უაკ: 621.317.32
უნივერსიტეტის საბაკალავრო სასწავლო პროგრამაში არქიტექტორებისათვის გამორჩეული ადგილი მხაზველობით გეომეტრიას უკავია. ეს დისციპლინა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: ორთოგონალური დაგეგმილება სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე, მონჟის კოორდინირებული ეპიურა, აქსონომეტრია და გამოყენებითი პერსპექტივის საფუძვლები. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია გეომეტრიული ფიგურების პერსპექტივის აგება ვერტიკალურ სიბრტყეზე ორთოგონალური გეგმილების მიხედვით. აგებისას გამოყენებულია რადიალური მეთოდი, რაც პერსპექტივის აგებას გულისხმობს უშუალოდ ორთოგონალური გეგმილებიდან. ნაშრომში ნაჩვენებია მონჟის მოდელსა და ცენტრალური დაგეგმილების აპარატს შორის კავშირი, რაც თვალნათლივ წარმოაჩენს ასახვის ორ მეთოდს შორის კავშირს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 741/744
უაკ: 621.38
დისციპლინის „ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები“ შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რომელიც ითვალისწინებს ელექტრულ წრედებში მიმდინარე ელექტრომაგნიტური პროცესების გამოკვლევის მეთოდების პრაქტიკულად ათვისებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფორმირებას. ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარების სიმარტივის და თვალსაჩინოების მიზნით განსაკუთრებული ადგილი უკავია ექსპერმენტის დროს კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას, რომლის დროსაც ერთსა და იმავე ლაბორატორიული მოდულის საფუძველზე იქმნება სხვადასხვა ინტერაქტიური მოდელები. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტურია ელექტრული წრედის მოდელირებისათვის გამოყენებული კომპიუტერული პროგრამა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოცემულ მეთოდურ მითითებებში განხილულია ელექტრული წრედის მოდელირებისათვის ერთ-ერთი მძლავრი კომპიუტერული პროგრამა – Design Soft Tina. პროგრამის მთავარი მენიუ საკმაოდ ინფორმაციულია, რომლის ყოველი ქვემენიუ შეიცავს სხვადასხვა კომპონენტის ფართო ნაკრებს. პროგრამის ელემენტთა ბიბლიოთეკაში არსებული წრედის ელემენტები და გამზომი ხელსაწყოები ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მათი სქემაზე აღნიშვნების შესაბამისია. ნაშრომში ნაჩვენებია წრედის ელემენტების სამუშაო არეში გამოტანის და მათი ურთიერთდაკავშირების სიმარტივე. წრედში მიმდინარე ელექტრომაგნიტური პროცესების ეფექტურ გამოკვლევას უზრუნველყოფს პროგრამაში გამოყენებული მრავალრიცხოვანი მოქნილი ანალიზის მეთოდები, განსაკუთრებით აღსანიშნავია დამყარებული და გარდამავალი რეჟიმების ანალიზის სიმარტივე და თვალსაჩინოება, რომლის დროსაც შესაძლებელია წრედის პარამეტრების ვარირება და შესაბამისად სასურველი შედეგების მიღება.
მეთოდურ მითითებებში მოცემულია სხვადასხვა ვირტუალური გამზომი ხელსაწყო, რომლებიც გაზომილი სიდიდეების ციფრული ან ცხრილის სახით წარმოდგენის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით საყურადღებოა პროგრამის უნარი, რომლის დროსაც სპეციალური საცეცის გამოყენებით შესაძლებელი ხდება წრედის ნებისმიერ ადგილას ელექტრული სდიდეების გაზომვა. ნაშრომში ნაჩვენებია Design Soft Tina პროგრამულ გარემოში გამოსაკვლევი ელექტროტექნიკური მოწყობილობის მოდელირებისა და მასზე ექსპერიმენტის ჩატარების თავისებურებები, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.
მეთოდური მითითებები შეიცავს ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების მე-2 ნაწილის 7 ლაბორატორიულ სამუშაოს, რომლებიც როგორც თემატიკით, ისე მოცულობით პასუხობს შესაბამისი სპეციალობის სილაბუსებს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემული მეთოდური მითითებები დისციპლინაში „ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები - 2“ თავისი შინაარსით და აქტუალობით ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარების პროცესს უფრო წარმატებულს და მიმზიდველს ხდის.
უაკ: 622.28
დამხმარე სახელმძღვანელოში, შელფის შესწავლილი სტრუქტურულ-გეოლოგიური თავისებურებების, ფაციესური შედგენილობის, კოლექტორებისა და ნავთობგაზიანი კომპლექსების თვისებების, ასევე შელფური ოლქების ნავთობგაზიანი აუზების მახასიათებლების საფუძველზე, განხილულია აკვატორიებში ნახშირწყალბადების დაგროვების პროგნოზირების, შელფზე ნახშირწყალბადების საბადოების ძებნა-ძიებითი სამუშაოების ოპტიმალური პროცესის ორგანიზებისა და ათვისების საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია გეოლოგიის დარგისა და ნავთობგაზის საბადოების დამუშავების სპეციალისტებისათვის, ტექნიკური პროფილის მაგისტრანტებისათვის, მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებისათვის.
