image-1
ნ. წერეთელი

მანგანუმის სამთო-მეტალურგიული გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები

უაკ: 546.711:661.871

მანგანუმის საბადოს რაციონალური გამოყენების, მისი ექსპლუატაციის გახანგრძლივებისა და ეკოლოგიის გაჯანსაღების მიზნით, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პირველად იქნა შემუშავებული და დანერგილი სასურველი სპეცშედგენილობის მქონე კონცენტრატებისა და პროდუქტების მიღებისა და მათგან შესაბამისი მანგანუმიანი ფეროშენადნობების გამოდნობის ეფექტური და ეკონომიკურად მომგებიანი ტექნოლოგიები.

აღნიშნული ტექნოლოგიები, თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეტანილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 2012 წელს შემუშავებულ „საქართველოში შავი მეტალურგიის განვითარების კონცეფციაში“, რომელიც დაამტკიცა აკადემიის პრეზიდიუმმა და განსახილველად გადასცა ხელისუფლებას შემდგომი რეაგირებისათვის.

წარმოებაში აპრობირებული 9 პატენტით დაცული ინოვაციური ტექნოლოგიიდან ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დაინერგა 7, რომელთაგანაც 2 პატენტი შეისყიდა “ჯორჯიან მანგანეზმა“.

ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოში არსებული მანგანუმის ზოგიერთი მცირე საბადოს მადნის გამდიდრების შესაძლებლობები, შესწავლილია მიღებული კონცენტრატების მეტალურგიული თვისებები, დამუშავებულია ახალი კონცენტრატებიდან სხვადასხვა მანგანუმიანი ფეროშენადნობის გამოდნობის ტექნოლოგიები შესაბამისი თერმოდინამიკური გათვლებით. ამასთან, ექსპერიმენტით არის დაზუსტებული სილიკოთერმული აღდგენის პროცესის შესაბამისი ტემპერატურები.

მონოგრაფია დიდ სამსახურს გაუწევს მეტალურგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყველა საფეხურის სტუდენტს, ამ მიმართულებით მოღვაწე აკადემიურ პერსონალსა და მეცნიერმუშაკებს, ასევე მანგანუმის სამთო-მეტალურგიულ წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

ავტორი მადლიერებას გამოხატავს კოლეგების, ასევე ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიმართ, რომლებმაც თანადგომით ხელი შეუწყვეს აღნიშნული ტექნოლოგიების წარ-მოებაში აპრობაციასა და დანერგვას.

 

 

image-1
დ. გუბელაძე

კალაპოტური პროცესების რეგულირების საინჟინრო გადაწყვეტის მეთოდები

უაკ: 631.459.21+627.8.034

მონოგრაფიაში განხილულია წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირებისა და რეგულირების საკითხები, მდინარეში კალაპოტური ნაკადების მოძრაობის კანონზომიერებანი და საინჟინრო გადაწყვეტის მეთოდები.
მონოგრაფია დიდ დახმარებას გაუწევს შესაბამისი პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირებისა და რეგულირების, ასევე კალაპოტური პროცესების შესწავლის საქმეში.

 

 

image-1
ი. გელეიშვილი

ჭიათურის მანგანუმის ნედლეულის და კეთილშობილი ლითონების შემცველი მადნეულის პირიტის კონცენტრატის ერთობლივი გადამუშავება ავტოკლავური მეთოდით

უაკ: 546.711:669.74

მონოგრაფიაში წარმოდგენილი კვლევების შედეგების საფუძველზე დამუშავებულია ჭიათურის მანგანუმის ნედლეულისა და მადნეულის კეთილშობილი ლითონების შემცველი პირიტის კონცენტრატის ერთობლივი ავტოკლავური მჟანგავი გამოტუტვის პრინციპულად ახალი ტექნოლოგიური პროცესი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული მაღალი ღირებულების მქონე სასაქონლო პროდუქცია (მანგანუმის კონცენტრატი, ლითონური სპილენძის კონცენტრატი, რკინის ფხვნილი, ოქრო და ვერცხლი) განაპირობებს აღნიშნული პროცესის მაღალტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ეფექტურობას. ავტორის მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიური პროცესი უზრუნველყოფს ჭიათურისა და მადნეულის ტექნოგენურ საბადოებში არსებული სასარგებლო წიაღისეულისა და ჭიათურის მანგანუმის ღარიბი და რთულად გამდიდრებადი მადნების კომპლექსურ გადამუშავებას.
მონოგრაფია ძირითადად განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიური პროცესებისა და გარემოს დაცვის საკითხების სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის. ნაშრომში წარმოდგენილმა ინფორმაციამ ტექნოგენური საბადოების გადამუშავების პროცესების შესწავლით დაკავებულ სტუდენტებს დიდი სარგებელი შეიძლება მოუტანოს.

 

 

image-1
А. Саруханишвили, Вл. Горделадзе, Д. Эристави, А. Гогишвили

МЕТОД АДДИТИВНОСТИ СТРУКТУРНЫХ ИНГРЕДИЕНТОВ ДЛЯ ОПРЕДЕЛЕНИЯ ТЕРМОДИНАМИЧЕСКИХ СВОЙСТВ БЕЗВОДНЫХ СИЛИКАТОВ

უაკ: 546.284:636.7

В книге приведены основные сведения о возможности определения расчетным методом стандартных мольных значений термодинамических констант безводных силикатов, в основном по данным баз данных.

Метод аддитивности структурных ингредиентов является следствием анализа принципов современной кристаллохимической классификации силикатов, теории твердофазных взаимо­действий, представлений об энергиях ближних и дальнодействующих связей в твердых телах, аддитивности физико-химических свойств в конденсированных системах. Основой метода аддитивности структурных ингредиентов является постулат: каждое новое состояние вещества есть следствие сочетания элементов прошлого и будущего состояний, выраженных в энергетических единицах.

