უაკ: 621.65
უაკ: 62-76
მანქანათა ნაწილების გაანგარიშებისა და კონსტრუირების საფუძვლების შესწავლა ორ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე სტუდენტები უსმენენ ლექციების კურსს, ხსნიან სავარჯიშოებს, საშინაო დავალებებსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს. ეს ეტაპი ჩვეულებრივ გამოცდით სრულდება. მეორე ეტაპზე სტუდენტი ასრულებს საკურსო პროექტს ან საკურსო სამუშაოს, რაც შემდგომში მისი დაცვით მთავრდება.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 978-9941-512-02-5
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების მრეწველობის საწარმოებში გამოყენებული ფხვიერი, პლასტიკური და ცალობითი პროდუქტების თანამედროვე დამფასოებელი და შემფუთავი ავტომატები. მოყვანილია მათი ტექნოლოგიური, სტრუქტურული, კონსტრუქციული და კინემატიკური სქემები. მოცემულია გაანგარიშების თეორიული და მეთოდიკური საფუძვლები.
ნაშრომი განკუთვნილია კვების მრეწველობის პროფილის სპეციალობების მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე შეიძლება გამოიყენოს კვების მრეწველობის დარგის ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.
უაკ: 628.1/696.11
ნაშრომში განხილულია წყალმიმღები ნაგებობებისა და მოწყობილობების ტიპები, რომლებიც წყალმომარაგების სისტემაში გამოიყენება. წარმოდგენილია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებიდან წყლის მიღების ტექნოლოგიები და ნაგებობების სტრუქტურა, მათი დაპროექტებისა და გაანგარიშების თავისებურებები. აღწერილია სანაპირო, კალაპოტის და ციცხვისებრი წყალმიმღების სახეები, წყალმიმღები ნაგებობების ელემენტები (თვითდინებითი და სიფონური მილები, ბადეები და გისოსები, სხვადასხვა სახეობის ფილტრების მოწყობის ტექნოლოგიები), რომლებიც წყალმომარაგების პრაქტიკაში გამოიყენება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა წყლების წყალმიმღები ნაგებობების დაპროექტებას და გაანგარიშებას, ასევე თევზდამცავი ღონისძიებების გატარების საკითხებს წყლის მიღებისას.
ლექციების კურსი განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
უაკ: 621.317.32
უნივერსიტეტის საბაკალავრო სასწავლო პროგრამაში არქიტექტორებისათვის გამორჩეული ადგილი მხაზველობით გეომეტრიას უკავია. ეს დისციპლინა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: ორთოგონალური დაგეგმილება სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე, მონჟის კოორდინირებული ეპიურა, აქსონომეტრია და გამოყენებითი პერსპექტივის საფუძვლები. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია გეომეტრიული ფიგურების პერსპექტივის აგება ვერტიკალურ სიბრტყეზე ორთოგონალური გეგმილების მიხედვით. აგებისას გამოყენებულია რადიალური მეთოდი, რაც პერსპექტივის აგებას გულისხმობს უშუალოდ ორთოგონალური გეგმილებიდან. ნაშრომში ნაჩვენებია მონჟის მოდელსა და ცენტრალური დაგეგმილების აპარატს შორის კავშირი, რაც თვალნათლივ წარმოაჩენს ასახვის ორ მეთოდს შორის კავშირს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 741/744
უაკ: 621.38
დისციპლინის „ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები“ შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რომელიც ითვალისწინებს ელექტრულ წრედებში მიმდინარე ელექტრომაგნიტური პროცესების გამოკვლევის მეთოდების პრაქტიკულად ათვისებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფორმირებას. ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარების სიმარტივის და თვალსაჩინოების მიზნით განსაკუთრებული ადგილი უკავია ექსპერმენტის დროს კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას, რომლის დროსაც ერთსა და იმავე ლაბორატორიული მოდულის საფუძველზე იქმნება სხვადასხვა ინტერაქტიური მოდელები. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტურია ელექტრული წრედის მოდელირებისათვის გამოყენებული კომპიუტერული პროგრამა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოცემულ მეთოდურ მითითებებში განხილულია ელექტრული წრედის მოდელირებისათვის ერთ-ერთი მძლავრი კომპიუტერული პროგრამა – Design Soft Tina. პროგრამის მთავარი მენიუ საკმაოდ ინფორმაციულია, რომლის ყოველი ქვემენიუ შეიცავს სხვადასხვა კომპონენტის ფართო ნაკრებს. პროგრამის ელემენტთა ბიბლიოთეკაში არსებული წრედის ელემენტები და გამზომი ხელსაწყოები ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მათი სქემაზე აღნიშვნების შესაბამისია. ნაშრომში ნაჩვენებია წრედის ელემენტების სამუშაო არეში გამოტანის და მათი ურთიერთდაკავშირების სიმარტივე. წრედში მიმდინარე ელექტრომაგნიტური პროცესების ეფექტურ გამოკვლევას უზრუნველყოფს პროგრამაში გამოყენებული მრავალრიცხოვანი მოქნილი ანალიზის მეთოდები, განსაკუთრებით აღსანიშნავია დამყარებული და გარდამავალი რეჟიმების ანალიზის სიმარტივე და თვალსაჩინოება, რომლის დროსაც შესაძლებელია წრედის პარამეტრების ვარირება და შესაბამისად სასურველი შედეგების მიღება.
