უაკ: 65.012.122
უაკ: 622(03)
ლექსიკონში თავმოყრილია შრომის უსაფრთხოებასა და სამ-თო საწარმოთა აეროლოგიაში გამოყენებული, ასევე ამ სფეროში ფართოდ გავრცელებული ზოგიერთი ზოგადი ტექნიკური ცნება და ტერმინი, რომელიც ანბანის მიხედვითაა დალაგებული.
ლექსიკონი გათვლილია სამთო-მომპოვებელი და სამრეწველო საწარმოების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სპეციალისტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და კოლეჯების სტუდენტებისათვის.
უაკ: 796.06
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა ტიპის, ფორმატისა და მასშტაბის სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების სახეები და განხორციელების ეტაპები, სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებების დაგეგმვისა და ადმინისტრირებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.
დამხმარე სახელმძღვანელო პროფესიული მოდულური პროგრამა „ღონისძიების ორგანიზების“ სტუდენტებისათვის გათვალისწინებული საგანმანათლებლო რესურსია და განკუთვნილია მოდულის - „სპორტულ-სანახაობითი ღონისძიების დაგეგმვის“ სწავლებისათვის.
უაკ: 339.15
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ქართული ბიზნესრეალობის ამსახველი 21 ორიგინალური და 3 გადმოქართულებული ქეისი. სავარჯიშოები მოიცავს ბიზნესის მენეჯმენტისა და ბიზნესის ეთიკის ისეთ მხარეებს, როგორებიცაა: კორპორაციული მენეჯმენტის ეთიკა, PR-მენეჯმენტი, კომუნიკაცია ბიზნესში, შესაძლო წინააღმდეგობები ეთიკასა და ბიზნესის ინტერესებს შორის, ბიზნესორგანიზაციის მორალური სტანდარტები, მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკური დილემები, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ეტიკეტი ბიზნესში, ბიზნესის გენდერული ასპექტები, ეთიკა საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებში, ინდივიდის ეთიკურობის შემოწმების ტესტები და სხვ.
კრებულს წამძღვარებული აქვს ქეისის, როგორც სწავლებისა და შეფასების მეთოდის პედაგოგიკური დახასიათება.
ქეისების კრებული გამიზნულია პრაქტიკული მეცადინეობებისათვის და იგი დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ბიზნესის ეთიკისა და ბიზნესის მენეჯმენტის სასწავლო კურსების სწავლება-სწავლის პროცესში.
უაკ: 004.6
დამხმარე სახელმძღვანელოს მიზანია მკითხველს გააცნოს ქაოსისა და თამაშთა თეორიის ძირითადი ცნებები. ხშირად, ამა თუ იმ პრაქტიკული ამოცანის გადაწყვტისას, გადაწყვეტილების მიღება გვიწევს განუზღვრელობის პირობებში. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდების ცოდნა, რომლებიც დაგვეხმარებიან სიტუაციების ანალიზისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების პრობლემების დაძლევაში. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მძლავრი იარაღია ქაოსისა და თამაშთა თეორიები. წიგნში მრავლადაა მოყვანილი მაგალითები და მოდელები, რომელთა გაცნობა გაუადვილებს მკითხველს ძირითადი იდეებისა და მეთოდების აღქმასა და მათ პრატიკულ გამოყენებას.
წიგნი შედგენილია იმ ლექციების საფუძველზე, რომელიც იკითხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დოქტორანტურაში. ვფიქრობთ, ის საინტერესო იქნება გადაწყვეტილების მიღების საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.
უაკ: 659
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია გამოსაკვლევი ობიექტების შესახებ ინფორმაციის გარდაქმნის ზოგადი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საინფორმაციო-საზომი სისტემების აგების პრინციპებს, მათ შედგენილობას, ასეთი სისტემების შესასრულებლად სამუშაოების ჩამონათვალს აგების სხვადასხვა სტადიაზე, მათი ფუნქციონირების სახეებს და გამოყენების საკითხებს.
მეტროლოგიური უზრუნველყოფის პოზიციიდან მოცემულია სსს-ის დამუშავების, წარმოების, დანერგვისა და ექსპლუატაციის საკითხები, მეტროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა, მათი ნორმირების და რეგლამენტაციის საკითხები გამოყენების სფეროების შესაბამისად.
განხილულია ასევე სსს-ის მეტროლოგიური ობიექტების საზომი არხებისა და მათი მდგენელების, გამომთვლელი კომპონენტების მეტროლოგიური მახასიათებლების ნამდვილი მნიშვნელობების განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდი, მეტროლოგიური უზრუნველყოფის გარკვეული საკითხები: გამოცდა, დამოწმება, დაკალიბრება, სტატისტიკური დამუშავებისათვის ღონისძიებების დასახვა.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, შესაძლოა აგრეთვე გამოიყენონ სპეციალისტებმა, რომლებიც საზომი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ.
უაკ: 33
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ეკონომეტრიკის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები, განსაზღვრულია ეკონომეტრიკული და შემთხვევითი ეკონომიკური პარამეტრების მოდელირების კლასიკური მიდგომები, კორელაციური კავშირების სიმჭიდროვე და მათი დადგენა, ერთ- და მრავალფაქტორიანი მოდელების შედგენის, ამოხსნისა და გამოყენების პირობები, რომლის ცოდნაც სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში აუცილებელია. მენეჯერული გადაწყვეტილებების ხარისხი დიდწილადაა დამოკიდებული ეკონომეტრიკული მეთოდების გამოყენებაზე.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგება შესაბამისი სპეციალობის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს, მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.
უაკ: 621.317.32
წიგნი გადამუშავებულია და ადრინდელი გამოცემიდან ცოტა რამ არის დარჩენილი. გათვალისწინებულია თანამედროვე ციფრული ტექნიკის მოთხოვნები.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თვლის სისტემები, ძირითადი ციფრული მიკროსქემების აგების მეთოდები და სახეები. მოცემულია აგრეთვე ლოგიკური ფუნქციები, მათი შედგენისა და მინიმიზაციის საკითხები, კომბინაციური და მიმდევრობითი ციფრული სქემები. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიკროპროცესორულ მოწყობილობებსა და მიკროკონტროლერებს. მოცემული მასალების უკეთ ათვისების მიზნით მოყვანილია მაგალითები და საკონტროლო კითხვები.
განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ერთ-ერთი ძირითადი კურსის - „ციფრული ტექნიკის საფუძვლების“ წასაკითხად, აგრეთვე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების“ სპეციალიზაციის მიხედვით ლექციების წასაკითხად.