უაკ: 674
განხილულია დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგიის ექვსი ლაბორატორიული სამუშაო. ნაჩვენებია თითოეული სამუშაოს ჩატარების მიზანი, შესრულების თანამიმდევრობა და მიღებული შედეგებით ცხრილების შედგენა და გრაფიკების აგება. განკუთვნილია ხის დამუშავების საწარმოთა ტექნოლოგიის, ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 681.3.06
განხილულია MS SQL Server 2008 და MS Visual Studio გარემოში ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების აღწერილობა საგნის საინფორმაციო სისტემების დაპროექტება MS SQL Server და MS Visual Studio გამოყენებით.განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს სტუდენტებისთვის.
უაკ: 389.6
განხილულია სტანდარტიზაციის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სტანდარტიზაციის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე რეფორმამდე და შემდეგ, საერთაშორისო სტანდარტიზაციის საფუძვლები და ამ სფეროში მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. განკუთვნილია საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროში მომუშავე საწარმოს სპეციალისტებისათვის.
უაკ: 547.913
მოცემულია მოკლე ცნობები ეთერზეთების შესახებ, მათი მიღების უძველესი მეთოდები. აღწერილია მცენარეთა მოკლე დახასიათება, რომლისგანაც ეთერზეთი მიიღება. აღწერილია მათი სამკურნალო თვისებები და გამოყენება პარფიუმერიასა და კოსმეტოლოგიაში. განკუთვნილია ქიმიური და მეტალურგიული ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 004.5
კორპორაციული ობიექტების საინფორმაციო სისტემების ასაგებად განიხილება პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯმენტის ამოცანების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდოლოგიები, პროცესორიენტირებული დაპროექტების და სერვისორიენტირებული რეალიზაციის მიდგომებით. ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების (BSI) გათვალისწინების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკის (ITIL) საფუძველზე წარმოდგენილია პროგრამული სისტემების მენეჯმენტის სასიცოცხლო ციკლის ეტაპების ამოცანების დახასიათება, მოდელირება და ანალიზი, ორივე მეთოდოლოგიის ძირითადი ცნებები და მათი თანამოქმედების საფუძველზე შემუშავებული კონცეფცია კორპორაციული მართვის მხარდამჭერი სისტემის ასაგებად. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) შექმნის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, დოქტორანტების, მაგისტრანტების და სხვა სფეროს მკითხველთათვის, რომელთაც სურთ თავიანთი ბიზნეს-პროცესების სამართავად გამოიყენონ ახალი უსაფრთხო ინფორმაციული ტექნოლოგიები.
უაკ: 061.47
გაანალიზებულია ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. განკუთვნილია ბაზრის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, ბიზნესის სფეროში მომუშავე ადამიანებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის, ასევე, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
უაკ: 517.958
ნაშრომი ძირითადად ემყარება პროფესორ თამაზ ობგაძის ხელმძღვანელობით, მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგებს და მთლიანად ეხმაურება დარგის თანამედროვე განვითარების დონეს და მოიცავს ცოცხალი სისტემების ანალიზის ძირითად მათემატიკურ მეთოდებს. ცოცხალ სისტემებში შედის როგორც ბიოფიზიკური, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სისტემები. ნაშრომში განხილულია ცოცხალი სისტემების, შესაბამისი დინამიკური სისტემების როგორც რაოდენობრივი გათვლის, ასევე, თვისობრივი კვლევის მეთოდები; გადმოცემულია ცოცხალი დინამიკური სისტემების ბიფურკაციული ანალიზისა და ქაოსის კვლევის მეთოდები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 339.27
განხილულია საწარმოს მართვის პოლიტიკა და მართვის თანამედროვე მიდგომები, ძირითადი დებულებები, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამედროვე საწარმოს საქმიანობის ეფექტიანობას. განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის. წიგნის გამოყენება შესაძლებელია მენეჯერთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე დამწყები მეწარმეებისათვის. იგი დაეხმარება მოქმედ მენეჯერებსაც.
უაკ: 643.56
განხილულია ცილინდრული ხრახნული კიბის მოდელის აგება AutoCAD-ის 2014 წლის ვერსიის მეშვეობით, ასევე Helix ხელსაწყო, რომელიც განთავსებულია ხაზვის (draw) პანელზე. განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. მეთოდიკური მითითებები დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.