-1
შ. ბაქანიძე, ვ. ლოლაძე, ნ. მსხილაძე, ი. ქვარაია

შენობა-ნაგებობების მრავალშრიანი შემომფარგლავი კედლების დაბეტონების ტექნოლოგია ახალი ტიპის საყალიბე ფარების გამოყენებით

უაკ: 624.05

მონოგრაფიაში განხილულია  მრავალშრიანი შემომფარგლავი კედლების კონს­ტრუქციული გადაწყვეტები და ტექნოლოგიები. მოცემულია მრავალშრიანი კედლების ცალკეული შრეების ურთიერთმიერთება რთულპროფილიანი ზედაპირებით, რაც ზრდის ადგეზიას მათ შორის. შემოთავაზებულია ახალი ტიპის საყალიბე ფარები აღნიშნული შრეების დასაბეტონებლად მძიმე და მსუბუქშემავსებლიანი ბეტონებისაგან.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მშენებლობის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის.