უაკ: 621.396
განხილულია ალბათობის თეორიისა და მასობრივი მომსახურების თეორიის რამდენიმე საკითხი და მოყვანილია რეკომენდაციები. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 33:336
წინამდებარე კრებულის მიზანია ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს და პრაქტიკულად გაადაწყვეტინოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამრეწველო საქმიანობაში, ბიზნესში წარმოქმნილი ეკონომიკური და ფინანსური რისკების ამოცანების ამოხსნის საკითხები. რისკიანი სიტუაციებისათვის, როგორც მართვის თეორიისა და პრაქტიკის შემადგენელი ნაწილისათვის, დამახასიათებელია მოვლენათა შემთხვევითი ხასიათი, განუსაზღვრელობა, ალტერნატიული გადაწყვეტილებების არსებობა და სხვ. კრებული მოიცავს ამოცანების ამოხსნისათვის საჭირო თეორიულ მასალას - მეთოდურ მითითებებს.
უაკ: 531.8;621.01
განხილულია საკვანძო საკითხები, კერძოდ, ისეთი ამძრავების დაპროექტება, რომლებიც შედგება ტალღური გადაცემების, კბილა ღვედური, შევრონულ კბილანური და გლობოიდური ჭიახრახნული. ეს გადაცემები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის თანამედროვე მანქანაში. განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის, ასევე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ნაშრომში წარმოდგენილი საკითხებით. აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს, დამოუკიდებლად შეასრულონ საკურსო სამუშაო, საშინაო დავალება და საკურსო პროექტი მანქანათა ნაწილებში, ტექნიკურ ან გამოყენებით მექანიკაში.
უაკ: 576.8
წინამდებარე ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ს ქიმიური და ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან მიკრობიოლოგიის კურსს. იგი წარმოადგენს კრებულის „ლაბორატორიული პრაქტიკუმი მიკრობიოლოგიაში“ თემატურ გაგრძელებას, სადაც გადმოცემულია პრაქტიკული ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ფართოდ გამოიყენებიან მიკროორგანიზმთა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კრებულში აღწერილი მეთოდების დიდი ნაწილი შემუშავებულია მრავალი, ზოგ შემთხვევაში ათეულობით წლის წინათ, ყველა მათგანი ინარჩუნებს აქტუალობას და დღესაც აქტიურად გამოიყენება. თანამედროვე მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდების, როგორებიცაა რადიოიმუნური, იმუნოფერმენტული, იმუნოელექტროფორეზი, იმუნობლოტინგი, რესტრიქციული ანალიზი, მოლეკულური ჰიბრიდიზაციის მეთოდი, პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია და სხვა, ამავე დროს ე.წ. კლასიკური ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური მეთოდების ათვისება, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს სპეციალობის ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს როგორც თეორიული ცოდნის განმტკიცებაში, ასევე მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში.
უაკ: 621.7;621.9
სახელმძღვანელო შედგენილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის შესაბამისად, რომელიც მოიცავს 6 თავს. განხილულია ლითონების, შენადნობებისა და მათგან დამზადებული ნაკეთობების დამუშავების (ზომური, ჭრა, შედუღება) და ზედაპირული განმტკიცების (თერმული, ქიმიურ-თერმული დამუშავება, ლეგირება, აღდგენა-განმტკიცება) თანამედროვე და პერსპექტიული ელექტრო-ფიზიკური მეთოდები. სახელმძღვანელოში მოყვანილია ელექტრონული სხივით, პლაზმური ჭავლით, ლაზერის სხივით, ელექტრონაპერწკლური ლეგირებით, მღვივარი განმუხტვის პლაზმაში დააზოტებით და მაღალი სიხშირის დენით ლითონურ მასალებზე ზემოქმედების ფიზიკური არსი, შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები, მათი პრინციპული სქემები, ექსპლუატაციის პირობები, გამოყენებული მასალები და გამოყენების სფეროები. მოყვანილია აღნიშნული ტექნოლოგიური პროცესების გავლენა შენადნობების სტრუქტურაზე, თვისებებსა და ზედაპირული განმტკიცების ეფექტზე. გარდა მასალათმცოდნეობის სპეციალობისა, სახელმძღვანელო დიდ სარგებლობას მოუტანს სხვა ტექნიკური სპეციალობის სტუდენტებსაც. წიგნში წარმოდგენილი მასალა გარკვეულ დახმარებას გაუწევს არა მარტო საწარმოებში, არამედ საპროექტო-ტექნოლოგიურ და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში დასაქმებულ სპეციალისტებსაც.
უაკ: 339.15
წიგნი რეკომენდებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. წიგნში თანამიმდევრულად არის გადმოცემული ბიზნესის მართვის პრობლემების გადაჭრის მეთოდები და ოპტიმალური მართვის ეფექტურობის ამაღლების თეორიული ასპექტები. აქ გადმოცემული სასწავლო მასალა დაეხმარება მაგისტრანტს ბიზნეს-მოდელების გაანალიზებაში; მარკეტინგული გადაწყვეტილების ხელშემწყობი საინფორმაციო-ანალიზური სისტემის დაპროექტებაში; ბიზნეს-პროექტების ავტომატიზაციასა და ტექნიკური შეიარაღების პროექტის მომზადებაში; ბიზნესის მართვის ოპტიმალური მოდელების შერჩევასა და რეალიზებაში.
უაკ: 622.235
მეთოდურ მითითებებში მოცემულია შვიდი ლაბორატორიული სამუშაო. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოში მოცემული ამოცანის მიზანია, აღწეროთ გამოყენებული ხელსაწყოები, სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობა და მიღებული შედეგების გაფორმება.ლაბორატორიული სამუშაოები შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების სრული პროფესორის აკაკი გოჩოლეიშვილის მიერ.
უაკ: 338.244
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე მენეჯმენტის მნიშვნელოვანი პრობლემები – გლობალიზაცია, კონკურენტუნარიანობა, კულტურული მახასიათებლების გავლენა მენეჯმენტის მეთოდებზე, მულტინაციონალური კომპანიების სტრუქტურა, ფინანსები, გადაწყვეტილების მიღების სახეები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, მათთვის ვინც შეისწავლის კურსს „საერთაშორისო მენეჯმენტი“.
უაკ: 681.3
განხილულია სამგანზომილებიანი ხაზვისა და მოდელირების მეთოდები. მკითხველი გაიცნობს AutoCAD 2013-ის შესაძლებლობებს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. აგრეთვე გამოადგებათ ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, ეს დამხმარე სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.