უაკ: 339.15
განხილულია მეთოდიკური მითითებები, რომლებსაც შეესაბამება სასწავლო დისციპლინის (პროექტების მენეჯმენტი, მეწარმეობა და პრობლემების გადაწყვეტა) შესაბამისი მოთხოვნები და ასახავს სამეწარმეო საქმიანობის თეორიის თანამედროვე მიმართულებებს. თანამიმდევრულად შესწავლილია ბიზნესგეგმის ინფორმაციის მომხმარებლები, მისი შედგენის კონცეპტუალური საფუძვლები, მეთოდები, პრინციპები, აგრეთვე დაგეგმარების, კონტროლისა და აღრიცხვის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისათვის. კონკრეტული სამეურნეო სუბიექტის მაგალითზე ახსნილი და წარმოდგენილია ბიზნესგეგმის შედგენის ეტაპები, განხილულია სამეურნეო ფაქტების დოკუმენტირება, ბიზნეს საქმიანობის ფინანსური შედეგები. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, გარდა ამისა, გამოადგებათ სხვა სპეციალობის სტუდენტებს, როგორც ბაკალავრებს, ისე მაგისტრანტებს. აგრეთვე სასარგებლო იქნება სამეწარმეო საფუძვლების შესწავლით დაინტერესებული ყველა პირთათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს სამეწარმეო საქმიანობის უნარ-ჩვევები, ინოვაციური პროცესებისა და სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, ბიუჯეტის შედგენა, დოკუმენტაციის წარმოება, ბიზნესის ეთიკა და სხვა საკითხები. ნაშრომი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
უაკ: 531/534:539.1
ნაშრომში განხილულია მექანიკის და მოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიული ამოცანები. ისინი შედგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ზოგადი ფიზიკის კურსის პროგრამის მიხედვით და განკუთვნილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ნაშრომი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში შეტანილია კომპიუტერიზებული ამოცანები. ნაშრომის დანიშნულებაა განუმტკიცოს სტუდენტებს თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული ჩვევები.
უაკ: 622.1
წიგნში წარმოდგენილია სამარკშეიდერო საქმის ძირითადი საკითხები, როგორიცაა: მარკშეიდერიის საგნისა და მისი განვითარების ისტორიული ცნობები, საყრდენი მარკშეიდერული ქსელები, მიწისქვეშა პოლიგონომეტრია, მიწისქვეშა ნიველობა, ორიენტირების ამოცანები, გვირაბების გაყვანისას (მშენებლობისას) მარკშეიდერული უზრუნველყოფა, შახტის მშენებლობის, სხვადასხვა სახის გვირაბის აგეგმვა; მარგი წიაღისეულის აზომვის, კარიერების სამარკშეიდერო სამუშაოებით უზრუნველყოფის სხვადასხვა საკითხი და სამარკშეიდერო სამსახურის სტრუქტურა. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისათვის, კერძოდ, როგორც მარკშეიდერიის, გეოდეზიის, ისე სამთო საქმის სხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის. გარდა სტუდენტებისა, სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე მარკშეიდერებს.
უაკ: 681.3
„კომპიუტერული ქსელის დაპროექტება“ არის ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო დისციპლინა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის მაგისტრანტებისათვის.წინამდებარე მეთოდიკური მითითებები, რომლებსაც შემოკლებული სახით თან ახლავს თემატიკური საკითხების ჩამონათვალი და შესაბამისი ახსნა-განმარტებები, საშუალებას აძლევს მაგისტრანტს შეიმუშაოს ძირითადი მიდგომები და შეიძინოს ჩვევები აღნიშნულ დისციპლინაში საკურსო სამუშაოს შესასრულებლად.საკურსო პროექტის გაფორმების წესი და დაპროექტებისათვის განსახილველი საკითხების ჩამონათვალი დალაგებულია თავების (განყოფილებების) მიხედვით. თითოეული მათგანი ეყრდნობა ბაკალავრიატში, ასევე, მაგისტრატურაში გავლილი პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. აღნიშნული მეთოდიკური მითითებები დოქტორანტურაში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდა სპეციალისტს დაეხმარება უფრო ღრმად, დამოუკიდებლად აითვისოს ეს მითითებები და გამოიყენოს უფრო სრულყოფილი პროექტების განსახორციელებლად.
უაკ: 691
მეთოდიკური მითითების გამოცემის აუცილებლობა განაპირობა თანამედროვე სამშენებლო დარგის განვითარებამ და ახალი საშენი მასალების კონსტრუქციაში გამოყენების პერსპექტივამ. ნაშრომი სრულად აკმაყოფილებს დროის იმ მოთხოვნას, რომელიც წაეყენება თანამედროვე სასწავლო მეთოდიკური ხასიათის ლიტერატურას, რადგანაც მასალათმცოდნის მიერ ტრადიციული და თანამედროვე პერსპექტიული სამშენებლო მასალების წარმოების და თვისებების საფუძვლიანი შესწავლა, მათი რაციონალური გამოყენება სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე მშენებლობის ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, ქვეყნის მშენებლობაზე დახარჯული ფინანსების ეკონომიურობის საწინდარია. წიგნი გათვალისწინებულია ყველა იმ ინსტიტუტის და პროფესიული სწავლების კოლეჯებისათვის, სადაც ისწავლება სამშენებლო საქმე. ვფიქრობთ, წარმოდგენილი მეთოდიკური ხასიათის ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, დამწყებ მასწავლებლებსა და საგნის დამოუკიდებლად შემსწავლელ პირებს.
უაკ: 54
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ზოდაგი ქიმიის ყველა იმ თეორიულ საკითხს, რომლებიც გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით. ეს საკითხებია: ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, დ.ი. მენდელეევის პერიოდული სისტემა და ატომის აგებულება, ქიმიური ბმა, ქიმიური თერმოდინამიკა და კინეტიკა, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, ხსნარის თეორია, ჟანგვა-აღდგენის რეაქციები და სხვ. სახელმძღვანელო გათვალისწინებულია როგორც ქიმიური, ისე არაქიმიური სპეციალობის სტუდენტებისთვის.
უაკ: 159.9(02)
ლექციების კურსი განკუთვნილია ტექნიკურ სპეციალობათა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. ავტორთა კოლექტივი ორიენტირებულია თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებზე, რაც გამოყენებითი ფსიქოლოგიის შესწავლასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას უკავშირდება. ნაშრომი ასევე დაეხმარება შრომით ჯგუფებში ჩართულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რათა გააანალიზოს და გააკეთოს სავარაუდო დასკვნები თანამედროვე ორგანიზაციებში მიმდინარე ცვლილებებსა და მის შედეგებზე, როგორც შეუქცევად პროცესებზე.
უაკ: 630.0.36
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მერქნის ნედლეულის წყაროები და მოხმარების სტრუქტურა. ჩამოყალიბებულია საერთო შეხედულებები ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და მთიან პირობებში ტყეკაფითი სამუშაოების ტექნოლოგიურ პროცესებზე, დამუშავებულია ტყესაკაფი სამუშაოების, ობიექტებისა და ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციის მოდელირების საფუძვლები. რეკომენდებულია ტყის ჭრისა და დამზადებული ნედლეულის მორთრევისას უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ძირითადი წესები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო-საინჟინრო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს ხე-ტყის დამზადების საწარმოებში მომუშავე ინჟინერ-ტექნოლოგებსა და დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში.