image-1
გ. ჯოხაძე

ორგანულ ნივთიერებათა წარმოების დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 547

სალექციო კურსში თანამიმდევრულად არის განხილული ახალი საწარმოების გენეზისის მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ კი, დაპროექტების სტადიები, საპროექტო დოკუმენტაციის ძირითადი სახეები, საწარმოთა როგორც ტექნოლოგიური, ისე ტექნიკური დაპროექტების საკითხები, ტექნოლოგიური პროცესების გაანგარიშების, კონტროლის, რეგულირების და კომპიუტერულად ინტეგრირებული ავტომატიზებული მართვის სისტემების საფუძვლები.
ნაშრომში განხილულია აგრეთვე ბიზნესგეგმის კონცეფცია, საინვესტიციო სამართალწარმოება, პროექტების შეთანხმება, ექსპერტიზა და დამტკიცება, საქართველოში დღეს მოქმედი სტანდარტებისა და მეტროლოგიის საკითხები.  
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის. ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობა შეუძლია საწარმოთა ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც.  

 

 

 

image-1
მ. დონაძე, ჯ. შენგელია

გალვანური დანაფარების მიღების ტექნოლოგია

უაკ: 624.131.21

სალექციო კურსში განხილულია ანტიკოროზიული და დეკორატიული გალვანური დანაფარების მიღების ტექნოლოგიები. დაწვრილებითაა აღწერილი მოთუთიების, მოკადმიუმების, მოსპილენძების, მონიკელების, მოქრომვის, მოკალვის, მოოქროვების, მოვერცხვლის და სხვა პროცესები, მოცემულია გალვანური დანაფარების ხარისხზე ელექტროლიტის შედგენილობისა და ელექტროლიზის პირობების გავლენის საკითხები. კურსი მოიცავს, აგრეთვე, გალვანური მეთოდით ორიგინალის ასლების დამზადების ტექნოლოგიას.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1


ურთიერთშეცვლადობა, სტანდარტიზაცია და ტექნიკური გაზომვები მეთოდიკური მითითებები და სახელმძღვანელო მასალები საკურსო სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 331.015.11:389.6:621.01

მეთოდიკურ მითითებებში მოცემულია პრაქტიკული მაგალითები სტანდარტების შესაბამისად ჩასმებისა და დაშვებების გაანგარიშებისა და ნახაზების შესასრულებლად, რასაც ითვალისწინებს „მექანიკის ინჟინერიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსი „ურთიერთშეცვლადობა, სტანდარტიზაცია და ტექნიკური გაზომვები“.
გამოცემა განკუთვნილია „მექანიკის ინჟინერიის“ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ლ. იაშვილი, გ. დალაქიშვილი

მასშტაბირებადი ვექტორული გრაფიკა - SVG

უაკ: 76:681.3

დამხმარე სახელმძღვანელო „მასშტაბირებადი ვექტორული გრაფიკა - SVG“, განხილულია ყველა ელემენტი და ატრიბუტი მაგალითებითა და შედეგებით, ასევე ვექტორულ გრაფიკასთან მუშაობისას შევეხეთ პროგრამა Adobe illustrator-ს, რომლის საშუალებითაც განვიხილეთ მეთოდები.
გამოცემა გათვლილია ყველა დაინტერსებული მკითხველისათვის, სასურველია მკითხველს ჰქონდეს HTML5 და CSS3 ენების  მინიმალური ცოდნა.

 

 

 

image-1
გ. შაველაშვილი

ცვლადი დენის ასინქრონული ძრავების სიხშირული მართვა

უაკ: 621.313.33

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ასინქრონული ძრავას ძირითადი მახასიათებლები, სიხშირული მართვის თეორიული ნაწილი. მოცემულია განივ-იმპულსური და სივრცით-ვექტორული სიხშირის გარდამსახების მუშაობის პრინციპები, სამრეწველო დანიშნულების ვექტორული მართვის სიხშირის გარდამსახების სქემები და მუშაობის პრინციპები.
გამოცემა განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის მიმართულების ელექტრომომარაგების, ელექტროამძრავისა და ელექტრომექანიკის სპეციალობების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ი. ელერდაშვილი-ლომიძე, ზ. ჯაფარიძე

ურთიერთშეცვლადობა, სტანდარტიზაცია და ტექნიკური გაზომვები მოცემულობები და მეთოდიკური მითითებები საკურსო სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 331.015.11:389.6:621.01

მეთოდიკურ მითითებებში წარმოდგენილია საკურსო მოცემულობები, კვანძების კონსტრუქციების აღწერა და მათი ტექნიკური დახასიათებები; მოცემულია რეკომენდაციები ჩასმების სწორად შესარჩევად სხვადასხვა სახის შეერთებისათვის,ასევე საცნობარო მასალა დეტალების ნახაზების გასაფორმებლად. 
შემუშავებული მეთოდიკური მითითებების გამოყენება შეიძლება როგორც პრაქტიკული, ისე საკურსო და საკვალიფიკაციო ნამუშევრების შესასრულებლად.

 

 

 

image-1
თ. შარაშენიძე, გ. მაჩაიძე, დ. კუპატაძე

ქანების მასივის მდგომარეობის მართვა ღია წესით დამუშავების დროს

უაკ: 629.1.014

სალექციო კურსში გაშუქებულია ქანების მასივის მდგომარეობის მართვა ღია წესით დამუშავებისას. ლექციების კურსში მოცემულია მოკლე ცნობები ქანების დეფორმაციის ფორმების შესახებ ღია წესით დამუშავების დროს; განხილულია ქანების დეფორმაციაზე მოქმედი ფაქტორები; საფეხურის (ნაყარის) მდგრადობის ანგარიში. განმარტებულია კარიერის გვერდების და ნაყარის მდგრადობის უზრუნველყოფის ხერხები. მოცემულია საკარიერო ველის დაშრობის ტექნიკური საშუალებები.  
გამოცემა განკუთვნილია „ღია სამთო სამუშაოების“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს პრაქტიკულ საქმიანობაში სამთო საწარმოთა ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

 

image-1
მ. გაბრიჩიძე, თ. აგლაძე

ლითონთა კოროზია და კოროზიისაგან დაცვა

უაკ: 622.791

სალექციო კურსში აღწერილია კოროზიის მოვლენა, მისი მნიშვნელობა ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის. განხილულია ძირითადი ელექტროქიმიური და კოროზიული განმარტებები, კანონზომიერებები და ექსპერიმენტული მონაცემები. დაწვრილებით აღწერილია მოვლენების თერმოდინამიკური და კინეტიკური მხარეები. განხილულია კოროზიის კონტროლის, ინსპექციის და დაცვის მეთოდები.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
მ. ვარდიაშვილი

შესავალი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში

უაკ: 638.24

სალექციო კურსი შედგენილია სასწავლო კურსის „შესავალი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“ სილაბუსის მიხედვით. მასში მოცემულია 15 სალექციო თემა. განხილულია ადამიანური რესურსების მართვის მეთოდები, ამოცანები, შრომითი კოლექტივის სახეები მათი ფორმირების გზები და სხვ.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის მენეჯმენტის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის.