უაკ: 531.8
წიგნი შეიცავს თეორიული მექანიკის კურსის ყველა განყოფილების ძირითადი ცნებებს, თეორემებისა და პრინციპების ფორმულირებას და მათემატიკური გამოსახულებების (ფორმულების) განმარტებას. განკუთვნილია ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
უაკ: 55
სახელმძღვანელოში „საინჟინრო გეოლოგია − საინჟინრო გეოდინამიკა“ მოცემულია გეოლოგიური, მორფოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, ქანების პეტროგრაფიული თავისებურებები, როგორც ფაქტორები ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასებისა. მისი ძირითადი ნაწილი ეთმობა საინჟინრო გეოლოგიაში მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დედამიწის ზედაპირზე და სიღრმეში მიმდინარე და ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებულ გეოლოგიურ და საინჟინრო-გეოლოგიურ პროცესებსა და მოვლენებს, მათ გავლენას ტერიტორიების და სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობებზე. მოცემულია საინჟინრო-გეოლოგიურ ღონისძიებათა შერჩევის დამცავი რეკომენდაციები. განკუთვნილია ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური მიმართულების მაგისტრატურის, ბაკალავრიატის და სხვადასხვა სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, სპეციალისტთა იმ ფართო წრისათვის, რომლებიც შეისწავლიან საინჟინრო-გეოდინამიკურ მოვლენებს; სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობის, ტერიტორიების სამეურნეო ათვისების, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების, გეოლოგიური გარემოს რაციონალური გამოყენების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
უაკ: 531.8, 610.10
წიგნში განხილულია საინჟინრო მექანიკის მოკლე კურსის გათვალისწინებით თეორიული მექანიკისა და მასალათა გამძლეობის ძირითადი ცნებები, მოცემულია თეორემებისა და პრინციპების ფორმულირება და მათემატიკურ გამოსახულებათა (ფორმულების) განმარტებები. თეორიული მექანიკის კურსი შედგენილია პროფესორ ტ. კვიციანის, ხოლო მასალათა გამძლეობის კურსი − პროფესორ ა. კვარაცხელიასა და პროფესორ ზ. მაძაღუას მიერ. სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 351. 862
წინამდებარე სახელმძღვანელო შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამის შესაბამისად, რომლის მიზანია სრულყოფილი სწავლების განხორციელება, როგორც კომერციულ, ისე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.სახელმძღვანელოში განხილულია სტიქიური უბედურებების, საწარმოო ავარიებისა და კატასტროფების სახეობები, მოცემულია მათი საერთო დახასიათება და მათგან დაცვის ყველა საშუალება, დაზიანების კერაში სამაშველო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება და უსაფრთხოების მოთხოვნები.სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამით მოსწავლე სტუდენტებისათვის, აგრეთვე ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ ტექნიკური დარგის მუშაკებსა და ყველა დაინტერესებულ მკითხველს.
უაკ: 546.261+546.171.1
განხილულია მყარი მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები. მოცემულია მასალათა თვისებები და გამოყენების სფეროები, ასევე კერამიკული მასალები და კერამიკული კომპოზიციები: კარბიდები, ნიტრიდები, ბორიდები, მასალათმცოდნეობის საკითხები, თვისებათა გაუმჯობესების გზები. შესწავლილია მასალათა მორფოლოგიური თვისებები, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე. განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შესავალი, პირველი, მეორე და მესამე ნაწილი დაწერილია პროფ. ზვიად კოვზირიძის, მეოთხე ნაწილი პროფესორების: ნათელა ნიჟარაძისა და გულიკო ტაბატაძის მიერ.
უაკ: 629.1.066
ნაშრომში განხილულია ელექტრომოწყობილობების გამოცდებისა და კონტროლის მეთოდები და საშუალებები. გამოცდის ობიექტად განხილულია ძალოვანი ტრანსფორმატორები და ელექტრული მანქანები, აგრეთვე, დამხმარე მოწყობილობები. ნაშრომი განკუთვნილია ენერგეტიკის პროფილის, აგრეთვე, სხვა ელექტროტექნიკური სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ენერგეტიკის დარგში მომუშავე სპეციალისტებსაც.