მეთოდურ მითითებებში მოცემულია სხვადასხვა ვირტუალური გამზომი ხელსაწყო, რომლებიც გაზომილი სიდიდეების ციფრული ან ცხრილის სახით წარმოდგენის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით საყურადღებოა პროგრამის უნარი, რომლის დროსაც სპეციალური საცეცის გამოყენებით შესაძლებელი ხდება წრედის ნებისმიერ ადგილას ელექტრული სდიდეების გაზომვა. ნაშრომში ნაჩვენებია Design Soft Tina პროგრამულ გარემოში გამოსაკვლევი ელექტროტექნიკური მოწყობილობის მოდელირებისა და მასზე ექსპერიმენტის ჩატარების თავისებურებები, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.
მეთოდური მითითებები შეიცავს ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების მე-2 ნაწილის 7 ლაბორატორიულ სამუშაოს, რომლებიც როგორც თემატიკით, ისე მოცულობით პასუხობს შესაბამისი სპეციალობის სილაბუსებს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემული მეთოდური მითითებები დისციპლინაში „ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები - 2“ თავისი შინაარსით და აქტუალობით ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარების პროცესს უფრო წარმატებულს და მიმზიდველს ხდის.
უაკ: 622.28
დამხმარე სახელმძღვანელოში, შელფის შესწავლილი სტრუქტურულ-გეოლოგიური თავისებურებების, ფაციესური შედგენილობის, კოლექტორებისა და ნავთობგაზიანი კომპლექსების თვისებების, ასევე შელფური ოლქების ნავთობგაზიანი აუზების მახასიათებლების საფუძველზე, განხილულია აკვატორიებში ნახშირწყალბადების დაგროვების პროგნოზირების, შელფზე ნახშირწყალბადების საბადოების ძებნა-ძიებითი სამუშაოების ოპტიმალური პროცესის ორგანიზებისა და ათვისების საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია გეოლოგიის დარგისა და ნავთობგაზის საბადოების დამუშავების სპეციალისტებისათვის, ტექნიკური პროფილის მაგისტრანტებისათვის, მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებისათვის.
უაკ: 622.6/629.423
სამთო საწარმოთა ტრანსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს საელმავლო წევა განეკუთვნება, რომელიც მოიცავს მოძრავ შემადგენლობას და წევის ქსელს, რომლის მთავარი ელემენტი ელმავალია. წიგნში განხილულია როგორც უშუალოდ საელმავლო წევა და წევის ელმომარაგება, ისე ელმავლის მოძრაობის თანამდევი დინამიკური პროცესები.
წიგნში ასახულია როგორც ზოგადი საკითხები, ისე ავტორების მიერ ორიგინალური კვლევით მიღებული ზოგიერთი შედეგი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე სასარგებლო იქნება ზოგადად სარკინიგზო დარგის სტუდენტებისა და სამეცნიერო-კვლევით დაინტერესებული ტექნიკური სფეროს სპეციალისტებისთვის.