Информация, приведенная в книге, предназначена для исследователей и практиков, сферой интересов которых является термодинамика силикатов. Книга может быть полезна также студентам магистратуры и докторантуры направлений химия и химическая технология.

 

 

image
თ. ხოშტარია, ნ. ჩაჩავა

ტურისტულ-სარეკრეაციო კლასტერის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპები სამცხე-ჯავახეთის მაგალითზე

უაკ: 796.5:72

მონოგრაფიაში განხილულია ტურისტულ-სარეკრეაციო კლასტერის სივრცით-ტერიტორული დაგეგმვის ძირითადი მიმართულებები, ინსტრუმენტები და პრინციპები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაგალითზე; წარმოჩენილია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის რევიტალიზაციის სტრატეგიული მნიშვნელობა; რეგიონის მდგრადი განვითარების ასპექტები, საგზაო-სატრანსპორტო სისტემა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკოლოგიური, ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორები.
მონოგრაფია განკუთვნილია ურბანისტიკის დარგის სპეციალისტების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტებისა და საკურორტო არეალების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სპეციფიკით დაინტერესებული მკითხველისთვის. იგი წარმოადგენს საყრდენ დოკუმენტაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სივრცით-ტერიტორიული განვითარების სტრატეგიისთვის.

 

 

image
ბ. გითოლენდია

საქართველოს სატრანსპორტო სექტორის, ევროპულ სისტემებთან ურთიერთთავსებადობისა და ინტერმოდალურობის პრობლემის ანალიზი

უაკ: 656.2:656.078:479.2

მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან ურთიერთთავსებადობისა და ინტერმოდალურობის პრობლემა და მოცემულია კვლევის ანალიზის შედეგები. ჩამოთვლილი და ნაჩვენებია ევროპულ სისტემებთან საქართველოს ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის თავსებადობის, ტექნიკური პარამეტრებისა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების სხვა პრობლემური საკითხები, შემოთავაზებულია პრობლემის გადაჭრის გზები და ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირების შემდგომი პერსპექტივები.
ნაშრომი განკუთვნილია მეცნიერი მუშაკებისთვის, ტრანსპორტის პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, მონოგრაფია ასევე დიდ დახმარებას გაუწევს დარგის სპეციალისტებს. შესაძლებელია კვლევის შედეგები სალექციო ფორმატში გავაცნოთ შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საექსპერტო წრეებსა და ზოგადად ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს.

 

 

image-1
ჯ. სვანიძე, ლ. თორთლაძე

ცხოველთა მოვლა-მოშენების ტრადიციები საქართველოში

უაკ: 636/639

მონოგრაფიაში ასახულია ცხოველთა მოვლა-მოშენების ტრადიციები და მასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: რიტუალები და წესჩვეულებები, ცხოველთა კვება, ცხოველთა ჯიშები, სათიბ-საძოვრების გამოყენების ხასიათი, ცხოველთა სადგომები, მესაქონლეობის ფორმები, ცხოველთა მკურნალობის საშუალებები. ნაშრომში დიდძალი მასალაა გაანალიზებული, აღწერილია ცხოველთა საკვები მცენარეების თვისებები და მოცემულია შედეგები; ასევე მოცემულია ცხოველთა მცენარეული წამლებით მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. შეგროვილი ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე დასაბუთებულია მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე. ნაჩვენებია ის წვლილი, რაც მიუძღვით ჩვენს წინაპრებს მეცხოველეობის განვითარების საქმეში. დავიწყებისგან დაცულია მეცხოველეობის დარგში ჩვენი ქვეყნის მიღწევები.
ნაშრომი განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტების, მეცხოველეობის დარგის სპეციალისტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

 

image
ი. ქვარაია

ტაძრის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოების წარმოება

უაკ: 726:72.01

მონოგრაფიაში განხილულია ქართული მართლმადიდებელი ტაძრების ბუნებრივი ქვით გარე მოპირკეთების სამუშაოების წარმოების პროცესი, ქ. თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მაგალითზე. კერძოდ აღწერილია ყაზბეგის დიაბაზით ტაძრის ცოკოლის მოწყობის, ხოლო ბოლნისის ტუფის გამოყენებით ფასადური ნაწილების შემოსვისა და მათზე სხვადასხვა მხატვრულ-დეკორატიული ელემენტის დამონტაჟების სამუშაოების შესრულების თანამიმდევრობა. წარმოდგენილია ასე¬ვე მარმარილოს ქვით ტაძრის შიგა იატაკის მოსახვისა და კიბეების მოწყობის სამუშაოები.
მონოგრაფია განკუთვნილია მშენებლობის დარგის სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
მ. თოფჩიშვილი

საქართველოში უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების ბიზნესის განვითარების ასპექტები

უაკ: 663.236:615.327

მონოგრაფიაში ასახულია საქართველოში უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების განვითარების ძირითადი ასპექტები. მასში ლოგიკური თანამიმდევრობითაა განხილული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლები, უალკოჰოლო სასმელების როლი და ადგილი მომხმარებლის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ისტორია და განვითარების თანამედროვე მდგომარეობა, უალკოჰოლო სასმელების ბაზრის კვლევა, მისი კონკურენტუნარიანობის შეფასება, კლასტერიზაცია, როგორც უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგია.
ნაშრომი დაეხმარება ბაკალავრიატისა და მაგისტრაურის სტუდენტებისათვის, უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ პირებს.