უაკ: 686.122
წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია პოლიგრაფიული ნაწარმის კინძვისას ხმარებული ტექნოლოგიური ოპერაციები, სამუშაო რეჟიმები, გამოყენებული მასალები და მანქანა-დანადგარები. ასევე საფუძვლიანადაა გაშუქებული დაზიანებული წიგნების აღდგენა-რესტავრაციის აქტუალური საკითხები. აღნიშნული ნაშრომი განკუთვნილია საგამომცემლო-პოლიგრაფიული სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წიგნი გამოადგებათ სტამბის საამკინძაო საამქროს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსა და მუშებს.
უაკ: 330.115
ეკონომეტრიკის კურსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების თანამედროვე სასწავლო პროგრამებში ისეთ დისციპლინებთან ერთად, როგორიცაა მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზი და სხვ. ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია მეტ-ნაკლებად საიმედო პროგნოზების გამოთქმა, რაც სერიოზული ეჭვების ქვეშ დააყენებდა წარმატების მიღწევის პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბანკო საქმე, ფინანსები, ბიზნესი. ნაშრომში დეტალურად არის განხილული ეკონომეტრიკის საგანი და ეკონომეტრიკული მოდელის არსი. გადმოცემულია მოკლე ისტორიული ცნობები მისი, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერულ მიმართულების ჩამოყალიბების შესახებ. საკმაო მოცულობით არის გაშუქებული ეკონომეტრიკული მოდელების აგებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საკითხთა ფართო სპექტრი (შემთხვევითი სიდიდეების ტიპები და მათი ძირითადი სტატისტიკური მახასიათებლები, ნდობის ინტერვალთა აგება, ჰიპოთეზათა სტატისტიკური შემოწმება და სხვ.), თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომში აქცენტი ძირითადად მაინც კეთდება რეგრესიის მოდელებზე, როგორც ანალიზის მძლავრ ინსტრუმენტებზე. კერძოდ, მასში განიხილება როგორც წყვილური, ასევე მრავლობითი რეგრესიის მოდელები. ნაშრომს თან ერთვის პრაქტიკული გათვლებისათვის აუცილებელი სტატისტიკური ცხრილები, აგრეთვე, ტიპიური ამოცანები და საგამოცდო ტესტების ნიმუშები. ნაშრომი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის. იგი დააინტერესებს და სასარგებლო იქნება ზემოთაღნიშნული სფეროების სპეციალისტებისთვისაც, რომლებიც პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებული. სახელმძღვანელოს შექმნის იდეა მნიშვნელოვანწილად განაპირობა მშობლიურ ენაზე ანალოგიური შინაარსის შრომების მწვავე დეფიციტმა. ავტორები სიამოვნებით მიიღებენ ნებისმიერ სურვილსა და შენიშვნას, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მისი შევსებისა და სრულყოფისათვის.
უაკ: 001.4
გაანალიზებულია გადაწყვეტილებათა მიღების პრობლემის თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები. განხილულია გადაწყვეტილებათა მიღების მოდელების აგებასთან და მეთოდების შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო წრე. ნაშრომი გადაწყვეტილებათა მიღების რთული და მრავალფეროვანი პროცესის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა მშობლიურ ენაზე, რის გამოც, რა თქმა უნდა, იგი არ არის დაზღვეული გარკვეული ხარვეზებისაგან. ავტორი სრულ პასუხისმგებლობას იღებს მათზე და დიდი სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერ არგუმენტირებულ შენიშვნასა თუ სურვილს. განკუთვნილია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს აღნიშნული სფეროების აკადემიური პერსონალისთვისაც, აგრეთვე პრაქტიკოსებისთვისაც, რომელთა წინაშეც ხშირად დგას ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების პრობლემა.