უაკ: 622.6/629.423
სამთო საწარმოთა ტრანსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს საელმავლო წევა განეკუთვნება, რომელიც მოიცავს მოძრავ შემადგენლობას და წევის ქსელს, რომლის მთავარი ელემენტი ელმავალია. წიგნში განხილულია როგორც უშუალოდ საელმავლო წევა და წევის ელმომარაგება, ისე ელმავლის მოძრაობის თანამდევი დინამიკური პროცესები.
წიგნში ასახულია როგორც ზოგადი საკითხები, ისე ავტორების მიერ ორიგინალური კვლევით მიღებული ზოგიერთი შედეგი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე სასარგებლო იქნება ზოგადად სარკინიგზო დარგის სტუდენტებისა და სამეცნიერო-კვლევით დაინტერესებული ტექნიკური სფეროს სპეციალისტებისთვის.
უაკ: 744
მეთოდური სამუშაო შეიცავს ზოგად ცნობებს სამშენებლო-არქიტექტურული ნახაზების შესახებ. წარმოდგენილია, როგორც საცხოვრებელი, ისე სამრეწველო შენობების გეგმის, ჭრილის და ფასადის ნახაზები.
მეთოდური მითითებები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს მათ სავალდებულო გრაფიკული სამუშაოების შესრულებაში.
უაკ: 004.896
სალექციო კურსში განხილულია მექატრონიკის საფუძვლები და პერსპექტიული ტექნიკური მიმართულება, აღწერილია მათი აგების კონცეფციები და მეთოდები, მექატრონული სისტემების ინტეგრაციის პრინციპები და სტრუქტურა, თანამედროვე მექატრონული სისტემებისა და მოდულების ტექნიკური მახასიათებლები. მითითებულია სფერო, სადაც ძირითადად გამოიყენება მექატრონული და რობოტოტექნიკური მოწყობილობები. ასევე განხილულია დღეისათვის არსებული ის ძირითადი პრობლემა, რომელიც წარმოიქმნება თანამედროვე სისტემების ინტელექტუალურად მართვის მეთოდების დანერგვისა და გამოყენებისას. საგანი საშუალებას გაძლევთ გაიგო, ცნებებით და განმარტებებით მიღებული ტერმინოლოგიები, მექანიკური სტრუქტურისა და ტიპების იდეები, მექატრონული მოდულებისა და მათი კომპონენტების მშენებლობის მეთოდები, მოძრაობის კოორდინატებისა და პროცესის პარამეტრების სენსორები. სახელმძღვანელოში მოყვანილია მექანიკური მექანიზმებისა და სისტემების აგების მეთოდები, მათ შორის ინტელექტუალური, ფუნქციონირება ანალოგიით ადამიანის ტვინთან: არამკაფიო ლოგიკის მეთოდები (ფაზური სისტემები), ნეირონული ქსელები, ასევე გენეტიკური ალგორითმები.
სასწავლო პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა ტექნიკური მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. შესაძლებელია ისარგებლონ იმ დაინტერესებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა პერსონალმა, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწევიან საწარმო მანქანების კონსტრუირებასა და ექსპლუატაციას.
უაკ: 667
სახელმძღვანელოში აღწერილია თბილისში ერთ-ერთი კომბინირებული კარკასული შენობის აგების პროცესი. განხილულია და დასურათებული მშენებლობის მიმდინარეობის ყველა ეტაპი, მიწის სამუშაოებიდან დაწყებული მის დასრულებამდე, ტერიტორიის კეთილმოწყობის ჩათვლით. რკინაბეტონის მონოლითური სვეტებისა და კედლების მოწყობის შემდეგ ყურადღება გამახვილებულია სახურავის ფოლადის მზიდ კონსტრუქციებთან მათი დამაკავშირებელი კვანძების სრულფასოვან შესრულებაზე, ასევე სახურავისა და საკედლე „სენდვიჩ-პანელების“ დამონტაჟებაზე.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებისათვის.
უაკ: 546
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა და არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები. მოცემულია თანამედროვე შეხედულებები ატომის აღნაგობასა და ქიმიურ ბმებზე. საფუძვლიანად არის ჩამოყალიბებული კინეტიკის, თერმოდინამიკის, ხსნარის ჟანგვა-აღდგენისა და ელექტროქიმიური პროცესების საკითხები.
ნაშრომი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე ზოგადი ქიმიის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.